სილამაზე/ჯანმრთელობა

მაკადამია - მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირფასი კაკალი

fun time

14:00 პარ. 4 აგვისტო, 2023 წელი

მაკადამია

14
დაკოპირებულია

მაკადამია მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული კაკალია, რომელსაც ბუნებრივად დაბალი შაქრის და ნახშირწყლის შეცველობა აქვს. 

მაკადამიის ხე ძალიან ნელა იზრდება და 5-6 წელის სჭირდება, რომ ნაყოფი მოგვცეს. ამასთან, ისეთ სპეციფიკურ პირობებს საჭიროებს, როგორიცაა ზომიერი კლიმატი, კარგი განათება და ტენიანობა. სხვა თხილეულთან შედარებით, მაკადამიის ზრდა და მსხმიარობა გაცილებით რთული და ხარჯიანი პროცესია.

მაკადამიის კაკალი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იზრდება, ესენია: ავსტრალია, ჰავაი, კენია და სამხრეთ აფრიკა.

კულტვირების შეზღუდული არეალის გამო კაკლის ბაზარზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია. ავსტრალიაში ყოველწლიურად 40 000 ტონა მაკადამიას კრეფენ, სულ მსოფლიოში კი წელიწადში 200-250 ათასი ტონა მაკადამია იკრიფება.

მაკადამიას კაკალს ძალიან მყარი გარსი აქვს. კაკლის ნაჭუჭისგან გაწმენდა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, რაც წარმოების საერთო ღირებულებას ზრდის. თითოეულ კაკალზე ჭრილი კეთდება, ხოლო თითოეულ შეკვრას კაკლის გასახსნელად სპეციალური ლითონის გასაღები მოჰყვება.

მაკადამია გემრიელი და ნოყიერია, ხშირად საკონდიტრო წარმოებასა და კულინარიაში იყენებენ. პოპულარობა მასზე მოთხოვნის ზრდას იწვევს, რაც ბუნებრივია, ბაზარზე არსებულ ფასზე მოქმედებს.

1 კილოგრამი გაწმენდილი და დამუშავებული მაკადამიას ფასი 45 დოლარია. მაკადემია საქართველოში კი 140-დან 200 ლარამდე მერყეობს.

მაკადამიას სასარგებლო თვისებები

მაკადამია უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მათ შორისაა:

  • ვიტამინი E, PP და B ჯგუფის ვიტამინები,
  • კალციუმი
  • სელენი
  • სპილენძი
  • ფოსფორი
  • თუთია
  • კალიუმი.
  • მაკადამია უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ნუში, ქეშიუ და ნიგოზი.

მაკადამია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ, რომ ის მაღალკალორიული პროდუქტია, ამიტომ ჭარბწონიანებისთვის მაკადამიის ყოველდღიური მიღება 30 გრ-ს არ უნდა აღემატებოდეს, დანარჩენისთვის კი დღეში 40-50 გრ-ის მიღებაც შეიძლება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს