სილამაზე/ჯანმრთელობა

უცნობი ფაქტები ადამიანის სისხლძარღვების შესახებ

fun time

17:00 ორშ. 29 აგვისტო, 2022 წელი

ფაქტები სისხლძარღვების
შესახებ

14
დაკოპირებულია

გულ-სისხლძარღვთა ანუ სისხლის მიმოქცევის სისტემა გულის, არტერიების, ვენების და კაპილარებისგან შედგება და ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებს. ჩვენ ადამიანის სისხლძარღვებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ, რომლებიც მართლაც რომ გაგაოცებთ.  

• ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ვენა ქვემო ღრუ ვენაა. ის სისხლს სხეულის ქვედა ნაწილიდან გულში აბრუნებს.

• პატარა სისხლძარღვების - კაპილარების დიამეტრი 8-10 მიკრონს არ აღემატება. ეს იმდენად მცირეა, რომ სისხლის წითელ უჯრედებს კაპილარებში გავლისთვის „რიგში ჩადგომა“ უწევთ.

• კაპილარები სისხლს საშუალებას არ აძლევენ, რომ 0,5 მმ/წმ სიჩქარეს გადააჭარბოს, თუმცა ქვედა ღრუ ვენაში სისხლის სიჩქარე 20 სმ/წმ-ს აღწევს.

• სისხლის მიმოქცევის სისტემაში ყოველ წამში 25 მილიარდი უჯრედი გაივლის. სისხლს 60 წამი ყოფნის, რომ სხეულის გარშემო სრული წრე შეასრულოს. აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში სისხლი სისხლძარღვებში 270 - დან 370 -მდე კილომეტრს გადის.

• სისხლძარღვების საერთო სიგრძე 100,000 კმ-ია, რაც სრულიად საკმარისია, რომ დედამიწას ორჯერ შემოახვიოთ.

• ადამიანის სისხლძარღვებს 25-30 ლიტრი სისხლის დატევა შეუძლია. ზრდასრული ადამიანის სხეული საშუალოდ, 6 ლიტრ სისხლს იტევს.

• ადამიანის ორგანიზმში ერთადერთი ადგილია, სადაც სისხლის მიმოქცევის სისტემა არ არსებობს, თვალის რქოვანაა. თვალის რქოვანა ჟანგბადს პირდაპირ ჰაერიდან იღებს.

• ვინაიდან სისხლძარღვების სისქე 0,5 მმ-ს არ აღემატება, ქირურგები ოპერაციის დროს ნაკერის დასადებად ადამიანის თმაზე თხელ ძაფს და მიკროსკოპს იყენებენ.

ისევ სასხლძარღვების შესახებ 👇:

პროდუქტები, რომლებიც ფეხებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

სწორი კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით

რატომ იღებენ ანალიზისთვის სისხლს არათითიდან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს