1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:18
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
წინ საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელით. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ და მეწყვილის პოვნა გსურთ, მეტი აქტიურობა და ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. ახლახან მიღებული შეთავაზების გამო შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით, ასე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. ჯობს, თავიდანვე განსაზღვროთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი რა არის — სწორად შედგენილი პრიორიტეტები წარმატების მთავარი გარანტია! საქმიან ურთიერთობებში წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ, რადგან სარისკო სიტუაციები გელით. უახლოესი 24 საათის განმავლობაში საკუთარ ინტუიციას ენდეთ, ის არ მოგატყუებთ. მოერიდეთ ადგილებში მარტო სიარულს, განსაკუთრებით საღამოს საათებში.
კურო
პირად ურთიერთობებში გაურკვევლობამ დაგღალათ? ესე იგი, დადგა დრო, გულახდილად ილაპარაკოთ და ყველა სადავო საკითხი გაარკვიოთ. საღამოს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით — ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გარშემომყოფები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. დამატებითი ვალდებულებების გამო, შესაძლოა ურთიერთობებისთვის დრო არც დარჩეს. გადადგით ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ფინანსურ კეთილდღეობამდე მიგიყვანთ — იქნება ეს მივლინებები თუ ახალი ხელშეკრულებები. ეცადეთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმოთ, განსაკუთრებით თუ კისრის ზონაში დისკომფორტი გაწუხებთ. მსუბუქი მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები ძალებისა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ვენერას ძლიერი გავლენის წყალობით, ამ დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი და მიმზიდველი ხართ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. გარშემომყოფები ყურადღებას არ გაკლებენ, თუმცა სატურნის ზემოქმედების გამო, შესაძლოა, მათი ყურადღება მოსაბეზრებელიც კი მოგეჩვენოთ. საქმეების წინასწარ დაგეგმვა დაგეხმარებათ, რომ დრო სწორად გადაანაწილოთ და სტრესული სიტუაციები თავიდან აიცილოთ. თუ დიდ შენაძენს გეგმავთ, დღეს ფასდაკლებებისა და ხელსაყრელი შეთავაზებების მოსაძებნად საუკეთესო დროა. დროა, ოჯახის წევრების თხოვნა გაითვალისწინოთ და მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ.
კირჩხიბი
მცირე გაუგებრობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით თუ თქვენი ურთიერთობა ისედაც „ბეწვზე კიდია“. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი საუბრის დრო დადგა. ნათესავები თქვენს ცხოვრებაში ჩარევას შეეცდებიან — ნურავის მისცემთ კონფლიქტს გაღვივების საშუალებას. სამსახურში შეუძლებლის გაკეთებას ნუ ეცდებით და ხელი მხოლოდ იმ საქმეს მოჰკიდეთ, რომელიც კარგად იცით. ეს დღე სხვების ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად არახელსაყრელია. შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მიუტევეთ მათ, ვისაც უნებლიედ აწყენინეთ. ნებისმიერი შრომა ენერგიას მოითხოვს, ძალების აღდგენას კი დრო სჭირდება, ამიტომ დასასვენებლად დრო უნდა გამონახოთ.
ლომი
ცვლილებების პერიოდი დგება. დაფიქრდით, იქნებ დროა პირად ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ? გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ სახლის სისუფთავესა და მყუდროებაზე რეგულარულად იზრუნოთ — ეს ფინანსური ენერგიის თავისუფალ მოძრაობასა და კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. დღეისთვის დაგეგმილი პაემანი შეიძლება ისე არ დასრულდეს, როგორც ელოდით. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. ოცნება ბედნიერ მომავალზე, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ფიქრის კი არა, მოქმედების დროა. ყურთან უკვე კონკურენტების სუნთქვა გესმით, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე და მოიცილეთ ყველაფერი, რაც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. ნუ იქნებით უბრალო დამკვირვებელი როცა მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენა შეგიძლიათ.
ქალწული
დღევანდელი დღე პრინციპების დამტკიცებისა და ამბიციების გამოვლენისთვის არ გამოდგება. პლუტონისა და მერკურის განლაგება მიანიშნებს, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ძალიან მალე შეძლებთ. უახლოეს 24 საათში მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ზედმეტი თავმდაბლობის გამო ხშირად ჩრდილში რჩებით, არადა ბევრად მეტს იმსახურებთ! დამსაქმებელს თქვენი პოტენციალი დაანახვეთ და კარიერულ წინსვლას მიაღწევთ. მოძებნეთ შემოსავლის ახალი წყარო ან ფული დაზოგვის ეფექტური სააშუალება. კვების მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული ჩართეთ — არასწორი კვება არა მხოლოდ წონაზე, არამედ თქვენს ენერგიულობაზეც უარყოფითად აისახება.
სასწორი
თქვენმა სიჯიუტემ შეიძლება ახლობელ ადამიანებს შორის უთანხმოება გააჩინოს. სამსახურში არსებული პრობლემები დიდი დროს და ძალას წაგართმევთ, ამიტომ საოჯახო საქმეების დრო და ძალა აღარ დაგრჩებათ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გახსოვდეთ, რომ უსიამოვნო პერიოდი ყველას ცხოვრებაში დგება. თქვენს გარშემო სიტუაცია ისე სწრაფად იცვლება, რომ მოსაწყენად დრო საერთოდ არ დაგრჩებათ. თანდაყოლილი ოპტიმიზმი დროებითი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. დამოუკიდებელი აზროვნება ფინანსური წარმატების ერთადერთი სწორი გზაა — ექსპერიმენტებს ნუ მოერიდებით. მიირთვით მხოლოდ სახლში მომზადებული საკვები, რადგან ამ დღეს ნახევარფაბრიკატებით მოწამვლის რისკი საკმაოდ მაღალია.
მორიელი
იმისათვის, რომ დღემ მშვიდად ჩაიაროს, საჭიროა გარშემო მყოფებთან ურთიერთობები უნდა მოაწესრიგოთ. შესაძლოა გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ თქვენს გარშემო მლიქვნელები გაჩნდნენ — გახსოვდეთ, რომ ასეთი ადამიანები თქვენით მანიპულირებას ცდილობდნენ. ამ დღეს დასვენებაზე არ იოცნებოთ — დროა, ყოველდღიურ საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ჯანმრთელობის მხრივ არაფერი გემუქრებათ, შესანიშნავი განწყობა და ენერგია დაგროვილი საქმეების იოლად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
წინ მცირე რომანტიკული თავგადასავალი გელით! მზად იყავით, რადგან თქვენგან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, მოულოდნელი სტუმრების მისაღებად მოემზადოთ. საქმეების დაგეგმვა და პრიორიტეტების დასახვა დროის უკეთ ორგანიზებასა და შრომის ნაყოფიერების გაზრდაში დაგეხმარებათ. ფული ცხოვრებაში მთავარი არ არის, თუმცა ცხოვრებას ამარტივებს და ფართო შესაძლებლობებს ხსნის. მარსისა და სატურნის უარყოფითი გავლენის გამო ადვილად ღიზიანდებით და თქვენი ცუდი განწყობით სხვებსაც აღიზიანებთ, ამიტომ გირჩევთ მსუბუქი დასამშვიდებელი საშუალება მიიღოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
თხის რქა
ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ბოლო დროს სირთულეებისთვის თვალის არიდება ჩვევად გექცათ, თუმცა ასეთი მიდგომა პრობლემებს ვერ გადაჭრის. თუ თქვენს მეწყვილეს ეჭვიანობის საბაბს მისცემთ, სკანდალს თავიდან ვერ აირიდებთ. შურიანი ადამიანი თქვენს ზურგს უკან ჭორებს ავრცელებს, ამიტომ ცრუ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად მზად იყავით. ამ დღეს წარსულში დაშვებულ ყველა შეცდომას გაგახსენებენ. დროა, მათ გამოსწორებაზე იზრუნოთ! ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა არ დაიზიანოთ.
მერწყული
ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. მთავარია, გონივრულად იმოქმედოთ და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. ეცადეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს პატარა დღესასწაული მოუწყოთ, სასიამოვნო საღამო ენერგიით დაგმუხტავთ. კარგი დროა ფინანსური გარიგებისთვის — ინვესტიციები იმედებს გაგიმართლებთ. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე და მოიცილეთ ყველაფერი, რაც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. ნერვიულობის დროს ჭამის მავნე ჩვევა თუ არ დაივიწყეთ, მალე ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა მოგიწევთ.
თევზები
ამ დღეს შესაძლოა მსუბუქი ფლირტი წამოიწყოთ, რომელიც მალე ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. უფროსი თაობის ნათესავებთან მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, მაგრამ თავს უხეშობის უფლება არ უნდა მისცეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან შექმნილ სიტუაციაში მეგობრების რჩევები ნაკლებად დაგეხმარებათ. ყველა დეტალი კარგად აწონ-დაწონეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ურთიერთობის ხასიათზე არ იქნებით, ამიტომ ჯობს უახლოესი 24 საათი საკუთარ ფიქრებთან მარტომ გაატაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან