როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
16:57 ხუთ. 19 ნოემბერი
სპეციალისტების ამბობენ, რომ თითოეულ ადამიანს ოთხი ასაკი აქვს: ქრონოლოგიური, ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური.
ქრონოლოგიური ანუ ფიზიოლოგიური — დაბადების თარიღით განისაზღვრება.
ბიოლოგიური — ეს, მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმის „ცვეთის“ ხარისხია, რომელიც ზოგადი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის დონეს აჩვენებს.
სოციალური ასაკი სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება — ეს არის პერიოდი, როდესაც სკოლაში მივდივართ, პირადობას ვიღებთ, ვქორწინდებით და პენსიაზე გავდივართ.
ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკი კი იმაზეა დამყარებული, თუ რამდენად ახალგაზრდულად ან ხანდაზმულად გრძნობთ თავს რეალურ, ქრონოლოგიურ ასაკთან შედარებით.
ფსიქოლოგიური ასაკი არის ის, თუ როგორ აღიქვამთ სამყაროს და როგორ ართმევთ პრობლემებს თავს. თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფსიქოლოგიური ასაკი ბიოლოგიურზე რამდენიმე წლით მეტი ან ნაკლები გქონდეთ.
ზოდიაქოს ნიშანზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური ასაკის გააზრება არა მხოლოდ საკუთარ თავში გარკვევაში დაგეხმარებათ, არამედ გარშემომყოფებთან ურთიერთობებსაც საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
ფსიქოლოგიურად ყველაზე „ახალგაზრდა“ ზოდიაქოს ნიშნები
ვერძი — 18 წელი
ვერძი ყველაზე „ახალგაზრდა“ ნიშანია. ის მოუსვენარი ბავშვივით, მუდმივად, ახალს ეძებს. ის ყოველთვის ენერგიითა და ენთუზიაზმითაა სავსე. მისი ფსიქოლოგიური ასაკი სწორედ სიჭაბუკის პერიოდია.
მშვილდოსანი — 22 წელი
მშვილდოსნები სულით მუდამ ახალგაზრდები, ენთუზიაზმით სავსენი და თავგადასავლების მაძიებლები არიან. ასაკის მიუხედავად, ისინი მუდმივად ჰორიზონტების გაფართოებას ცდილობენ.
ტყუპები — 25 წელი
ტყუპები მუდმივ ძიებაში არიან და ცვლილებებისა და თავგადასავლებისკენ ისწრაფიან. ისინი ნებისმიერ ასაკში ცნობისმოყვარეობითა და ახალი იდეების რაოდენობით გამოირჩევიან.
სასწორი — 28 წელი
სასწორები ახალგაზრდობასა და სიმწიფეს შორის გზაჯვარედინზე დგანან — ნებისმიერ სიტუაციაში ისინი ყოველთვის კომპრომისისა და სამართლიანობის პოვნას ცდილობენ.
ლომი — 30 წელი
ლომებს ამოუწურავი ქარიზმა აქვთ და საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებულნი არიან. ნებისმიერ ასაკში ისინი შინაგან ცეცხლსა და დაუოკებელ ვნებას ინარჩუნებენ.
მერწყული — 30 წელი
მერწყულები ტრადიციულ შეხედულებებს ხშირად უპირისპირდებიან, რადგან არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევიან. ფსიქოლოგიურად ისინი ახალგაზრდა ასაკში იმყოფებიან, როდესაც იდეალიზმი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ, თუმცა ამავდროულად საკმაოდ გონიერები და დამოუკიდებლები არიან.
ფსიქოლოგიური სიმწიფეში მყოფი ზოდიაქოს ნიშნები
კირჩხიბი — 35 წელი
მათი ფსიქოლოგიური ასაკი ზრდასრული პიროვნების მაჩვენებელია, რომელიც ოჯახთან და სახლთან ღრმა ემოციურ კავშირს გრძნობს. კირჩხიბები კომფორტსა და სიმყუდროვეს აფასებენ, ამასთანავე, ძალიან მზრუნველები და ემპათიურები არიან.
კურო — 40 წელი
ეს ზოდიაქოს ნიშანი უკვე საკმაოდ მომწიფებულია. კურო ყოველთვის მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მქონე და პრაქტიკულია — ახლობლებს მასზე დაყრდნობა ყოველთვის შეუძლიათ.
ქალწული — 40 წელი
ეს ანალიტიკური ნიშანია, რომელიც მუდმივად წესრიგისა და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. მათი ფსიქოლოგიური ასაკი სიმწიფე და პასუხისმგებლობაა; ისინი ყოველთვის მაღალ სტანდარტებს იცავენ და შედეგებზე ორიენტირებულნი არიან.
მორიელი — 45 წელი
მორიელებს ღრმა შინაგანი ძალა აქვთ და ადამიანებსა და მოვლენებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, მათ როგორც მომწიფებულ ადამიანებს აღიქვამენ, რომლებიც ყველაფერს მკაცრად აკონტროლებენ.
თხის რქა — 50 წელი
თხის რქა ზოდიაქოს წრის წარმომადგენლებს შორის ყველაზე დაბრძენებული და გაწონასწორებულებია. ის გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული, რაც იმაზე უფროსად აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია.
თევზები — 60 წელი
თევზები ნამდვილი მეოცნებეები არიან, რომელთა ფსიქოლოგიური ასაკი ხშირად იმ ზრდასრულ სულებთან ასოცირდება, სამყაროს ღრმა განცდების პრიზმაში რომ აკვირდებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან