იცით თუ არა

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

fun time

13:54 სამ. 8 ოქტომბერი, 2024 წელი

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

14
დაკოპირებულია

ლეღვი თუთისებრთა ოჯახის, ფიკუსის გვარის მცენარეა, თუმცა ნამდვილი ვეგანები ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტების მსგავსად, არც მას მიირთმევენ. და აი, რატომ:

საქმე ის არის, რომ თავისი არსით, ეს მცენარე ამობრუნებული ყვავილია და მისი დამტვერვა ჩვეულებრივი გზით არ ხერხდება, ამიტომ ლეღვის ნაყოფში ერთ-ერთი სახეობის კრაზანა ძვრება და იქ კვერცხებს დებს. ეს მცენარისა და მწერის „ორმხრივი თანამშრომლობის“ მშვენიერი მაგალითია, რადგან ლეღვს კრაზანას დახმარების გარეშე გამრავლება არ შეუძლია და ვერც კრაზანა მრავლდება ლეღვის გარეშე...

***

ალბათ იცით, რომ ლეღვი ატმის ან ალუბლის ხის მსგავსი ყვავილებით არ ყვავის. ყვავილობის დროს ხეზე ერთგვარი „კოლბები“ წარმოიქმნება, პატარა ხვრელებით.

ამ „კოლბებში“ მცენარის მტვერია, თანაც ზოგში მამრობითი სქესის, ზოგში მდედრობითის. მამრობითი სქესის „კოლბებში“ დედალი კრაზანები კვერცხების დასადებად შედიან. ამ კვერცხებიდან იჩეკებიან უფრთო მამრები და ფრთიანი მდედრები, რომლებიც სხვა „კოლბებს“ ანაყოფიერებენ და ასე დაუსრულებლად.

ზოგჯერ მდედრი კრაზანები შეცდომით მდედრობითი სქესის „კოლბაში“ ხვდებიან, საიდანაც გამოსვლას ვერ ახერხებენ და სამუდამოდ მასში რჩებიან.

ლეღვის ნაყოფი კრაზანას პაწაწინა სხეულს სპეციალური ფერმენტის დახმარებით შლის და გარეთ გამოაქვს. სწორედ ამის გამო ვეგანები ლეღვს ხორცის მჭამელ მცენარედ მიიჩნევენ და არ მიირთმევენ.

ესეც საინტერესოა:

ასუქებს თუ არა ლეღვი?

ლეღვის ჩირის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები