საკნატუნო ამბები

ვის ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კერძო სახლი?

fun time

16:00 შაბ. 13 ნოემბერი, 2021 წელი

ყველაზე მდიდრული სახლი
მსოფლიოში
14
დაკოპირებულია

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის  ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული კერძო სახლი მუმბაიშია. დიახ, უსახლკარო ღარიბი ადამიანებით, მეძავებითა და ნაგვით სავსე მუმბაი ინდოეთის უმდიდრესმა ადამიანმა მუკეშ ამბანიმ ცოლისა და სამი შვილისთვის ზღაპრული ცათამბჯენი ააშენა!

173 მეტრიან, 37.000 კვ.მ. შენობაში, რომელსაც „ანტილია“ ჰქვია, 27 სართულია.

მაღალი ჭერის მიმართ სახლის მფლობელის განსაკუთრებული სიყვარული რომ არა, სახლი 60 სართულიანი იქნებოდა.

ცათამბჯენში 6 ადამიანი ცხოვრობს: მუკეში, დედამისი, ცოლი და სამი შვილი.

შენობას 600 ადამიანი ემსახურება.

„ანტილია“ 7 წლის მანძილზე შენდებოდა. ცათამბჯენი ამერიკული კომპანია Perkins & Will-ის არქიტექტორებმა დააპროექტეს. სახლის თითოეული სართული განსხვავებული მასალით არის მოპირკეთებული და ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინი და განლაგება აქვს.

პირველი 6 სართული 168 მანქანაზე გათვლილი პარკინგს უკავია. საცხოვრებელი ოთახები მხოლოდ მე-9 სართულიდან იწყება. მეშვიდე სართულზე მუკეშის პირადი ავტოსერვისი მდებარეობს.

სხვა სართულებზე რამდენიმე საცურაო აუზი, სპა, ვერცხლის კიბეებიანი პატარა თეატრი, ბალეტის დარბაზი, ფიტნეს კლუბი და კინოთეატრი მდებარეობს. შენობის თითოეული სართული საგანგებოდ ოჯახის თითოეული წევრისთვის შეიქმნა.

რა თქმა უნდა, თითოეული სართული კონდიცირების სისტემით აღჭურვილია, თუმცა შენობაში ცალკე მდებარეობს „ყინულის ოთახი“. ამბობენ, რომ თოვლით დაფარულ ოთახში ნამდვილი საყინულეა, რაც ინდოეთის კლიმატის გათვალისწინებით, ოჯახის წევრებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია.

ერთ-ერთ სართულზე განთავსებულია ე.წ „ panic room“ - სრულიად ავტონომიური თავშესაფარი, რომელიც უსაფრთხოების ყველა სისტემით აღჭურვილია. შენობის სახურავზე 3 შვეულმფრენის დასაფრენი მოედანია.

„ანტილიას“ უამრავი აივანი და ტერასა აქვს, რომლებიც არაბეთის ზღვას და დაკიდებულ ბაღებს გადაჰყურებს.
მომსხურე პერსონალისთვის, რომელთა რაოდენობა 600 შეადგენს, ცალკე სართულია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ცათამბჯენი მშენებლობის დასრულების შემდეგ მუკეშს ერთი წელი სახლში არც კი შეუხედავს - ადგილობრივი რწმენის თანახმად, ახალი სახლი ერთი წელი ცარიელი უნდა იყოს, რომ „ნაადრევად“ შესახლებულმა ადამიანებმა იღბალი არ დააფრთხონ.

მედიის ცნობით, „ანტილიის“ დღევანდელი ღირებულება $2 მილიარდამდეა, შესაბამისად, მუკეშ ამბანი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლის მფლობელია.

შენობას უზარმაზარი გალავანი და პერიმეტრის გასწვრივ განთავსებული ჯარი იცავს.

ცნობისთვის, აზიის უმდიდრესი ადამიანი, მუკეშ ამბანი, წელს ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს შეუერთდა $100 მილიარდერთა მსოფლიო კლუბში.

მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მისი ქონება ახლა $100,6 მილიარდია. ამბანის ქონება 2021 წელს $23,8 მილიარდით გაიზარდა.

2005 წელს მამისგან ნავთობ და პეტროქიმიური ბიზნესიმპერიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 64 წლის ამბანი ცდილობდა, ენერგეტიკული გიგანტი საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად ექცია. მისი სატელეკომუნიკაციო განყოფილება ინდოეთის ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. მილიარდერის ცოლი ნიტა ამბანი ფილანტროპი და აქტიური ადამიანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13,7 გრადუსი - ადამიანის ყველაზე და...

ადამიანის ყველაზე დაბალი
ტემპერატურა

დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვა...

ხელოვნური ინტელექტი

როგორი იქნება ტექნოლოგიაზე დამოკიდე...

ტექნოლოგიაზე
დამოკიდებული ადამიანი 3000
წლისთვის

მსოფლიოს 5 ტომი განსაკუთრებული უნარ...

ბაჯაოს ტომი

რატომ იმატა ჩინეთში ცარიელი ქალაქებ...

ჩინეთში ცარიელი ქალაქები

რადიაციული ტექნიკით შეიძლება, დახურ...

რადიაციული ტექნიკა
დახურული წიგნის
წასაკითხად

ტიტანიკზე ორჯერ დიდი - მსოფლიოში ყვ...

ახალი ტიტანიკი - Icon of the Seas

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო ქუჩა

მსოფლიოს უცნაური ქუჩები

რატომ აქვს სამეფო ოჯახში ცოლ-ქმარს...

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის
ამბები