იცით თუ არა

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყურადსაღები პროგნოზები

fun time

18:26 სამ. 14 იანვარი

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

14
დაკოპირებულია

უკვე 30 წელიწადია, დედამიწაზე წყლის დონე წელიწადში საშუალოდ 3.4 მმ-ით იზრდება, თუმცა მაიამის უნივერსიტეტისა და NOAA-ს მეცნიერებმა (აშშ ფედერალური სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია დედამიწის გარემოში ცვლილებების მონიტორინგსა და პროგნოზირებაზე) კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია აღმოაჩინეს — ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის დინება საგრძნობლად აჩქარდა. 

კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთის ზედაპირული დინებები 20%-ით უფრო სწრაფი გახდა, ხოლო პოლუსისკენ მიმართული დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 60%-ით, სამხრეთ ნახევარსფეროში კი 20%-ით აჩქარდა.

ცვლილებები ატმოსფერული ქარების გაძლიერებას უკავშირდება, რომლებიც ოკეანის ზედაპირული დინების აჩქარებას და გაძლიერებას იწვევს.

რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი მოვლენა კლიმატზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ფრანც ფილიპ ტუჩენის მკვლევართა ჯგუფი გვაფრთხილებს, რომ ასეთმა ძვრებმა შეიძლება ელ-ნინიოსა და ლა ნინიას (La Niña, El Niño) კლიმატური მოვლენების სიხშირეზე და ინტენსივობაზე გავლენა მოახდინოს, რაც მთელ მსოფლიოში ექსტრემალურ ამინდს იწვევს.

ამ პროცესებში მთავარ როლს ეკვატორული თერმოკლინი ანუ ოკეანის თხელი ფენა ასრულებს, სადაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თერმოკლინის გაძლიერებამ შეიძლება წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ელ-ნინიოს მოვლენების გახშირება გამოიწვიოს, ჩვეული კლიმატის მოდელები შეცვალოს და მრავალი ქვეყნის ეკოსისტემებსა და ეკონომიკაზე იმოქმედოს.

მონაცემების ანალიზისა და ოკეანის დინებათა ცვლილებების რუკის შესადგენად მკვლევრებმა თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს. ამ აღმოჩენამ არა მხოლოდ ნათელი მოჰფინა მიმდინარე კლიმატის ცვლილებებს, არამედ მომავალი ანომალიების უფრო ზუსტი პროგნოზების შემუშავებასაც ეხმარება.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილების საკითხებში უმოქმედობა სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს. ეკონომისტების გათვლით, თუ გადაუდებელი ზომები არ იქნება მიღებული, კლიმატის კრიზისთან გამკლავების ღირებულება შეიძლება ოთხჯერ გაიზარდოს.

წყნარი ოკეანის დინების აჩქარება კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია, რომელიც კაცობრიობისგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები?

9 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ეკოლოგიისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს

წყარო: ahrefs.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?