სილამაზე/ჯანმრთელობა

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს და ეხმარება გულის ჯანმრთელობას

fun time

17:10 სამ. 10 სექტემბერი, 2024 წელი

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

14
დაკოპირებულია

კვება დიდ როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში, ამიტომ სწორად შერჩეული პროდუქტებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება შეიძლება.

კარდიოლოგების აზრით, რამდენიმე პროდუქტი გულისა და სისხლძარღვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათ შორის არის:

ბანანი - ის უამრავ კალიუმს შეიცავს, ის კი გულის კუნთის გასაძლიერებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. ბანანი ასევე შეიცავს რკინას, რომელიც სასარგებლოა სისხლძარღვების ელასტიურობისთვის და ანემიის დროს.

ბროწეული - ეს ხილი დიდი რაოდენობით A, B, C, E ვიტამინებს შეიცავს, ისინი კი ჰემოგლობინის სათანადო დონის შენარჩუნებას ეხმარებიან. ბროწეულის წვენი ასტიმულირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის გამოყოფას, რაც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ხოლო არტერიებს ელასტიკურსა და მოქნილს ხდის.

პომიდორი - მასში დიდი რაოდენობითაა PP და C ვიტამინები, რომლებიც სისხლძარღვთა კედლების გაწმენდას ხელს უწყობენ და ოპტიმალურ სისხლის ნაკადს უზრუნველყოფენ.

ბროკოლი - ეს კეთილშობილი ბოსტნეული სავსეა უჯრედისით, რომელიც დაბლა სწევს სისხლის წნევას და ქოლესტერინის დონეს.

სატაცური - ის არა მარტო გემრიელია,არამედ ასევე შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა არტერიების გასაწმენდად. ის დაბლა წევს სისხლის წნევას და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს.

გოგრა - ეს ზამთრის დედოფალი უამრავ პექტინს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. გოგრის წვენი კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა.

ნიგოზი - მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის შემცირებას და გულის არტერიებს ანთებისგან იცავს.

შვრიის ფაფა - ესეც ქოლესტერინს ებრძვის და ხელს უწყობს სისხლში შაქრის საჭირო დონის შენარჩუნებას.

მწვანე ჩაი - კატეხინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელიც აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის გადამუშავების დროს. შეიყვარეთ მწვანე ჩაი და სისხლში ლიპიდების დონე გაუმჯობესდება, შედეგად კი არტერიული დაბინძურების რისკი შემცირდება.

გარდა ამისა, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ისეთი პროდუქტების მიღება, როგორიცაა ჭარხალი, ვაშლი, ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი, ნიახური, ხურმა, ლიმონი, ნიორი, წიწაკა და ხახვი.

ესეც დაგაინტერესებთ:

უცნობი ფაქტები ადამიანის სისხლძარღვების შესახებ

სკრაბი ნაწლავებისთვის - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი

გულის მკვებავი პროდუქტები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა