იცით თუ არა

რატომ კერავენ ჯინსის შარვალს ყვითელი ან ნარინჯისფერი ძაფით?

fun time

16:24 პარ. 18 ოქტომბერი, 2024 წელი

რატომ კერავენ ჯინსის
შარვალს ყვითელი ან
ნარინჯისფერი ძაფით?

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კლასიკური სტილის ჯინსის შარვლების უმეტესობა ყვითელი ან ნარინჯისფერი ძაფით არის შეკერილი. წესს, რომელიც ჯინსების შემქმნელმა ლევი სტრაუსმა ასი წლის წინათ დაამკვიდრა, თანამედროვე მწარმოებლები ხშირად არღვევენ, თუმცა ადრე ამას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ აკეთებდნენ.

1853 წელს, ოქროს ციებ-ცხელების დროს, აშშ-ში მოღვაწე გერმანელ-ებრაელმა მიგრანტმა, ლევი სტრაუსმა სან-ფრანცისკოში ქსოვილების კომპანია Levi Strauss & Co დააარსა.

1870-იან წლებში სტრაუსის ერთ-ერთმა კლიენტმა, რუსმა ემიგრანტმა ჯეიკობ დევისმა პატარა სამკერვალო სახელოსნო გახსნა.

ერთ-ერთმა შემკვეთმა დევისს მაღაროელი ქმრისთვის გამძლე სამუშაო შარვლის შეკერვა სთხოვა, რადგან ჩვეულებრივი შარვლები მალე ეხეოდა. დევისმა შარვლისთვის სქელი ტილოს ქსოვილი შეარჩია და მასზე ჯიბეები სპილენძის მოქლონებით დაამაგრა, რომლებიც ადრე ცხენის აღკაზმულობაში გამოიყენებოდა.

ჯეიკობ დევისის შეკერილი გამძლე შარვლის შესახებ ხმა ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში დევისმა ორასზე მეტი მოქლონებიანი შარვალი შეკერა.

ასე გახდა ჯინსი მაღაროელებისა და მუშების ყოველდღიური სამოსი იყო, რომელსაც სპილენძის მოქლონები ჯიბეების გასამაგრებლად დაუმატეს. დევისის შარვლის ქსოვილს სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ნიმში აწარმოებდნენ და თავიდან „დენიმ ჯინსის“ სახელით მოიხსენიებდნენ, რომელიც დროთა განმავლობაში ჯინსამდე შემცირდა.

***

დევისმა თავისი წარმატების შესახებ საქონლის მიმწოდებელს, ლევი სტრაუსს უამბო. 1873 წელს მკერავი ჯეიკობ დევისი და სან-ფრანცისკოს ქსოვილების კომპანიის მფლობელი ლევი სტრაუსი პარტნიორები გახდნენ და ჯინსის პატენტიც მოიპოვეს, თუმცა...

„მოქლონებიანი“ შარვალი გაუმჯობესებას მოითხოვდა - ქსოვილის შესაკერად უფრო გამძლე ძაფის პოვნა იყო საჭირო. მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების შედეგად დაასკვნეს, რომ ძაფის დასამზადებლად ყველაზე შესაფერისი მასალა სელი იყო, რომელსაც ბუნებრივად, მოყვითალო ელფერი დაჰკრავდა.

ყვითელი სელის ძაფის უპირატესობა, სიმტკიცის გარდა, ისიც იყო, რომ აბრეშუმთან შედარებით, გაცილებით იაფი გახლდათ.

კიდევ ერთი უპიირატესობა სელის ფერია - ძაფის დამზადებისას, პერიოდულად, მუშებს საკერავი მანქანების დაზეთვა უწევდათ, ყვითელი მანქანის ზეთი კი ისედაც ყვითელ და ნარინჯისფერ ძაფზე ნაკლებად შესამჩნევი ჩანდა.

რა თქმა უნდა, გარკვეული როლი მოქლონებაც ითამაშა. ვინაიდან ის მოყვითალო-ნარინჯისფერი სპილენძისგან მზადდებოდა, ნაკერებს იდეალურად ეხამებოდა, რაც ჯინსს კიდევ უფრო ალამაზებდა.

***

დღეს ჯინსი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და, როგორც ხშირად ამბობენ, ის მოდიდან არასდროს გადავა.

ესეც დაგაინტერესებთ:

1600 ევრო და ორი ბოთლი ვისკი - როგორ იყიდა „ადიდასმა“ სამი ზოლის უფლება

კრისტიან დიორის 4 შენიშვნა ქალებს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი