საკნატუნო ამბები

ქალაქი ერთი კორპუსით, სადაც 9 მლნ ადამიანი იცხოვრებს - საუდის არაბეთის პრინცი ჰორიზონტალურ ცათამბჯენს აშენებს!

fun time

18:00 სამ. 31 ოქტომბერი, 2023 წელი

ქალაქი ერთი სახლით -
საუდის არაბეთის პრინცი
ჰორიზონტალურ ცათამბჯენს
აშნებს!

14
დაკოპირებულია

ამ ცათამბჯენის მშენებლობა თავად საუდის არაბეთის პრინცმა მოიწონა. მშენებლობის დასრულების შემდეგ The Line არა მარტო მსოფლიოში ყველაზე დიდი, არამედ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა შენობა იქნება, სადაც 9 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს.

„ჰორიზონტალური ცათამბჯენი“, რომლის სიგრძე 170 კილომეტრია, სიგანე 200 მეტრი და სიმაღლე 500 მეტრია, ერთგვარი მეგაპოლისია. ის წითელი ზღვის სანაპიროზე, ტაბუკის ადმინისტრაციულ ერთეულში შენდება.

ინჟინრების გათვლით, სახლის დასრულებას დაახლოებით ორმოცდაათი წელი დასჭირდება.

არქიტექტორების ჩანაფიქრით, ეს იქნება „მრავალსართულიანი“ ქალაქი თავისი საავადმყოფოებით, აფთიაქებით, სკოლებითა და ოფისებით.

ცათამბჯენს 500 მეტრის სიმაღლის კედელს შემოავლებენ (შედარებისთვის, ემპაირ სტეიტ ბილდინგი, რომელიც 102 სართულიანია, სიმაღლეში 381 მეტრია).

აღსანიშნავია, რომ ქალაქი-სახლი ავტომობილებზე გათვლილი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში არც სამანქანო გზები იარსებებს. სამაგიეროდ, იქნება სტადიონი, ნავმისადგომი და ერთ-ერთ ქვედა დონეზე ჩქარი მატარებელი იმოძრავებს.

დიახ, არქიტექტორებს სურთ მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა სახლი ააშენონ ნულოვანი გამონაბოლქვით, რომელიც მზის და ქარის ენერგიაზე და წყალბადზე იმუშავებს. ზღვის წყალს მარილისგან გაწმენდენ და სასმელად გამოიყენებენ, ხოლო NaCl-ის ქიმიურ მრეწველობაში გაოიყენებენ.

პროექტით უკმაყოფილოებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ ორნიტოლოგები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ სარკისებრი კედლები უამრავი ფრინველის დაღუპვას გამოიწვევენ.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ საუდის არაბეთი ჯერ ვერ პოულობს უცხოელ ინვესტორებს, მათ გარეშე კი მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობის აგება ასეთი მდიდარი ქვეყნისთვისაც კი რთულია - პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 💲1 ტრილიონია!


აქვე ესეც საინტერესოა:

როგორი იყო დუბაი ნავთობის აღმოჩენამდე - ფოტოები შესადარებლად

როგორ ააშენა ჰიტლერმა გერმანიის ყველაზე გრძელი სახლი და ვინ ცხოვრობს დღეს აქ?

ადრე და ახლა - ადგილები, სადაც მსოფლიოში ცნობილი შენობები აშენდა

რატომ იმატა ჩინეთში ცარიელი ქალაქების რიცხვმა?

წყარო: www.designscene.net


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?