იცით თუ არა

25-ე კადრი და მისი გავლენა ქვეცნობიერზე - მითია თუ რეალობა?

fun time

14:00 ორშ. 27 ივნისი, 2022 წელი

25-ე კადრი - მითი თუ რეალობა?

14
დაკოპირებულია

25-ე კადრის ცნება ალბათ გსმენიათ.  ჩვეულებრივ ადამიანი წამში 24 კადრს აღიქვამს. დანარჩენი ინფორმაცია ცნობიერების საზღვრებს ვერ აღწევს. ყვითელი პრესა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არსებობს ერთგვარი ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოჩანაწერში 25-ე კადრის ჩასმის საშუალებას იძლევა. ის შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი რჩება, არაცნობიერად მუშავდება და შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ადამიანის გადაწყვეტილებაზე. რამდენად რეალურია ამის გაკეთება?

 

ყველაფერი 1957 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა მარკეტოლოგმა ჯეიმს ვაიკერიმ (James Vicary) საკუთარი ექსპერიმენტის შესახებ განაცხადა.

როგორც ვაიკერი ამბობდა, ექსპერიმენტის დროს რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთ-ერთი კინოთეატრის მაყურებელს სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით „25-ე კადრის“ საშუალებით გაზიანი სასმელისა და პოპკორნის რეკლამას უჩვენებდნენ. ვაიკერის თქმით, ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს გაზიანი სასმელისა და პოპკორნის გაყიდვა 10%-იდან 50%-მდე გაიზარდა!

სიახლე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და „25-ე კადრის შემქმნელმა“ დიდი ფულის შოვნა მოახერხა.

ფოტოზე: ჯეიმს ვაიკერი (James Vicary)

მალე 25-ე კადრის შესწავლას ხელი მეცნიერებმა და პროფესიონალებმა მოჰკიდეს. დადგინდა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ადამიანის თვალი წამში მხოლოდ 24 კადრს არჩევს, მცდარია. კადრების გარჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სიმკვეთრისაა კადრი და რა სიჩქარით მოძრაობენ ობიექტები ეკრანზე. ასე რომ, ზოგჯერ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს 25-ეც და 26-ე კადრიც კი და ზოგჯერ, 20-ზე მეტიც ვერა.

1962 წელს „25-ე კადრის“ მეთოდის ავტორმა ჯეიმს ვაიკერიმ თავად აღიარა, რომ ექსპერიმენტის შედეგები გააყალბა და ეს, უბრალოდ, მარკეტინგული ხრიკი, ვირუსული რეკლამა იყო.

90-იანი წლების ყვითელმა პრესამ 25-ე კადრთან დაკავშირებული ამბავი „გააცოცხლა“ და დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლებელია “ფარული შეტყობინების” კეთილი მიზნებისთვის გამოყენება, მაგალითად, ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების განკურნება.

წყარო: www.bbc.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული