სილამაზე/ჯანმრთელობა

ასუქებს თუ არა ლეღვი?

fun time

22:00 კვი. 6 ნოემბერი, 2022 წელი

ასუქებს თუ არა ლეღვი

14
დაკოპირებულია

ლეღვი თუთისებრთა ოჯახის (Moraceac) ფიკუსის გვარის (Ficus)  კარიკას სახეობას (Caricas) ეკუთვნის. ის ივლისის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში მწიფდება, მაგრამ შეგიძლიათ ჩირის სახით მთელი წლის განმავლობაში მიირთვათ.

ლეღვის შემადგენლობა

ლეღვი უამრავ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინს და მინერალს შეიცავს. მათ შორის ერთი ახალი ლეღვი (50 გრ) შეიცავს:

  • ცილა - 0,3 გ,
  • ცხიმი - 0,1 გ,
  • ნახშირწყლები - 9,6 გ,
  • ბოჭკოვანი - 1,4 გ.

ლეღვი კალორია

ლეღვი საკმაოდ დაბალკალორიული ხილია - 1 ცალ ლეღვში (50 გრ) 37 კილოკალორია.

ასე რომ, ცოცხალი ლეღვი არ ასუქებს (ზომიერების ფარგლებში) და ძალიან სასარგებლოა წონაში დაკლების მსურველთათვის. ის აფერხებს შაქრის ცხიმად გადაქცევის პროცესს.

ლეღვის სასარგებლო თვისებები

  • ლეღვი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის მუშაობას და შეუძლია სისხლში შაქრის დონის რეგულირება.
  • ლეღვი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ეხმარება და ნაწლავებში არსებულ ჯანსაღ ბაქტერიებს კვებავს.
  • ექსპერიმენტმა, რომელშიც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე 150 ადამიანი მონაწილეობდა, დაადასტურა, დღეში ორჯერ ლეღვის ჩირის მიღება სიმპტომებს (ტკივილი, შებერილობა, საჭმლის მონელების პრობლემები) საგრძნობლად ამცირებდა.
  • აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობს.
  • ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. ეს კი დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობაზე და გულის დაავადებების რისკს ამცირებს.
  • ხელს უწყობს ღვიძლის მოქმედებას.
  • სასარგებლოა გაციებისა და ანგინის დროს.
  • აქვს სისხლძარღვების გაფართოების უნარი, ხელს უწყობს თრომბების დაშლას.
  • ყველა სიკეთესთან ერთად, ლეღვს ნაბახუსევის შემსუბუქების უნარიც აქვს!

ლეღვის უარყოფითი თვისებები

  • ლეღვის ჭამის დროს ეცადეთ ზომიერება დაიცვათ, რადგან თუ ბევრს მიირთმევთ, შეიძლება დიარეამ, მეტეორიზმმა და სხვა უსიამოვნო სიმპტომებმა შეგაწუხოთ.
  • ლეღვი ძალიან მდიდარია K ვიტამინით, რომელსაც შეუძლია სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მუშაობას ხელი შეუშალოს და მათი ეფექტურობა შეამციროს.
  • ლეღვის ხეები შეიცავს ბუნებრივ ლატექსს, რომელზედაც ბევრს ალერგია აქვს.

ლეღვის ფოთოლი

ლეღვის ფოთოლს კულინარიაში, ყურძნის ფოთლების მსგავსად, ხშირად იყენებენ ბრინჯისა და ხორცის კერძების შესაფუთად.

ლეღვის ფოთლების ჩაი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან შეიძინოთ სპეციალიზებულ მაღაზიებსა ან აფთიაქებში.

ლეღვის ჩირის სასარგებლო თვისებები

ლეღვის ჩირი მდიდარია შაქრით და კალორიით, ამიტომ ზომიერად უნდა მიირთვათ.

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ლეღვის ჩირი უფრო ეფექტური დამხმარეა, ვიდრე ნედლი ხილი.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ლეღვის ჩირის კალორიულობა 100 გრამზე 257-ს აღწევს!

ლეღვის ჩირი დიდხანს ინახება. მისი ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ნაყოფი მკვრივი იყოს და, რა თქმა უნდა, ობის გარეშე. მისი შენახვა შესაძლებელია გრილ, ბნელ ადგილას ან მაცივარში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი