იცით თუ არა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

fun time

16:13 კვი. 19 იანვარი

ვინ იყო ცელსიუსი?

14
დაკოპირებულია

მის გვარს ყოველთვის ვახსენებთ, როდესაც ამინდზე ან სხეულის ტემპერატურაზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ანდერს ცელსიუსის შესახებ სკოლაშიც კი არ ასწავლიან.

 

მომავალი გენიოსი 1701 წელს, შვედეთის ქალაქ უფსალეში, პროფესორის ოჯახში დაიბადა. ცელსიუსის გვარს არაერთი ნიჭიერი ადამიანი ჰყავდა — მათ შორის იყვნენ შვედეთში ცნობილი მათემატიკოსები, ასტრონომები, თეოლოგები, მსახიობები და პოეტებიც კი.

შვედეთში უძველესი უფსალის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რომელიც მე-15 საუკუნეში დაარსდა, ანდერსი სამუშაოდ ამავე უნივერსიტეტში დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე მათემატიკისა და ასტრონომიის პროფესორად მოღვაწეობდა.

რა აღმოაჩინა ცელსიუსმა?

როდესაც პოლარული ციალის ფენომენის სწავლობდა, ცელსიუსმა შენიშნა, რომ ციალის დროს კომპასის ისრები გადახრას იწყებენ. რაც უფრო ძლიერია ციალი, ისარი მით უფრო მეტად იხრება. ცელსიუსი პირველი ადამიანი იყო, ვინც ივარაუდა, რომ პოლარული ციალის ეფექტი მაგნიტიზმს უკავშირდება. მოგვიანებით, ფიზიკოსებმა მისი ვარაუდი დაადასტურეს.

დედამიწა სფერო კი არა, ელიფსოიდია

პირველად ისააკ ნიუტონმა თქვა, რომ დედამიწა სფერო კი არა, ელიფსოიდია, მაგრამ ცელსიუსმა ამ მნიშვნელოვანი ჰიპოთეზის დადასტურება შეძლო.

ცელსიუსმა დიდხანს იმოგზაურა, რათა ნიუტონის იდეის დადასტურება ან უარყოფა მოეხდინა. ის დედამიწის მერიდიანებსა და გრძედებს ზომავდა და საბოლოოდ, ნიუტონის ჰიპოთეზა დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პლანეტა პოლუსებთან ბრტყელია.

პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ აღმოჩენამ მოუტანა ცელსიუსს სიცოცხლეში პოპულარობა - შვედურმა ელიტამ ის გმირად შერაცხა, მთავრობამ კი ახალი ობსერვატორიისთვის ფული გამოუყო, მაგრამ მისი მთავარი აღმოჩენები - ტემპერატურული სკალა და პოლარული ციალი მოგვიანებით აღიარეს.

ცელსიუსის ტემპერატურა

ცელსიუსმა სამეცნიერო საზოგადოებას ტემპერატურის მიხედვით წყლის მდგომარეობის ცვლილებაზე სკალის აგება შესთავაზა. იდეა იმდენად მარტივი და გასაგები იყო, რომ ყველას მოეწონა და სწრაფად განახორციელეს.

თავდაპირველად, ცელსიუსის სკალა უკუღმა შეიქმნა — ცელსიუსმა მასში წყლის დუღილის ტემპერატურად ნული გრადუსი მიიჩნია, ხოლო დნობის ტემპერატურად ასი გრადუსი, თუმცა სკალის ეს ფორმა მოუხერხებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით მეორე შვედმა მეცნიერმა - ბიოლოგმა კარლ ლინემ თერმომეტრი „ამოაბრუნა“ და ისეთი გახადა, როგორიც დღესაა.

სხვათა შორის, ეს ის კარლ ლინეა, რომელმაც მცენარეთა და ცხოველთა უნივერსალური კლასიფიკაციური სისტემა შექმნა. კარლ ლინე თავის სათბურებში ცელსიუსის თერმომეტრებს იყენებდა.

ცელსიუსი 42 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რომელიც ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა.

დაბოლოს, ანდერს ცელსიუსის სახელს არა მარტო ტემპერატურის სკალა, არამედ ასტეროიდი 4169 ატარებს.

ესეც დაგაინტერესებთ:

კოლუმბს ამერიკის აღმოჩენის სანაცვლოდ არაფერი მიუღია

ვინ იყო ქართველი ექიმი, ვინც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა!

პირველი ექიმი ქალი, რომელიც მსოფლიოს 46 წელი ატყუებდა!

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი