იცით თუ არა

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

fun time

15:03 ორშ. 11 ნოემბერი, 2024 წელი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

14
დაკოპირებულია

ორკი (Orcus) სიკვდილის ღვთაებაა რომაულ მითოლოგიაში. თავდაპირველად, ის ეტრუსკების ქვესკნელის ღვთაებათა შორის ერთ-ერთი იყო და მის დანიშნულება ადამიანთა სულების ქვესკნელში ჩაყვანა გახლდათ.  მოგვიანებით ორკუსი ქვესკნელის მეფე გახდა და ბერძნული მითოსის ჰადესს დაემსგავსა. დღეს ის მიწისქვეშა სამყაროს სინონიმია. 

 

ორკი (Orcus) სიკვდილის ღვთაებაა რომაულ მითოლოგიაში. თავდაპირველად, ის ეტრუსკების ქვესკნელის ღვთაებათა შორის ერთ-ერთი იყო და მის დანიშნულება ადამიანთა სულების ქვესკნელში ჩაყვანა გახლდათ.

მოგვიანებით ორკი ქვესკნელის მეფე გახდა და დღეს ორკი, ისევე როგორც ბერძნული ჰადესი, მიწისქვეშა სამყაროს სინონიმია.

ეტრუსკების დროიდან მოყოლებული, ორკუსს ასახავდნენ, როგორც სასტიკ და დაუნდობელ მეომარს, სიკვდილის ფრთოსან დემონს, რომელსაც ადამიანთა სულები იმქვეყნიურ სამყაროში მიჰყავს.

***

გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიასა და ფოლკლორში ორკი ადამიანის მსგავსი ზებუნებრივი არსებაა.

***

რაც შეეხება ჩვენს დროს, სიტყვა „ორკი“ პირველად მწერალმა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა გამოიყენა თავის ნაწარმებში „შუახმელეთი“, სადაც „ორკი“ იყო გობლინის სინონიმი.

ტოლკინის ნამუშევრებში ორკები იყვნენ ბოროტი არსებები, რომლებიც ემორჩილებოდნენ შავ მბრძანებელს და შეადგენდნენ მისი ლაშქრის უდიდეს ნაწილს.

შავმა ბრძანებელმა — მორგოთმა — ორკები ყველაზე საშიში და ბოროტი ცხოველებისა და ნაწამები ელფებისგან შექმნა, თუმცა მათი შექმნისას დაუშვა სერიოზული შეცდომა: ორკების შექმნის დროს სინათლე არ არსებობდა, ხეების სინათლე კი მხოლოდ ამანს ანათებდა, მზის შექმნის შემდეგ კი სინათლემ შუახმელეთიც მოიცვა, რამაც სინათლეს მიუჩვეველ ორკებს შუახმელეთში დღისით თარეშის საშუალება მოუსპო.

შემდგომში ორკების ეს ნაკლი გამოასწორა სარუმანმა, ისტარების ორდენის ლიდერმა, რომელიც შუახმელეთში მივიდა მესამე ეპოქაში. სარუმანმა ორკებისგან გამოიყვანა ადამიანების მსგავსი ურუკ-ჰაის რასა, რომელსაც მზის სინათლის არ ეშინოდა.

ესეც დაგაინტერესებთ:

6 ფილმი უდიდესი მწერლების ცხოვრებაზე

25-ე კადრი და მისი გავლენა ქვეცნობიერზე - მითია თუ რეალობა?

უექოო კამერა - ადგილი, სადაც საკუთარი ძვლების ხმაც კი გესმით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული...

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

ვინ იყო ცელსიუსი?

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში