საკნატუნო ამბები

როგორ ააშენა ჰიტლერმა გერმანიის ყველაზე გრძელი სახლი და ვინ ცხოვრობს დღეს აქ?

fun time

16:58 სამ. 2 მაისი, 2023 წელი

გერმანიის ყველაზე გრძელი
სახლი

14
დაკოპირებულია

ბალტიის ზღვაში, კუნძულ ჰიდეენზის აღმოსავლეთით გერმანიის უდიდესი კუნძული მდებარეობს. კუნძულის შუაგულში ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ლამაზი ბინცის პლაჟია გაჭიმული. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე გერმანიის ფიურერმა და რაიხსკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა ამ ადგილზე მსოფლიოში ყველაზე დიდი კურორტის - „პრორას“ მშენებლობის ბრძანება გასცა. 

 

ფიურერის გეგმის თანახმად, გერმანელი მუშებისთვის აგებული კურორტის ცენტრალური კორპუსი პლაჟის გასწვრივ, 5 კმ-ზე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული და 10 000 ზღვის ხედიანი ნომერი უნდა ჰქონოდა. სანატორიუმში 20 000 ადამიანის შეკრებისთვის უზარმაზარი დარბაზის მშენებლობაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ გეგმაზე ბოლო წუთს უარი თქვეს.

კურორტის პროექტი 1937 წელს პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე წარადგინეს, სადაც პირველი ადგილი დაიმსახურა.

გერმანელი მუშების სანატორიუმი მომრგვალებული სანაპირო ზოლის გასწვრივ აშენდა. მუშებს განსაკუთრებული ფუფუნება არ სჭირდებოდათ, ამიტომ ოთახებში ტუალეტისა და აბაზანის დამონტაჟებაც კი არ იყო გათვალისწინებული (საერთო სარგებლობის სველი წერტილები ცალკე განათავსეს).

Kraft durch Freude-ის წევრებისთვის „პრორაში“ ერთკვირიანი დასვენების ფასი 80-მარკიანი ხელფასის პირობებში 20 მარკას შეადგენდა.

სანატორიუმმა პირველი დამსვენებლები მშენებლობის დასრულებამდე, 1940 წელს მიიღო. 1939 წლის 1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებას გერმანელი მუშების დასვენებისთვის ხელი არ შეუშლია, მაგრამ საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებისთანავე ბალტიის სანაპიროს კურორტი დაიხურა.

ომის დასრულების და გერმანიის დამარცხების შემდეგ სანატორიუმის ბლოკები საბჭოთა ჯარისკაცების ყაზარმებად გადაკეთდა.

მოგვიანებით, გერმანიის ყველაზე გრძელ შენობაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილები, სამხედრო სანატორიუმი, სკოლა და პიონერთა ბანაკიც კი განათავსეს.

გდრ-ის გაუქმების შემდეგ, გაერთიანებული გერმანიის მთავრობამ „პრორას“პრობლემა მარტივად გადაწყვიტა დ კერძო კომპანიებს ნაწილ-ნაწილ მიყიდა. „პრორამ“ კურორტის სტატუსი 2016 წელს დაიბრუნა.

დღეისთვის მის ტერიტორიაზე 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები მუშაობს, ტურისტულ კომპლექსში კი ბინების 95% გაყიდულია („პრორაში“ ბი­ნე­ბის ფა­სები 350 000 ევ­რო­დან 650 000 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს).

სუფთა ზღვა, ულამაზესი ფიჭვნარი და ქვიშიანი პლაჟები ამ ადგილზე უამრავ ტურისტს იზიდავს.

ესეც საინტერესოა:

ვინ არიან ადამიანები, ვინც 21-ე საუკუნეში ჰიტლერის პენსიას იღებენ?

მაგდა გებელსი - 6 შვილის მკვლელობა და თვითმკვლელობა ჰიტლერის მარცხის გამო

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება - ყოველ ლუკმაზე სიკვდილის მოლოდინი!

ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ვიდეოკადრები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა