იცით თუ არა

რას ნიშნავს შავი შობა და ვინ არის ნამდვილი გრინჩი - ცოტა რამ სანტას ძმის შესახებ

fun time

15:00 კვი. 10 იანვარი, 2021 წელი

სანტას ბოროტი ძმა

14
დაკოპირებულია

კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი - სამყარო ასეთია. ორპოლუსიანი. სიმბოლურად, დედამიწა ფორმითაც ხომ ამას ადასტურებს. 

 

ბნელი მხარე ყველაფერს აქვს. ახალ წელსაც კი. ფერადი ნაძვის ხე ამბის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ბნელი, შავი შობითაა გარემოცული. რაც უნდა წარმოუდგენლად გეჩვენოთ, სადღაც, ჩვენგან შორს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ანტიშობას აღნიშნავენ. მათი მიზანი ჩვენი დღესასწაულის ჩაშლაა. მათ ბნელ ათეისტებსა და დემონის თაყვანისმცემლებს უწოდებენ.

ამ ყველაფრის სადავეები კლაუდ კლაუსს უჭირავს. ასე მას მე-17 საუკუნიდან მოიხსენიებენ. ის სანტა კლასუსის დაკარგული, ბოროტი ძმაა.

ყველაფერი კი, ასე დაიწყო:

ლეგენდის თანახმად, დედამიწაზე მოვლენილ ანგელოსს გაგიჟებით შეჰყვარებია ადამიანი. მათი კავშირი იმდენად ძლიერი ყოფილა, გრძნობებს წინ ზებუნებრივი ძალებიც კი ვერ აღუდგა. წყვილს ორი ვაჟი - სანტა და კლაუდიუსი შეეძინა. ანგელოს მამას მათი დატოვება და ზეციური ცხოვრების გაგრძელება მოუწია.

მარტოხელა დედა რუდუნებით ზრდიდა ორ, ერთმანეთისგან ცასა და მიწასავით განსხვავებულ ბიჭს და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ გავიდოდა წლები და ერთი სიკეთის, მეორე - ბოროტების სიმბოლოდ იქცეოდა.

ბიჭების ასაკის მატებასტან ერთად, მათ შორის განსხვავება იზრდებოდა და ნელ-ნელა არაამქვეყნიურ ძალებთან მათი კავშირიც აშკარავდებოდა. ერთი ბოროტი ძალების მორჩილი გახდა. ის ჯერ სერიულ მკვლელად, შემდეგ კი ჯადოსნურ, ბოროტ დემონად იქცა. ზებუნებრი ნიჭით დაჯილდოებულმა კლაუდიუსმა დედამიწის ჯოჯოხეთად ქცევა განიზრახა. მასში ბოროტი ძალები განსაკუთრებით წინასაახალწლოდ აქტიურდებოდნენ.

ლეგენდის თანახმად, ის 26 დეკემბერს მთელ მსოფლიოს მოივლის, რითაც არეულობასა და ქაოსს იწვევს. მისი მიზანი შობის განადგურებაა, რათა სამყაროს მთავარ წვეულებად ჰელოუინი აქციოს. მიუხედავად ზებუნებრივი ძალისა, ამ საქმისთვის მარტო თავის გართმევა მარტივი არაა, ამიტომაც ჰყავს დამხმრე - სახელად გრინჩი.

და აი, ისიც - როგორც ხედავთ, გრინჩი არსებობს. მისი ისტორია აღწერილია დოქტორ სეუსის ტრილოგიაში „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK