იცით თუ არა

ჯადოქრობა რუმინეთში ოფიციალური პროფესიაა

fun time

14:00 ხუთ. 3 ნოემბერი, 2022 წელი

პროფესია ჯადოქარი

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ რუმინეთში ჯადოქრობა და მაგია ოფიციალური პროფესიების რეესტრშია შეტანილი, რადგან გრაფი დრაკულას სამშობლოში მაგიას ყოველთვის სერიოზულად აღიქვამდნენ.

თუმცა, რუმინეთის ყოფილ დიქტატორს ნიკოლაე ჩაუშესკუს ავი სულების ისე ეშინოდა, რომ მაგია და ჯადოქრობა კანონგარეშე საქმიანობად გამოაცხადა.

ასე იყო რუმინეთში სოციალიზმის დამხობამდე, ამჟამად კი მაგებსა და ჯადოქრებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დახმარებისთვისაც კი მიმართავენ.

მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომავალი პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს ტანსაცმელში, ავი სულების დასაფრთხობად, მეწამული ფერი დომინირებდა. ხმის მიცემის პროცედურაზე კი მომავალი პრეზიდენტი პარაფსიქოლოგის თანხლებით მიბრძანდა.

2011 წლის 1-ელი იანვრიდან რუმინეთში მაგიისა და მეტაფიზიკის სფეროში დასაქმებული ჯადოქრები, მკითხავები, პარაფსიქოლოგები და მედიუმები ინდმეწარმეებად არიან დარეგისტრირებული და 16%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდიან.

კანონი მათ სალარო აპარატის ქონას და, ჯადოსთან ერთად, ქვითრის გაცემას ავალდებულებს. ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, გადასახადების გადახდა თავისთავად იგულისხმება.

***

ადამიანების განკურნება ცალმხრივი სიყვარულისგან, დაავადებების განკურნება, წყევლის მოხსნა, დიდებისა და სიმდიდრის მოტანა, მომავლის წინასწარმეტყველება... არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც Vrăjitoare-ს (ჯადოქრები) არ შეუძლიათ რუმინეთში.

რუმინეთი და ჯადოქრობა დიდი ხნის ამბავია. საუკუნეების წინ - მაშინ როცა დასავლეთ ევროპაში თანამედროვე მედიცინა უკვე ვითარდებოდა, რუმინულენოვან ტერიტორიებზე მოსახლეობა ჯერ კიდევ დიდწილად იყო დამოკიდებული სოფლის მკურნალებსა და მცენარეებზე. ჯადოქრები კურნავდნენ დაავადებებს, ეხმარებოდნენ ადამიანებს ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების პოზიტიურისა თუ უარყოფითის გადალახვაში...

***

სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენი გატეხილი გულის გამთელება მოახერხეს რუმინელმა ჯადოქრებმა ან პირიქით, რამდენ ოჯახს გამოუყვანეს წირვა, არ არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ჯადოქრობა ერთ-ერთი საპატიო და კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა.

წყარო: www.escapistmagazine.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები