როგორ გამოიყენება კოკა-კოლა მედიცინაში? - 10 საინტერესო ფაქტი პოპულარული სასმლის შესახებ
19:25 ოთხ. 31 მაისი, 2023 წელი
რატომ რწყავენ ინდოეთში კოკა-კოლით ნათესებს? როგორ გამოიყენება სასმელი მედიცინაში? რატომ უმატებდნენ ადრე კოკა-კოლაში კოკაინს? ამ პოპულარულ სასმელზე ბევრ საინტერესოს გიამბობთ.
1. ინდოეთში კოკა-კოლა ბაღებისა და ბოსტნების მოსავლელად გამოიყენება
კოკა-კოლას ხილ-ბოსტნეულს ისეთი მავნებლებისგან იცავს, როგორიცაა კოლორადოს ხოჭო, ბუგრები და ჭიანჭველები. თანაც ის შხამქიმიკატებზე გაცილებით იაფია.
2. ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლა იმიტომ გამოიგონა, რომ მორფისთვის თავი დაენებებინა
1865 წლის აპრილში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ექიმი პემბერტონი გულმკერდში დაიჭრა. ტკივილის შესამსუბუქებლად ექიმი პერიოდულად მორფს იღებდა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. დამოკიდებულებას რომ გამკლავებოდა, პემბერტონმა კოკას ფოთლების ბაზაზე სასმელი შექმნა, რომელიც ტკივილისგან ათავისუფლებდა, მაგრამ ოპიუმს არ შეიცავდა.
ექიმმა სასმლის გაყიდვა ამ სახელით დაიწყო: „პემბერტონის ფრანგული კოკაინის ღვინო“, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილი სასმელი გახდა.
3. კოკა-კოლას მედიცინაში იყენებენ ფიტობეზოარების ( უცხო სხეული კუჭში) დასაშლელად
ფიტობეზოარები კუჭში არსებული, მრგვალი ფორმის უცხო სხეულებია, რომლებიც მცენარეული ბოჭკოების გადაჭარბებული მოხმარების შედეგად წარმოიქმნება.
სხეული ბეზოარისგან დამოუკიდებლად ვერ გათავისუფლდება, მაგრამ შემთხვევების, დაახლოებით, 50%-ში კოკა კოლას მისი დაშლა შეუძლია.
4. მსოფლიოში პოპულარული ყველა ლიმონათი (Coca cola, Pepsi cola, Mountain Dew, Dr) კოფეინს შეიცავს.
თუმცა, ეს სინთეზური კოფეინია, რომელიც ჩინეთში ფარმაცევტულ ქარხნებში იწარმოება.
5. კოკა-კოლას გულის სასიკვდილო არითმიების გამოწვევა შეუძლია ❗
2013 წელს 31 წლის ახალზელანდიელი ქალი გულის არითმიით გარდაიცვალა. მიზეზი დღეში 6-იდან 10 ლიტრამდე (❗) კოკა-კოლას დალევა გახდა.
6. რატომ შეწყვიტეს კოკა-კოლაში კოკაინის დამატება?
თავდაპირველად კოკა-კოლას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი კოკას ფოთლებით ამზადებდნენ - მე-19 საუკუნის ბოლოს კოკაინი აკრძალული არ იყო და მას გამაგრილებელი სასმელების წარმოებაში, „მატონიზირებელი ეფექტისთვის“ იყენებდნენ.
ყველაფერი 1903 წელს დასრულდა, როდესაც New York Tribune-ში საბედისწერო სტატია გამოქვეყნდა; სტატიაში ეწერა, რომ კოკა-კოლას დალევის შემდეგ ფერადკანიანები თეთრკანიანებს თავს ესხმიან.
ამის შემდეგ სასმლის რეცეპტი სამუდამოდ შეიცვალა - თავიდან კოკა-კოლას ნარკოტიკული ნივთიერებებისგან გაწმენდილ კოკას ფოთლებს უმატებდნენ, შემდეგ კი კოლას ფოთლები საერთოდ ამოიღეს რეცეპტიდან.
7. Coca-Cola მსოფლიოში 3500-ზე მეტ სასმელს აწარმოებს.
განსაკუთრებით საინტერესოა აზიური ბაზრებისთვის წარმოებული გაზიანი სასმელები, რომლებსაც იოგურტის, ვასაბის, ყველის, გველთევზას, კიტრის, მწვანე ჩაისა და უამრავი სხვა არომატი აქვს.
8. კოკა-კოლა ყვითელი თავსახურით ქაშერულად მიიჩნევა
კოკა-კოლას ბოთლზე ყვითელი თავსახური ნიშნავს, რომ სასმელი ქაშერულია (ცნობისათვის: ქაშერული პროდუქტი ისეთი პროდუქტია, რომელიც შეესაბამება ქაშრუთის ებრაულ წესებს).
9. კოკა-კოლა და სხეულის წონა
1961 წელს შექმნილი რეკლამით კოკა-კოლა სხეულის წონის კონტროლის საშუალებად გამოცხადდა. რეკლამის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ კოკა-კოლა შიმშილის გრძნობას აქრობს.
10. სანტა კლაუსი თავდაპირველად გამხდარი იყო
სანამ კარიკატურისტი თომას ნასტი 1863 წელს ღიპიან სანტა კლაუსს დახატავდა, ის ყველასთვის გამხდარი, მხიარული მოხუცი იყო. 1930 წლამდე სანტას გამხდარი და მსუქანი ვერსია ერთდროულად არსებობდა, შემდეგ კი მხოლოდ მსუქანი უკანასკნელი დარჩა.
***
როგორ იქცა ღვინისა და კოკაინის ნაზავი პოპულარულ სასმელად?
როგორ შეარყია „კოკაინის კოვზმა“ მაკდონალდსის რეპუტაცია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან