დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:21 შაბ. 10 ივლისი, 2021 წელი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. კომერციულ საქმეებში წინსვლა გელით. მოსალოდნელია შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიება, თუმცა ამისთვის გავლენიანი მფარველების ან პარტნიორების მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

კურო

თუ ნივთების შეძენას გეგმავთ, ჯობს დაუყოვნებლივ შეუდგეთ, რადგან შენაძენი წარმატებული აღმოჩნდება. გირჩევთ დამატებითი შემოსავლის წყაროები აქტიურად ეძებოთ, თუმცა საეჭვო წინადადებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. გირჩევთ მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.

ტყუპები

კომერციულ და საქმიან ოპერაციებს წარმატებით განახორციელებთ, თუმცა დიდი შემოსავლის მიღების იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა, საინტერესო ბიზნესწინადადებით მოგმართონ, რომელზეც უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოვლენები თქვენს საპირისპიროდ შემოტრიალდეს. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, თუმცა შემოსავალს ხარჯი გადააჭარბებს. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია პრობლემები, რაც შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირდება.

ქალწული

ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. მოსალოდნელია წინსვლა სწავლაში და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებაში. ხელსაყრელია ახალი ადგილების მონახულება და მოგზაურობა. საღამოს მოსალოდნელია დაპირისპირება რომელიღაც ნათესავთან ან ოჯახის წევრთან.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამწვავებას უკავშირდება. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები, რაც სიტუაციის არასწორად შეფასებას ან მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. ეცადეთ თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც ორგანიზმისთვის მავნებელია. პირველ რიგში, სპირტიან სასმელებს ერიდეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და სიახლეებისთვის ზოგადად. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს და წარუმატებლობის პერიოდი მთავრდება. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. მფარველების მხრიდან ახალი შეთავაზებაა მოსალოდნელი. გირჩევთ, დაწყებული საქმის დასრულება სამომავლოდ არ გადადოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს ხელსაყრელი საქმიანი წინადადებით მოგმართონ და უარი არ თქვათ - მოსალოდნელია დიდი შემოსავლის მიღება. ვარსკვლავები ამჟამად საქმიანობის სფეროს ან პარტნიორის შეცვლას არ გირჩევენ, თუმცა უყურადღებოდ არც ასეთი წინადადება უნდა დატოვოთ.

თხის რქა

შესაძლოა, პროფესიული საქმიანობაში აქტიურობისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მოგეცეთ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

მერწყული

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და თავის ტკივილი. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა სასიხარულო ამბავი გაიგოთ ან ხელსაყრელი შეკვეთა მიიღოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების ან უფროსი ნათესავების მხარდაჭერა. თქვენს თხოვნას ფინანსური დახმარების შესახებ დააკმაყოფილებენ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ - განსაკუთრებით, სპირტიანი სასმელებისგან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge