იცით თუ არა

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

fun time

16:26 შაბ. 9 ნოემბერი, 2024 წელი

სალაგანის ბუდე

14
დაკოპირებულია

ჩინურ სამზარეულოში შეგიძლიათ ნახოთ გველისა და კატის ხორცისგან მომზადებული კერძი, რომელსაც ქვია „დრაკონის ბრძოლა ვეფხვთან“, მოხარშული ზვიგენის ფარფლები, მატლების, ჭიანჭველების, თაგვების, ვირთხების, ლოკოკინებისა და ძაღლის ხორცისგან მომზადებული კერძები.  

უფრო მეტიც, ჩინეთში არა მხოლოდ ცხოველებს, არამედ მათ სახლებსაც მიირთმევენ. ამის მაგალითია სალანგანის ბუდე, რომელიც ბენგალის ყურისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროებზე ბინადრობს.

რა „საშენი მასალაა“ გამოყენებული სალანგანების ბუდეში?

სალანგანები ბუდეებს, ჩვენი მერცხლებისგან განსხვავებით, არა თიხისგან, არამედ წყალმცენარეებისა და ნერწყვისგან აგებენ, რასაც თევზის ქვირითს და პატარა ლიფსიტებსაც უმატებენ.

ფაქტობრივად, სალანგანის ბუდეები ზღვის პროდუქტებისგან შედგება, რომლებიც დიდი რაოდენობით იოდს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას და ბევრ სხვა სასარგებლო მინერალს შეიცავენ.

ჩიტის ბუდის სარგებელი

სალანგანის ბუდეებს ადამიანის სხეულზე საოცრად ძლიერი კუმულაციური ეფექტი აქვთ და იმუნიტეტს აძლიერებენ.

ბუდე განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისა და ავადმყოფებისთვის.

ბუდეების რეგულარული მიღება ამცირებს სიმსივნის რისკს, კურნავს ასთმას, ქრონიკულ ხველას და ყელის დაავადებებს. სალანგანის ბუდე ძლიერი აფროდიზიაკია და აძლიერებს მამაკაცის პოტენციას.

სალანგანის ბუდეებს მარტო ჩინეთში არ მიირთმევენ. ბუდეებისგან მომზადებული წვნიანი პოპულარულია ინდოეთში, ინდონეზიასა და ინდოჩინეთშ

ჩიტის ბუდის წვნიანი ( 燕窝) ჩინეთში, ვიეტნამსა და მალაიზიაში დელიკატესად ითვლება. ის ლორწოს ჰგავს და ჟელეს მსგავსი კონსისტენცია აქვს. მზადდება წყლის აბაზანაში.ი, თუმცა მისი დაგემოვნება მხოლოდ დიდი ქალაქების ძვირად ღირებულ რესტორნებში შეიძლება.

ჩიტის ბუდის, როგორც საკვების ისტორია

ფრინველის ბუდეების საკვებად გამოყენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 618-907 წლებში დაუწყიათ. დღეისთვის ბუდეების ძირითადი მომხმარებლები არიან ჩინეთი, ტაივანი, სინგაპური და ჩრდილოეთ ამერიკა.

ინდონეზია მთავარი მიმწოდებელია, რომელიც მსოფლიოს ყოველწლიურად 250-300 ტონა ბუდით ამარაგებს.

1 კგ. სალანგანის ბუდის ფასი 3 000 დოლარს აღწევს.

ესეც დაგაინტერესებთ:

საკვების ნარჩენები, რომლებიც საჭმელად ვარგისია

რა ცხოველებს ჭამენ ადამიანები ცოცხლად

ნაბახუსევზე გამოსვლა - რა საკვები აქვთ ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე