იცით თუ არა

ფაქტები ბირთვული იარაღის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით

fun time

13:14 ორშ. 28 აგვისტო, 2023 წელი

ჰიროსიმა, 1946 წელი

14
დაკოპირებულია

ბირთვული იარაღის გამოჩენის დღიდან, ატომური ომის თემაზე უამრავი სამეცნიერო ფანტასტიკური და პოსტაპოკალიფსური ფილმი, წიგნი და კომპიუტერული თამაში შეიქმნა. თუმცა ბევრმა არ იცის ეს ნაკლებად ცნობილი ფაქტები კაცობრიობის ამ საშინელი გამოგონების შესახებ, რომელსაც პლანეტის განადგურება შეუძლია👇

ბირთვული იარაღი ორჯერ გამოიყენეს

თუ ცდებს არ ჩავთვლით, ბირთვული იარაღი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს მე-2 მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს მიერ იაპონიის წინააღმდეგ.

ამას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი განხილვა სამხედრო, პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებში. მას შემდეგ, რაც სამხედროებმა წარმოადგინეს არგუმენტები, რომ ომის დამთავრებას კიდევ მინიმუმ 2 წელი დასჭირდებოდა და მსხვერპლი კი ორივე მხრიდან მილიონებს მიაღწევდა, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მიიღო გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.


1945 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ჰიროსიმის თავზე ბომბდამშენმა ბ-29-მ ჩამოაგდო ატომური ბომბი.
1945 წლის 9 აგვისტოს დაიბომბა ქალაქი ნაგასაკი.
ორი აფეთქების სიმძლავრემ, ჯამში, 25 კილოტონა შეადგინა.
ამის შემდეგ იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ კაპიტულაციას მოაწერა ხელი.

ყველაზე მძლავრი -, 58,6 მეგატონის სიმძლავრის აფეთქება მოახდინა რუსეთმა 1961 წლის 30 ოქტომბერს.

ოფიციალური ვერსიით, ეს იყო ბომბი, რომელიც ჩამოაგდო ტუ 95-მა, კუნძულ "ახალი მიწის" პოლიგონზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს იყო არა ბომბი, არამედ დაახლოებით სამსართულიანი სახლის სიმაღლის დანადგარი 👇

მისი აფეთქებით გამოწვეულმა დარტყმითმა ტალღამ, დედამიწას 3-ჯერ შემოუარა. მისი აფეთქება დაარეგისტრირა დედამიწის ყველა სპეციალიზებულმა სენსორმა. ასევე სეისმურმა სენსორებმა.

ცნობისათვის, აფეთქების სიმძლავრეებია:

                • 1 კილოტონა - ძალიან მცირე სიმძლავრე
                • 1-10 კტ - მცირე სიმძლავრე
                • 10-100 კტ - საშუალო სიმძლავრე
                • 100 კტ - 1 მგტ (მეგატონა) - დიდი სიმძლავრე
                • 1 მგტ-ზე მეტი - ზემძლავრი

ატომურ ბომბზე 2 000-ზე მეტი ცდა ჩატარდა

ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ ატომური ბომბის 2 000-ზე მეტი აფეთქება მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ ენახათ, როგორ მუშაობს ბომბი და რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია. ბევრი გარემოს დამცველი ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამან გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ატომური ბომბის გამოყენების ბრძანებას მხოლოდ პრეზიდენტი გასცემს

მაშინაც, თუ ქვეყანა ომშია და სამხედრო ხელმძღვანელობას ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებლად მიაჩნია, გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია.

ბირთვული იარაღისგან თავდაცვა

აუცილებელი არ არის, რომ სამიზნისკენ მიმართული რაკეტა ბირთვული ქობინით მიზანს მოხვდეს. ამას შეიძლება ხელი თავდაცვის სისტემებმა შეუშალოს, რომლებიც შეერთებულ შტატებს, რუსეთის, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და საფრანგეთს გააჩნია. ასეთ სისტემებს მთელი კონტინენტის დაცვა შეუძლიათ.

ახალი „გამყინვარების ხანა“

ჯერ კიდევ 1983 წელს მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ბირთვული ომის შემთხვევაში შდეგი იქნება 1,150,000,000 დაღუპული და 1,100,000,000 დაჭრილი. ზოგადად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ ომის პირდაპირი მსხვერპლი გახდება.

1500 კმ 4 წუთში

ბირთვული იარაღი 1500 კილომეტრით დაშორებულ მიზანს 4 წუთში მიაღწევს. ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში დედამიწა საცხოვრებლად უვარგისი გახდება.

P.S. მთავარ ფოტოზე ჰიროსიმა, 1946 წელი.

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ ჩააქრო სსრკ-მ ბირთვული აფეთქებით ხანძარი, რომელიც სამი წელი მძვინვარებდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი