სილამაზე/ჯანმრთელობა

კრისტიან დიორის 4 შენიშვნა ქალებს!

fun time

14:00 ოთხ. 7 ივლისი, 2021 წელი

Christian-Dior

14
დაკოპირებულია

კრისტიან დიორი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია. Dior-ის ბრენდი ათწლეულის შემდეგაც კი ხარისხისა და კარგი გემოვნების ნიშნია. თავად კრისტიან დიორს ქალები უყვარდა. მისი ცნობილი გამონათქვამია: „არ არსებობს ცნება „უშნო ქალი“ - არსებობენ მხოლოდ ქალები, ვინც არ იციან, როგორ გამოიყურებოდნენ მიმზიდველად“, ამიტომ მოუვლელ ქალებს ხშირად დაუნდობლად აკრიტიკებდა. 

მაინც, რა აძლევს ქალს მოუვლელის იერს, დიორის აზრით?

❌ჭუჭყიანი თავი

კოკო შანელის მსგავსად, კრისტიან დიორსაც მიაჩნდა, რომ ერთ–ერთი ყველაზე ცუდი საქციელი, რომლის გაკეთებაც ქალს შეუძლია, სახლიდან ჭუჭყიანი თავით გასვლაა.

დიორი ხშირად აღნიშნავდა, რომ მოვლილი არ ჰქვია ქალს, რომელიც ოჯახის წევრებთან ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბინძური თმით გამოჩნდება.

სუფთა თმა ქალბატონის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო თვისებაა.

❌უხეში მანერები

ქალი არ შეიძლება ნამდვილ ქალბატონად ჩაითვალოს, თუ იგი ხაზს არ უსვამს საკუთარ ქალურობას - მიაჩნდა კრისტიან დიორს.

სახელოვანი დიზაინერისთვის ქალურობა მხოლოდ ლამაზი კაბები და მაღალი ქუსლები კი არა, გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობისას გამოვლენილი მანერებია.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ძნელია ქალური უწოდო ქალს, რომელიც ბილწსიტყვაობს, უხამსი ლექსიკა აქვს და ზედმეტად თავისუფლად იქცევა.

❌ტანსაცმლის არასწორი ზომა

კრისტიან დიორს მიაჩნდა, რომ ქალის მოუვლელობაზე არა მარტო ელემენტარული ჰიგიენის არარსებობა ან ცუდი ქცევა, არამედ არასათანადოდ შერჩეული ტანსაცმელიც მეტყველებს - ეს ეხება ერთი ზომით დიდ ან ერთი ზომით პატარა და ცუდად შეკერილ სამოსს.

კრისტიან დიორს მიაჩნდა, რომ კარგად მოვლილ ქალს ტანზე ლამაზად მორგებული სამოსი აცვია, რომელიც ზომიერად უსვამს ხაზს ფიგურას.

❌არასწორი ფეხსაცმელი

კრისტიან დიორი ამბობდა: „ქალბატონის ელეგანტურობის ნამდვილი მტკიცებულება ისაა, რაც ფეხებზე აცვია.“ კრისტიან დიორს ქალის ფეხსაცმელი ქალურობის შეუცვლელ ატრიბუტად მიაჩნდა.

მოვლილი ქალი სახლიდან ფეხსაცმლის გარეშე არ გავა, ხოლო მოუწესრიგებელს შეუძლია, ქალაქი მამაკაცური სპორტული ფეხსაცმლით მოიაროს, - ამბობდა დიზაინერი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum