იცით თუ არა

რატომ გამოსახავდნენ ჯადოქრებს ცოცხზე ?

fun time

17:35

რატომ გამოსახავდნენ
ჯადოქრებს ცოცხზე?

14
დაკოპირებულია

მათ ზებუნებრივი უნარების მქონე არსებებად მიიჩნევდნენ, რომლებსაც  გარდაცვლილთა სულებთან და დემონებთან კავშირის დამყარება, განსაკუთრებულ რიტუალთა ცოდნა და ბუნების საიდუმლოებათა ამოხსნა შეეძლოთ. საუკუნეების მანძილზე შექმნილ  მითებსა და ლეგენდებში ცოცხი ჯადოქრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატრიბუტია.

 

რატომ გამოსახავდნენ ჯადოქრებს ცოცხზე?

ამ კითხვის პასუხი ისტორიულ წყაროებში უნდა ვეძიოთ. მითები ცოცხით მფრინავ კუდიანებზე წარმართული ცივილიზაციის დროიდან მოდის.

მაგალითად, აცტეკებს ჰყავდათ ნაყოფიერების და სექსუალური სიამოვნების მფარველი ქალღმერთი ტლაზოლტეოტლი, რომელსაც ინდიელები ყვითელკანიან, ცოცხიან ქალად გამოსახავდნენ. ქალღმერთი მომაკვდავი ადამიანების ხორციელ ცოდვებს საკუთარ თავზე იღებდა, ამიტომ მას ხშირად გამოსახავდნენ, როგორც ჭუჭყის გამტანს.

მე-17 საუკუნის შოტლანდიაში, ჯადოქრების ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ვინმე იზაბელ გოუდიმ აღიარა, რომ სანამ მის ქმარს მშვიდად ეძინა, ის სოფლის გარშემო ცოცხით დაფრინავდა.

***

სხვადასხვა ერის ფოლკლორში ცოცხი ხშირად კვალის წამშლელ იარაღთან ასოცირდება. შესაბამისად, ჯადოქარს ცოცხლის დახმარებით კვალის წაშლა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარება შეეძლო, თუმცა არსებობს მეორე ვარიანტი, სადაც ცოცხი ჯადოქრის უკან კი არა წინაა მოქცეული და მასზე ანთებული სანთელია დამაგრებული. ეს ვარიანტი ღამით მფრინავი ჯადოქრისთვის გზის გასანათებლად შექმნილა.

***

ცოცხი, როგორც სიმბოლო, წარმართულ რწმენებსა და რიტუალებში დაიბადა. ძველად მას განწმენდისა და ბოროტი სულებისგან დაცვისთვის იყენებდნენ. ის ჯადოსნურ ინსტრუმენტად ითვლებოდა, რომელსაც ბოროტების განდევნა და წარმატებების მოტანა შეეძლო.

როდესაც ქრისტიანობა დომინანტურ რელიგიად იქცა და წარმართული რიტუალები აიკრძალა, მრავალი სიმბოლო, მათ შორის ცოცხი, ჯადოქრობასა და შავ მაგიას დაუკავშირეს.

***

იმას, რომ ხალხის წარმოდგენაში ჯადოქრებს ცოცხით ფრენა შეეძლოთ, რამდენიმე ახსნა ჰქონდა: ჯერ ერთი, ცოცხი ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო ნივთი იყო, რომელიც განწმენდასთან და დაცვასთან ასოცირდებოდა. შესაბამისად, ცოცხით ფრენის იდეა შეიძლება დაკავშირებული იყო ბოროტების განდევნისა და თავის დაცვის უნართან.

ცოცხზე ჯადოქრის გამოსახვა რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის ხელოვნებაში პოპულარული მოტივი გახდა. მხატვრები ამ სიმბოლიკას ჯადოქრების მისტიკური და იდუმალი არსის გადმოსაცემად იყენებდნენ. ხელოვნების ისეთმა ნიმუშმა, როგორიცაა პიტერ ბრეიგელის (უფროსის) „შეშლილი გრეტა“, ეს წარმოდგენა კოლექტიური ცნობიერებაში უფრო გაამყარა.

პიტერ ბრეიგელის (უფროსის) „შეშლილი გრეტა“, 1525-1530 წწ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ჯადოქრობა რუმინეთში ოფიციალური პროფესიაა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარ...

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? -...

ფილმი „ბობი“