საკნატუნო ამბები

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი, რომლებშიც ყველამ უნდა იმოგზაუროს

fun time

18:00 კვი. 12 მაისი

Burano, იტალია

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში ჯერ კიდევ მოიძებნება ისეთი ადგილები, რომელიც ტურისტების რუკაზე იშვიათად ხვდება. არადა ამ პატარა, ფერწერულ ქალაქებსა და სოფლებს სასწაული პეწი და ხიბლი აქვთ.

 

Giethoorn , ნიდერლანდები

აქ გზები საერთოდ არ არის, გადაადგილება მხოლოდ წყლის არხებით შეიძლება და ამიტომ, ნებისმიერ ტრანსპორტს სტუმრები ქალაქგარეთ ტოვებენ.

Vestmannaeyjar, ისლანდია

ეს დასახლება კუნძულზე მდებარეობს და ძალიან ჰგავს ლაბირინთს.

Annecy, საფრანგეთი

პატარა ალპური ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ციხესიმაგრე Palais de l’Isle-ა, რომელიც ქალაქის მთავარი არხის შუაშია აშენებული.

Burano, იტალია

ლეგენდა გვიამბობს, აქ სახლები ისეთ კაშკაშა ფერებად იყო შეღებილი, რომ მეთევზეებს მისი შორიდან დანახვა შეძლებოდათ.

Albarracín, ეპანეთი

ჩრდილოეთ ესპანეთის ამ განმარტოებულ ქალაქში თავს შუა საუკუნეებში იგრძნობთ.

Göreme, თურქეთი

საინტერესო დასახლებაა, სადაც საცხოვრებელი სახლები შერწყმულია ქვის უცნაურ წამონაქმნებთან.

Tenby, უელსი

ქალაქის სახელწოდება ასე ითარგმნება: თევზების პატარა სიმაგრე. ეს ძველი ციხე-ქალაქია, რომელიც თავისი ლამაზი ნავსადგურითაა განთქმული.

Portmagee, ირლანდია

ირლანდიის ამ ულამაზესი ქალაქიდან ხედი პირდაპირ ზღვაზე იშლება.

Colmar, საფრანგეთი

ულამაზეს კოლმარს პატარა ვენეციას უწოდებენ.

Garmisch-Partenkirchen, გერმანია

მიუნჰენიდან 80 წუთის სავალზე საუკეთესო სათხილამურო კურორტებია განთავსებული, რომლებიც გარს ერტყმის ამ ქალაქს.

Cochem, გერმანია

ქალაქი, რომელიც მდინარე მოზელის ხეობაში მდებარეობს, საუკეთესო გერმანულ ღვინოს აწარმოებს.

Gruyère, შვეიცარია

შვეიცარული ქალაქი განთქმულია როგორც თავისი ყველი “გრიუიერით”, ასევე ალპების უმშვენიერესი ხედებით.

Pucisca, ხორვატია

ამ თეთრქვებიან ნათელ ქალაქში ზღვის სუფთა სანაპიროები აღგაფრთოვანებთ.

Hallstatt, ავსტრია

ერთ-ერთი ყველაზე ფერწერული და ძველი ქალაქი ალპებშია შებუდებული.

Reine, ნორვეგია

აქ მოსახლეობის რაოდენობა 300-მდეა და ნორვეგიის ყველაზე ლამაზ სოფლად არის აღიარებული.

Manarola, იტალია

ზღაპრულად ლამაზი ქალაქი კლდეშია ჩაშენებული და პირდაპირ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

5 ქალაქი, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს

ქალაქი ერთი კორპუსით, სადაც 9 მლნ ადამიანი იცხოვრებს

მსოფლიოს ხუთი ქალაქი, სადაც ადამიანზე მეტი ვირთხა ბინადრობს

მსოფლიოს 6 ულამაზესი სოფელი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში