5 ქალაქი, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს
14:00 ორშ. 8 მაისი, 2023 წელი
ამ ქალაქებში ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, დღეს კი ყველასგან მიტოვებულები და დავიწყებულები არიან - ზოგი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, ზოგი ეკონომიკურ კრიზისს ან სოციალურ ცვლილებებს. ჩვენ გიამბობთ მსოფლიოს 5 ქალაქზე, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს.
ჯორდან რივერი, კანადა
ზღვისპირა ქალაქში ცხოვრება მხოლოდ ზღვაში ნებივრობას, პლაჟზე გარუჯვას და გართობას არ ნიშნავს. ხშირი წყალდიდობების, ცუნამების, ეროზიებისა და მიწისძვრების გამო ზოგ ზღვისპირა ქალაქში ცხოვრება არც ისე ლამაზი და უსაფრთხოა. სწორედ ხშირი სტიქიური უბედურებების გამო ჯორდან რივერის მოსახლეობა იძულებული გახდა მშობლიური სახლები დაეტოვებინა, მაგრამ გამოჩნდა ერთი ადამიანი - ჰიუ პიტი, რომელიც საფრთხეს არ შეუშინდა და მშობლიურ ქალაქში დარჩა.
ვილა ეპეკუენი, არგენტინა
ტურისტული სოფელი ვილა ეპეკუენი 1920-იან წლებში ლაგო ეპეკუენის ტბის მახლობლად დარსდა. 1970-იან წლებში სოფელში, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რამდენიმე სასტუმრო, სპა-სალონი, მაღაზია და მუზეუმი მუშაობდა. 1985 წლის უხვმა ნალექმა ტბაში წყლის სწრაფი მატება გამოიწვია, რასაც წყალდიდობა და კაშხლის ნგრევა მოჰყვა. რამდენიმე წელიწადში ტბამ ქალაქი მთლიანად დაფარა.
25 წლის შემდეგ, ეპეკუენის ტბაში წყლის დონემ თანდaთან კლება დაიწყო. 2009 წელს ქალაქი ვილა ეპეკუენი წყლის ტყვეობისგან მთლიანად გათავისუფლდა, თუმცა ძველი აცხოვრებლებიდან მშობლიურ სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი პაბლო ნოვაკი დაბრუნდა, რომელიც დღეს 92 წლისაა და ქალაქის ერთადერთი მკვიდრია.
ტომიოკა, იაპონია
ნაოტო მაცუმურა ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის მეზობლად მდებარე „მოჩვენებათა ქალაქის“ ერთადერთი მკვიდრია. ატომური ელექტროსადგური 2011 წლის 11 მარტს, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად განადგურდა. რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების გამო, ფუკუსიმას მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მაგრამ ნაოტო მაცუმურა მშობლიურ ქალაქში დარჩა, სადაც ოდესღაც 16 000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის ერთადერთი მცხოვრები წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა, თუმცა წასვლას არ აპირებს.
მონოვი, ნებრასკა, აშშ
85 წლის ელსი ეილერი მონოვის ერთადერთი მცხოვრებია. 2004 წლამდე ის ქალაქში ქმართან ერთად ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარტო დარჩა. დღეს მონოვი აშშ-ის ერთადერთი რეგისტრირებული ადგილია, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს. ფაქტობრივად, ელსი ეილერი ქალაქის მერიცაა, მეეზოვეც, მზარეულიც და კლერკიც.
ლოსტ სპრინგსი, ვაიომინგი, აშშ
ქალაქს სახელი რკინიგზის თანამშრომლებმა დაარქვეს, რომლებსაც რუკებზე აღნიშნული წყაროები პოვნა გაუჭირდათ (Lost Springs ინლისურად „დაკარგულ წყაროებს“ ნიშნავს). თავდაპირველად ქალაქში 200 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა უმეტესობა ახლომდებარე ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა. 1930-იან წლებში, მაღაროს დახურვის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
1976 წელს პოსტ სპრინგსს, სადაც 11 ადამიანი ცხოვრობდა, ამერიკის ყველაზე პატარა ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 2000 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დარჩენილი, თუმცა ქალაქი „გაიზარდა“ - იქ ამჟამად 4 ადამიანი ცხოვრობს.
p.s. მთავარ ფოტოზე ქალაქი ლოსტ სპრინგსი (Lost Springs)
ესეც საინტერესოა:
მსოფლიოს ხუთი ქალაქი, სადაც ადამიანზე მეტი ვირთხა ბინადრობს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან