სილამაზე/ჯანმრთელობა

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე და შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა

fun time

15:25 ოთხ. 5 მარტი, 2025 წელი

ფლამინგოს ტესტი

14
დაკოპირებულია

ცალ ფეხზე ხანგრძლივად დგომის უნარი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებელია. კვლევების თანახმად, თუ ადამიანს ცალ ფეხზე დგომა 10 წამზე დიდხანს არ შეუძლია, მისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში ავადმყოფობის რისკი მკვეთრად იზრდება.

როგორ გავაკეთოთ ფლამინგოს ტესტი?

• ფეხშიშველი სწორად დადექით იატაკზე დომინანტურ ფეხით და მოდუნდით. შეგიძლიათ ხელები თეძოებზე დაიწყოთ.

• ასწიეთ ერთი ფეხი ისე, რომ იატაკს არ ეხებოდეს.

• თვალები ღია გქონდეთ.

• ფეხის აწევისთანავე დაიწყეთ დროის დათვლა.

👉 თუ ტესტის დროს თავს ცუდად იგრძნობთ, შეწყვიტეთ ტესტი.


18-39 წლის ადამიანებმა ცალ ფეხზე, სულ მცირე, 43 წამი უნდა გაძლონ

40-49 წლის ადამიანებმა — 40 წამი

50-59 წლის ადამიანებმა — 37 წამი

ხოლო 60-დან 69 წლამდე — 30 წამამდე.

70-79 წლისთვის ეს მაჩვენებელი 18-19 წამამდე ეცემა

ხოლო 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის — 5 წამამდე.

თუ წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, შესაძლოა, ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ, თუმცა არსებობს უამრავი ვარჯიში, რომელსაც შეუძლია წონასწორობის შენარჩუნებაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ.

***

2022 წელს ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, სიკვდილის რისკი ორმაგდება, თუ შუახნის ადამიანს ცალ ფეხზე 10 წამი დგომა არ შეუძლია. ეს ტესტი სწრაფად და ობიექტურად აჩვენებს წონასწორობის დონეს და სიკვდილიანობის რისკის შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ აერობული გამძლეობისა და კუნთოვანი ძალისგან განსხვავებით, წონასწორობა 60 წლამდე სტაბილური რჩება, რის შემდეგაც მკვეთრად კლებას იწყებს.

Mayo Clinic-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცალ ფეხზე დგომის დრო მიუთითებს ორგანიზმის ძვლების, კუნთების და ნერვების ჯანმრთელობაზე. ყოველი 10 წლის შემდეგ ეს დრო მცირდება: არადომინანტურ ფეხზე - 2,2 წამით, ხოლო დომინანტურ ფეხზე - 1,7 წამით.

ეს მარტივი და იაფი ტესტი შეიძლება, ძვლების ჯანმრთელობისა და დაბერების პროცესის შესაფასებლად ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს.

ესეც დაგაინტერესებთ:

არომათერაპია — რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე სურნელი?

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის შესახებ...“ - ჰიპოკრატეს 11 რჩევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

ხუნზაკუტები - მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი, რომელიც კიბოთი არასდროს ავადდება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა