„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარა
17:02 პარ. 6 სექტემბერი
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის ვორკშოპი გაიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ–დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა. „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში „პაპიე მაშე - გაცოცხლებული ყვავილი“, მათ დეკორატიული ყვავილი, პაპიე მაშეს ტექნიკით შექმნეს.
ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი: „უკვე მე-5 წელია ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვატარებთ ვორკშოპებს ამ საოცარი ბავშვებისთვის. მადლიერების ემოცია, რომელსაც ისინი გვჩუქნიან, დაუვიწყარია მთელი წლის განმავლობაში მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისთვის“.
ნინო მირიანაშვილი, დიზაინერი: „დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო მასტერკლასი ბავშვებთან, გავაკეთეთ ულამაზესი ყვავილები ქაღალდებისგან. ეგონათ, ვერ შეძლებდნენ, მაგრამ ფანტასტიურად გაართვეს თავი. არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს პაპიე მაშეს ტექნიკით ხელსახოცებისგან საღებავის დამატებით. ამ ბავშვებთან მასტერკლასს რამდენიმე წელია „ღამის სერენადების“ ფესტივალის დამსახურებით ვატარებ. ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, ცდილობენ მაქსიმალურად კარგად გააკეთონ ყველაფერი. ამ მასტერკლასებით ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებს ეცნობიან, უმუშავდებათ მოტორიკა, თითების მოძრაობა, ეხვეწებათ გემოვნება და რაც მთავარია, ამ ყველაფერს გამოიყენებენ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე: როგორც საჩუქარი, უსახსოვრებენ საყვარელ ადამიანებს, სახლს მორთავენ, საერთო სივრცეს მორთავენ დიზაინერებივით. დიდი მადლობა ფესტივალის ხელმძღვანელობას, რომ ყოველ წელს ამ ბავშვებს აბედნიერებს და ახალისებს და მეც მაძლევს საშუალებას გავულამაზო ერთი დღე“.
თეონა ყაჭეიშვილი „მშობელთა ხიდის“ თავმჯდომარე: „30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და ახალგაზრდა ტრადიციულად იღებს მონაწილეობას ამ მასტერკლასებში. არაჩვეულებრივი დიზაინერი მათ ასწავლის ახალ ტექნიკას, უვითარებს ახალ უნარ-ჩვევებს, რაც მთავარია პოზიტიური განწყობით. ეს ყველაფერი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.“
15 სექტემბრიდან „ღამის სერენადები” კონცერტებს თბილისში გამართავს. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 15 სექტემბერს ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო, საქართველო) და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ოტორინო რესპიგის რომის პინიებს, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტს No. 3 რემინორი, თხზ. 30.
17 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი მარიამ როინიშვილის (სოპრანო, საქართველო), გიორგი ოიკაშვილის (კლარნეტი, საქართველო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრის “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს. საკონცერტო პროგრამაშია: ალბერტო ნეპომუსენუს – სიმებიანი კვარტეტი N3 “Brasiliero”; ალბერტო ნეპომუსენუს – Andante espressivo სიმებიანი საკრავებისთვის; ალბერტო ნეპომუსენუს – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის; ჰეიტორ ვილა-ლობოსის – მე-18 საუკუნის პოეტის სიმღერა, Cancao de cristal, Samba Classico, Modinha, Melodia Sentimental; შიკინია გონზაგას – Corta Jaca; ზეკინია დე აბრეუ ს- Tico Tico.
„ღამის სერენადები” 18 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო) და გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო, საქართველო). მუსიკოსები ბედრჟიხ სმეტანას და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს დაუკრავენ.
წლევანდელი ფესტივალი 20 სექტემბერს თბილისი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ანდრეს გაბეტა (ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტიგერი (ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). პროგრამაშია: ევარისტო ფელიჩე დალაბაკო – კონცერტი რე მაჟორი, თხზ.5 N6 – ჩაკონა; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის სი-ბემოლ მაჟორი,RV 375; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის დო მაჟორი, RV 190; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428; პიეტრო ლოკატელი – კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 N11; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ბლოკ-ფლეიტისთვის დო მაჟორი, RV 443; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და ბლოკ-ფლეიტისთვის სოლ მაჟორი, RV516.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან