იცით თუ არა

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული კატასტროფის ადგილებში?

fun time

16:00 ოთხ. 22 იანვარი, 2025 წელი

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

14
დაკოპირებულია

1986 წელს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ატომური ავარიის შემდეგ, ელექტროსადგურის გარშემო უზარმაზარი ტერიტორიები რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურდა. 1994 წელს, ჩერნობილის გაუცხოების ზონაში დაიწყო პროექტი დროებითი სახელწოდებით „მზესუმზირა“. პროექტი რეაქტორის სახლოვეს მზესუმზირას უზარმაზარი ყანები დათესეს, მაგრამ რატომ?

როგორც ცნობილია, კატასტროფის შემდეგ, ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორი ფოლადის სარკოფაგის ქვეშ დაილუქა. 1986 წლიდან მოყოლებული, ის თავის ფუნქციებს ასრულებს და რადიოაქტიური საწვავის დაახლოებით 95% ინახავს. ავარიის შედეგად, სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან 5 000 000 ჰექტარი მიწა ამოიღეს, ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრიანი „გაუცხოების ზონა“ შექმნეს.

ჩერნობილის „მზესუმზირების ექსპერიმენტი“

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1994 წელს ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ამოქმედდა პროექტი „მზესუმზირა“. ამერიკული კომპანია Phytotech-ის სპეციალისტთა ჯგუფმა დახურული ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში, 75 მ2 მიწის ნაკვეთზე მზესუმზირები დათესა.

როდესაც მზესუმზირა გაიზარდა, მკვლევრებმა მცენარეში დაგროვილი რადიოაქტიური ნივთიერებების რაოდენობა გაზომეს. შედეგებმა აჩვენა, რომ მზესუმზირას ფესვებში ცეზიუმი დაგროვდა, ხოლო ღეროებში - სტრონციუმი. საბოლოოდ, მზესუმზირას ყანებმა ექსპერიმენტისთვის შერჩეული მიწის ნაკვეთს რადიონუკლიდების დაახლოებით 95% მოაცილა.

რა თქმა უნდა, დაბინძურებული მზესუმზირა რადიოაქტიური ნარჩენების სახით გადაამუშავეს.

ორი წლის შემდეგ ექსპერიმენტი უფრო დიდ ფართობზე განმეორდა. ექსპერიმენტის ავტორებმა დაასკვნეს, რომ მზესუმზირას შეუძლია რამდენიმე კვირაში მნიშვნელოვნად შეამციროს ნიადაგში რადიოაქტიური იზოტოპების - ცეზიუმის და სტრონციუმის შემადგენლობა.

როგორ აგროვებს მზესუმზირა რადიაციას

როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა, რადიაციის დონე იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღესაა, ამიტომ მცენარეებმა არახელსაყრელ პირობებთან შეგუება და გადარჩენა ისწავლეს. ფლორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს უნარი თანდათან დაკარგა, მზესუმზირამ კი დღემდე შეინარჩუნა სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს, შთანთქას ტოქსიკური და თუნდაც რადიოაქტიური ნივთიერებები.

მზესუმზირას ძალიან დიდი რაოდენობით შეუძლია ისეთი ტოქსიკური ნივთიერების შთანთქმა, როგორიცაა რადიონუკლიდები Cesium-137 და Strontium-90, რომლებიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო, დაბინძურებულ ადგილებში აღმოაჩინეს. ამ თვისების გამო მზესუმზირა ჰიპერაკუმულატორი მცენარეების კატეგორიაში შეიტანეს.

რადიოაქტიური ნუკლიდების შთანთქმის შემდეგ ბევრი მცენარე მოწამვლისგან იღუპება, მაგრამ არა მზესუმზირა - მას შეუძლია ზრდა მაშინაც კი გააგრძელოს, როდესაც ტოქსიკური ნივთიერებები მის ფესვებსა და ღეროებში ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ იზოტოპს შეუძლია საკვები ნივთიერებების იმიტირება, რომლებსაც მზესუმზირა ნიადაგიდან შთანთქავს. მაგალითად, ცეზიუმი კალიუმს ბაძავს, რომელიც ფოტოსინთეზისთვისაა საჭირო, ხოლო სტრონციუმი - კალციუმს, რომელიც მცენარეებს ზრდაში ეხმარება.

რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ მზესუმზირას პიროლიზის დახმარებით ანადგურებენ. ესაა ორგანული ნივთიერებების ჰაერის გარეშე, თერმული დაშლა. როგორც წესი, რადიოაქტიური მზესუმზირა პიროლიზის შედეგად შუშის მსგავს ნივთიერებად გადაიქცევა, რომელსაც შემდეგ მიწაში მარხავენ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ფაქტები ბირთვული იარაღის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით

კიშტიმის აფეთქება - „პირველი ჩერნობილი“ სსრკ-ში

ფუკუსიმის უკანასკნელი მკვიდრი - ის რადიაციულ ზონაში მიტოვებულ ცხოველებზე საზრუნავად დაბრუნდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები