საკნატუნო ამბები

რესტორანი, სადაც უფასოდ მიირთმევთ ან იხდით იმდენს, რამდენის საშუალებაც გაქვთ

fun time

14:53 სამ. 6 სექტემბერი, 2022 წელი

უფასო რესტორანი Taste Community

14
დაკოპირებულია

წარმოგიდგენიათ კვების ობიექტი, სადაც კერძებს ფასი არ ადევს? ალბათ იტყვით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთი რესტორნის არსებობა წარმოუდგენელია და შეცდებით. ტეხასის შტატში არსებობს რესტორანი სახელად - Taste Community, სადაც ფასწარმოქმნის საკითხებს საკმაოდ საინტერესოდ აღიქვამენ. უფრო სწორად, საერთოდ არ აღიქვამენ - ამ რესტორანში კერძები უფასოა!

ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია რესტორანში შესვლა და სასურველი კერძებისა და სასმელების უფასოდ შეკვეთა. სულ ერთია, შემწვარ ხორცს მიირთმევთ, კარტოფილს თუ თევზს ვიეტნამური ზღვის მცენარეებით, საფასურის გადახდას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თავად გადაიხადოთ. გულუხვ მასპინძელს ერთ დოლარს დაუტოვებთ თუ ასს, თქვენი გადასაწყვეტია.

შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ, ოფიციანტის მოტანილ ქვითარში გადასახდელ ღირებულებას მაინც ვერ ნახავთ.

დაწესებულების მენეჯმენტი სტუმრებს სთავაზობს, კერძების ფასი თავად განსაზღვრონ.

👉 ახლა კი ყველაზე საინტერესო - როგორც რესტორნის მფლობელები ირწმუნებიან, ასეთმა მიდგომამ შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ხალხის ცნობისმოყვარეობაა - ადამიანები რესტორნის ინოვაციით იმდენად დაინტერესდნენ, რომ მომხმარებელთა ნაკადი ძალიან გაიზარდა.

ამასთან, მომხმარებლებს არ სურთ, რომ უგემრიელესი კერძების დაგემოვნების შემდეგ ისინი ძუნწ და ხარბ ადამიანებად ჩათვალონ და რესტორანში საკუთარი ნებით, მნიშვნელოვან თანხას ტოვებენ. იმაზე მეტსაც კი, ვიდრე კერძის ღირებულებაა.


ესეც საინტერესოა 👇

ოქროს სასტუმრო - ის მსოფლიოში ერთადერთია და ვიეტნამში მდებარეობს!

6 ისტორიული პიროვნება, რომელთა სახელებიც კერძებს და ნივთებს ეწოდა

ვის ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კერძო სახლი?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში