დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:15 შაბ. 14 ივნისი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სამსახურში და ყოველდღიურ ურთიერთობებში მოსალოდნელია ნერვიულობა და კონფლიქტები. ამ დღეს ეცადეთ, პროფესიულ სფეროში აქტიურობა მაქსიმალურად შეზღუდოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ქცევები, რათა საყვარელ ადამიანს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - მოსალოდნელია მცირე ტრავმა ან დაავადება, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.

კურო

ეცადეთ, ყველა წინააღმდეგობა მშვიდად, ემოციების გარეშე გადალახოთ და ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩეთ. დავალების შესრულებას ენთუზიაზმით შეუდექით. წარუმატებლობებს ნუ შეუშინდებით — კოლეგების მხარდაჭერის წყალობით შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. მარტოხელა კურო შეიძლება ვიღაცამ მოიხიბლოს. გამორიცხული არ არის, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება ელით.

ტყუპები

ამ დღის სიმბოლო ცდუნებაა. მამაკაცები მიზნის მიღწევას სხვადასხვა ხრიკით ეცდებიან, ქალები კი თვალთმაქცობას არ მოერიდებიან. გაითვალისწინეთ, რომ ცდუნებასთან თამაშში თითქმის ვერავინ იმარჯვებს, ხოლო კანონის დაუმორჩილებლობამ შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გზაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კირჩხიბი

იდეალური დღეა ძველ მეგობრებთან შეხვედრის ან ოჯახური ღონისძიებებისთვის. ეცადეთ ვარსკვლავების კეთილგანწყობა მიზნის მისაღწევად გამოიყენოთ. თუ შემოქმედებითი პროფესიის ადამიანი ხართ, აუცილებლად ეწვიეთ კონცერტს ან ფესტივალს. გარშემო მყოფებს ყურადღებით უსმინეთ და შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

ლომი

გირჩევთ, საეჭვო ხარისხის ნივთები მაღაზიის თაროზე დატოვოთ და ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებში ფული არ გადაიხადოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ, საჭირო ინფორმაცია მოაგროვოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. თუ სასურველი ნივთის შესაძენად ფული არ გყოფნით, შეგიძლიათ ბანკიდან სესხი აიღოთ — ეს თქვენს ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს.

ქალწული

შესაძლოა პირად და სამუშაო ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდეს, განსაკუთრებით — თუ ეცდებით, რომ თქვენი გასაკეთებელი სხვებს გადააბაროთ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ, შეიძლება ისეც აქტუალური გახდეს და შემოსავალი მოგიტანოთ. მთავარია სწორი სამოქმედო გეგმა შეიმუშაოთ და ერთგული პარტნიორები შეარჩიოთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სახლში დარჩენა და ოჯახთან ერთად დასვენება იქნება. ეცადეთ, სახლი მოაწესრიგოთ და მაღაზიაში აუცილებელი ნივთები იყიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ დაგროვილი საკითხები დროულად მოაგვაროთ, რათა პრობლემის პირისპირ მარტო არ დარჩეთ. ფრთხილად იყავით - შესაძლოა, საკუთარი დაუდევრობის გამო დაშავდეთ.

მორიელი

ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, მოვლენები მოულოდნელი მიმართულებით განვითარდეს, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე და ცივი გონება შეინარჩუნოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით - მისი ასრულების დროა. ეცადეთ, არ გაუცრუოთ იმ ადამიანებს იმედი, ვინც გეხმარებათ. თქვენი მონდომების მიუხედავად, შესაძლოა, ძალისხმევამ სასურველი შედეგი არ მოიტანოს. ერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი შრომის შედეგები იხილოთ. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სხვების გრძნობები უნდა გაითვალისწინოთ. რთულ დროს შეგიძლიათ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერას დაეყრდნოთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის ამ დღეს ყველა გარიგება წარმატებით დასრულდება. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ ხელსაყრელი დროა პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების ან არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან და პარტნიორებთან შეათანხმოთ.

მერწყული

ამ დღეს უამრავი შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა არარეალური გეგმებისა და გაუმართლებელი მოქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და ახალ ნაცნობობას, რომელიც პრობლემებს შეგიქმნით. ამასთან, შესანიშნავი დროა, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინოთ და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი გამოავლინოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

თევზები

ეს დღე უამრავ ახალ შესაძლებლობას და საინტერესო შემოთავაზებას მოგიტანთ, თუმცა მოულოდნელი სირთულეებისა და პრობლემებისთვისაც მზად უნდა იყოთ. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისთვის და რომანტიკული შეხვედრისთვის. გაუზიარეთ ახლობლებს თქვენი წუხილი და საჭირო დახმარებას მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომა გამოიწვიოს, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge