სილამაზე/ჯანმრთელობა

ძილის პოზა, როგორც სიგნალი ჯანმრთელობის პრობლემაზე

fun time

16:00 სამ. 13 ივნისი, 2023 წელი

ილის პოზა, როგორც სიგნალი
ჯანმრთელობის პრობლემებზე

14
დაკოპირებულია

ადამიანის სხეული ისეა მოწყობილი, რომ მისი ყველა ნაწილი შეთანხმებით და ჰარმონიულად მუშაობს. ყველას აქვს საკუთარი, საყვარელი ძილის პოზა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების დროს ჩვენი ორგანიზმი „თავად ირჩევს“ ძილის პოზას და ამით აშკარა სიგნალებს გვიგზავნის.

 

დეპრესია, დაბალი არტერიული წნევა, ნევროზები, კუჭის წყლული - ამ დაავადებების დროს ავტომატურად თავდაცვის რეაქცია ირთვება და ადამიანი „ემბრიონის პოზიციაში“ წვება.

კისრის ოსტეოქონდროზი, ტონზილიტი და ჰაიმორიტი - ამ შემთხვევაში ადამიანი ცალ გვერდზე წვება და ხელებს ლოყის ან ბალიშის ქვეშ აწყობს.

გულის მიდამოს დაავადებები - ადამიანი ზურგზე წვება, ხელებს თავს უკან იწყობს ან ნახევრად მჯდომარე პოზიციას იკავებს.

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სისხლი გულისკენ უფრო ძლიერად მიედინება, ამიტომ თუ ადამიანს გულის უკმარისობა აწუხებს, სისხლის ნაკადის მომატება სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუქმნის. სწორედ ეს უბიძგებს ადამიანს ქვეცნობიერის დონეზე, რომ ძილის დროს ნახევრად მჯდომარე პოზიცია დაიკავოს.

მაღალი წნევის დროს ადამიანი როგორც წესი, ზურგზე წვება.

ხერხემლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს – „ემბრიონის“ პოზიცია ან მუცელზე წოლა. ეს ორი პოზიცია ზურგზე და ხერხემლის დისკებზე დატვირთვას ამცირებს.

ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის და ვარიკოზული ვენების დროს ადამიანი ზურგზე წვება და ფეხებს მუხლებში ხრის. ეს პოზიცია ამარტივებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამცირებს ვენებზე დატვირთვას და განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში ფეხები ეღლება.

ღვიძლისა და მარჯვენა თირკმლის დაავადებების, ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს ადამიანი მარცხენა მხარეს წვება.

ბრონქული ასთმის დროს ადამიანი ზურგზე წოლას ამჯობინებს და ხელებს ფართოდ შლის. ეს პოზიცია ფილტვებში ჟანგბადის მიწოდებას ამარტივებს.

სმენის ნერვის დაავადებების დროს ადამიანი თავზე ბალიშს იფარებს (ე.წ. სირაქლემას პოზა).

***

ცნობილი ფსიქიატრის, სამუელ დანკელის პრაქტიკიდან ერთი საინტერესო შემთხვევა ნათელი მაგალითია, როგორ შეუძლია მიგვანიშნოს ძილის დროს სხეულის პოზიციამ დაავადების განვითარებაზე 👇:

ქალმა, რომელსაც მარჯვენა სმენის ნერვიდან სიმსივნე მოკვეთეს, ექიმებს დაავადების განვითარების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გაირკვა, წლების განმავლობაში ქალისთვის ძილის საყვარელი პოზიცია „ემბრიონი“ იყო, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მან ინტუიციურად ძილის დროს მარჯვენა ყურის ბალიშით დაფარვა დაიწყო.

ამ ინფორმაციას რომ სერიოზულად მოჰკიდებოდნენ, ექიმები სიმსივნის აღმოჩენას და პაციენტის განკურნებას გაცილებით ადრე შეძლებდნენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი