თემატური ჰოროსკოპი

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის?

fun time

18:00 სამ. 7 მაისი

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

14
დაკოპირებულია

ითვლება, რომ ადამიანს დღეში 7-იდან 10 საათამდე უნდა ეძინოს, თუმცა, ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ძილის განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. 

ძილის უკმარისობა ცხოვრების ხარისხსა და მუშაობის ეფექტიანობაზე დიდ გავლენას ახდენს. ექიმები გვირჩევენ, რომ არანაკლებ შვიდი საათის განმავლობაში და მხოლოდ ღამით უნდა გვეძინოს, მაგრამ ეს ზოგადი რეკომენდაციაა, ასტროლოგები კი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევენ.

ვერძი

ვერძი გამუდმებით სიტუაციას აკონტროლებს და თითოეულ ინფორმაციას რამდენჯერმე ამოწმებს. ამის გამო დასვენებისთვის დრო საერთოდ აღარ რჩება და ძილისთვის 5-6 საათამდე დრო ჰყოფნის.

კურო

კუროსთვის მნიშვნელოვანი ძილის ხარისხი, ასევე ხანგრძლივობა - მინიმუმ 8-9 საათი. ასტროლოგები კუროს ურჩევენ, საღამოს ალკოჰოლზე, გაჯეტებზე და კამათზე უარი თქვას. ასევე მნიშვნელოვანია ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაღვიძება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღე დაღლილობის გრძნობ გაგყვებათ.

ტყუპები

ტყუპები ძალიან ცვალებადი ნიშანია, რაც ძილის დროსაც იგრძნობა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს რამდენიც არ უნდა ეძინოთ, ვერ მოდუნდებიან, თუ ჯანსაღი ძილისთვის ნიადაგი წინასწარ არ შეამზადეს. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება ან მედიტაცია საშუალებას მოგცემთ, რომ სრულფასოვნად დაიძინოთ. ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა კი 6-7 საათია.

კირჩხიბი

კირჩხიბს, სულ მცირე, 8საათი უნდა ეძინოს, თუმცა რაც მეტი, მით უკეთესია. კირჩხიბებისთვის სრულყოფილი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ვერ გამოიძინა, მასაც და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც საშინელი დღე ელით. ეცადეთ, ემბრიონის პოზაში დაიძინოთ - ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას.

ლომი

ლომს გამოძინებისთვის 7-9 საათი და სამეფო ზომის საწოლი სჭირდება, რომ არავინ და არაფერმა შეაწუხოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მარტოობას ვერ იტანენ და ყველაზე კარგად საყვარელი ადამიანის გვერდით სძინავთ.

ქალწული

ქალწულს ნორმალური ცხოვრებისთვის 4-5 საათი ძილიც ჰყოფნის, მაგრამ ეს ჩვევად არ უნდა გადააქციოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ზოგჯერ, მაგალითად დასვენების დღეებში საკუთარ თავს უფრო დიდხანს ძილის უფლება მისცეთ.

სასწორები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს თუ არ გააღვიძებთ, შეუძლიათ უსასრულოდ იძინონ. საწოლი მისთვის მშვიდი თავშესაფარია, დასაძინებლად მომზადება კი - ნამდვილი რიტუალი: დასამშვიდებელი ჩაი, მოხერხებული საღამური ან პიჟამა და საყვარელი წიგნი - რა შეიძლება იყოს ძილის წინ ამაზე უკეთესი იყოს? სასწორისთვის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობაა მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 საათი.

მორიელი

მორიელს დაძინება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა თავისი მოუსვენარი ბუნება საშუალებას არ აძლევს, რომ ღამე დროულად დაიძინოს. მეტიც - ის ძილში რამდენჯერმე იღვიძებს და დილით მაღვიძარას ხმა მისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთის ზარად იქცევა. მოკლედ, როგორმე უნდა მოახერხოთ, რომ მინიმუმ 7 საათი უნდა გეძინოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ურჩევნიათ, რომ დრო უფრო სასარგებლო საქმიანობაზე დახარჯონ, ვიდრე ძილია. ამიტომ ღამე 5-6 საათი ძილიც ჰყოფნით. უფრო მეტიც, ასეთი ხანმოკლე ძილის დროს ისეთი ნათელი, საინტერესო და დამაჯერებელი სიზმრები ესიზმრებათ, თითქოს რეალურ ცხოვრებაში არიან.

თხის რქა

თხის რქებს შესაშური სტაბილურობა აქვთ - მათ ნორმალური ფუნქციონირებისთვის სტანდარტული 8 საათი სჭირდებათ, თანაც არც დაძინება უჭირთ და არც გაღვიძება. თხის რქას დიდხანს ძილიც შეუძლია, მაგრამ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, საკუთარ თავს იშვიათად აძლევს ამის უფლებას.

მერწყული

მერწყულს თავში ყოველთვის რაღაც აკვიატებული აზრი უტრიალებს, ამიტომ დღეში 5 საათზე მეტს ვერ იძინებს. ასტროლოგები მერწყულებს მედიტაციას და დამამშვიდებელი ჩაის დალევას ურჩევენ. ასევე, სასურველია გაჯეტების გათიშვა დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე.

თევზები

წყლის სტიქიის ამ წარმომადგენლებს საშუალება რომ მისცეთ, მთელ ცხოვრებას საწოლში გაატარებდნენ. ძილი მათ სტრესისგან ათავისუფლებს და ძალების აღდგენის საშუალებას აძლევს. თუმცა მათთვის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 8 საათია.

ესეც საინტერესოა:

ძილის პოზა, როგორც სიგნალი ჯანმრთელობის პრობლემაზე

საზიანოა თუ არა ტელევიზორთან ძილი?

რატომ არის სასარგებლო გრილ ოთახში ძილი?

როგორ ვუშველოთ უძილობას – მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი