დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:27 ორშ. 15 დეკემბერი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ახლობელი ადამიანის მიმართ თქვენი დამოკიდებულება ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, თანაც უარესობისკენ. იქნებ ზედმეტად მომთხოვნი გახდით?

ეცადეთ, საქმიანი ქაღალდები დროულად მოაწესრიგოთ, თორემ შეიძლება ის დიდი შეცდომების მიზეზი გახდეს. სავარაუდოდ, თქვენი სურვილები თქვენს შესაძლებლობებს არ შეესაბამება. მოგიწევთ თავი ბევრ რამეში შეიზღუდოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - უფულობის პერიოდი სამუდამოდ არ გაგრძელდება!

ამ დღეს მძიმე ფიზიკურ შრომას უნდა მოერიდოთ. თავს კომფორტულად მხოლოდ თანამოაზრეთა ან ოჯახის წევრთა წრეში იგრძნობთ.

კურო

ოთხ კედელში ნუ ჩაიკეტებით, მიეცით ბედს საშუალება, რომ გიპოვოთ! დაოჯახებულ კუროებს კი ვურჩევთ, ამ დღეს მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ და მეუღლეს თუნდაც პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთოთ.

სადილის შემდეგ სამსახურშიც და სახლშიც უამრავი საქმე გელით, მაგრამ საღამოს დასვენების დრო უნდა გამონახოთ. შესაძლოა, ზედმეტად მიმზიდველი შეთავაზება გაგიკეთონ, მაგრამ ნუ მოტყუვდებით და ოცნებებს რეალობად ნუ მიიღებთ. ერთი შეხედვით პერსპექტიული ნაცნობობა ილუზია აღმოჩნდება.

საცურაო აუზების, კინოთეატრების და მსგავსი საჯარო ადგილების მონახულებისგან უმჯობესია ცოტა ხნით თავი შეიკავოთ - არსებობს ინფექციის რისკი.

ტყუპები

თუ თქვენს ახლოს შურიანი ადამიანები არიან, სერიოზული სირთულეებისთვის უნდა მოემზადოთ. მალე შეგიძლიათ მიუწვდომელი მწვერვალები დაიპყროთ და წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიოთ, თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ნუ მოჰკიდებთ ხელს იმას, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ.

სავარაუდოდ, წლის ბოლომდე სამსახურებრივი მდგომარეობის განმტკიცებას და ხელმძღვანელობის თვალში ავტორიტეტის ამაღლებას შეძლებთ. მოერიდეთ ფინანსური ვალდებულების აღებას. დღეს შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც თქვენს საქმეებზე ან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენს.

კირჩხიბი

მოულოდნელი ნაცნობობა გელით - შესაძლოა, ქუჩაში საინტერესო ადამიანი დაგელაპარაკოთ. საღამოს თავს ძველი მეგობარი შეგახსენებთ, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით.

ეცადეთ, უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში უფროსს თვალში იშვიათად მოხვდეთ - არ არის გამორიცხული, რომ ცუდ ხასიათზე იქნება და ჯავრს თქვენზე იყრის. თუ მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავთ, ეცადეთ, მასში თანამოაზრეები ჩართოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდებათ.

დღეში მინიმუმ 20-30 წუთიანი ფეხით სეირნობა ჯანმრთელობის გაკაჟებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ქარიზმისა და მომხიბვლელობის ასამაღლებლად სასწრაფოდ უნდა მოიცილოთ დესტაბილიზაციის ენერგეტიკა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვდა. ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ოჯახთან ერთად ყოფნაა. ეცადეთ ურთიერთობების გამყარების გზები აღმოაჩინოთ, რაც თქვენს სახლს კიდევ უფრო თბილსა და მყუდროს გახდის.

დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მწვერვალზეა! ახლა ემოციური ფონი და შრომისუნარიანობა შემცირებულია, ამიტომ სასურველია შესვენება აიღოთ და მნიშვნელოვანი საქმეებით არ დაკავდეთ. შესაძლოა, ამ დღეს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ასე რომ, ყურადღებით იყავით.

ქალწული

უახლოესი 24 საათის განმავლობაში შესანიშნავი შანსი გექნებათ, რომ სასიყვარულო საქმეებში უამრავი შეცდომა გამოასწოროთ. შუადღეს მოსალოდნელია შეხვედრა ძველ მეგობრებთან.

დაოჯახებულ ქალწულებს ხელსაყრელი პერიოდი ელით - ერთმანეთს სიტყვის უთქმელად უგებთ, რაც კონფლიქტების შესაძლებლობას გამორიცხავს.

შესანიშნავი დღეა პროფესიული განვითარებისა და განახლებისთვის. არსებობს ხელსაყრელი გარემოებების ალბათობა, რაც თქვენს მატერიალურს მდგომარეობას გააუმჯობესებს.

დაგროვილი ფიზიკური და ემოციური დაღლილობა საშუალებას არ მოგცემთ, რომ ყველა დავალებასა და მოვალეობას გაუმკლავდეთ. მიეცით თავს უფლება, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

სასწორი

შესაფერისი დროა სასიყვარულო ურთიერთობების გაღმავებისთვის. ეცადეთ, ეს დღე მეორე ნახევარს, ოჯახსა და სახლის მოწყობას მიუძღვნათ.

ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან განმარტოებისთვის. ეცადეთ დრო გამონახოთ და პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს დიდი ხნის წინ მიეცით, შეასრულოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ.

პარტნიორის დატვირთული გრაფიკი და ყურადღების ნაკლებობა თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, რასაც შეიძლება დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. ნუ იქნებით ეგოისტი, გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, თქვენ გარდა, სამსახური და ახლობელი ადამიანებიც არიან. თუ დატვირთვას ვერ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარებისთვის კოლეგებს მიმართოთ.

მორიელი

შესაძლოა, საიდუმლო თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ - სავარაუდოდ, თქვენით საშუალო ასაკის, მუქთმიანი ადამიანი დაინტერესდება.

ნათესავებში მოსალოდნელია უთანხმოება. მიზეზი შეიძლება საბინაო დავა ან მეუღლის მშობლებთან ურთიერთობა გახდეს. თუ ემოციებს არ აჰყვებით, პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით.

ამ დღეს სამსახურში ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, რომელიც შემდგომში საშუალებას მოგცემთ, საინტერესო შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ.

სანამ საყვარელ ადამიანს პრეტენზიებს წაუყენებთ, დარწმუნდით, რომ თქვენამდე მოსული ინფორმაცია სიმართლეა და არა ჭორი.

ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან მუშაობისას და ფიზიკური დატვირთვები შეამცირეთ. ახლა ყველაზე მეტად მოდუნება და მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში პირადი ცხოვრებისთვის დრო არ დაგრჩებათ. და მაინც, მეუღლე რომ არ გაანაწყენოთ, ეცადეთ საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თითქმის ყველაფერი გამოგივათ, რასაც ამ დღისთვის დაგეგმავთ და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შეგმატებთ.

თუ აცნობიერებთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არ ხართ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. მიმდინარე საქმეში სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოთ — მოსალოდნელია სარისკო სიტუაციები, მათ შორის ფინანსური ზარალი.

არ ღირს მკურნალობა ხალხური საშუალებებით. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

თხის რქა

თქვენი სიყვარულის ყველა სირთულეს გაუძლებს, თუმცა ეჭვიანობა შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდეს. სული რომანტიკას ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით საყოფაცხოვრებო პრობლემებთან და მოსაბეზრებელ მოვალეობებთან გამკლავება მოგიწევთ. დღეს ყველაფერი იმაზე უკეთესად გამოგივათ, ვიდრე ოდესმე. თქვენ შეძლებთ გადალახოთ დაბრკოლება, რომელიც არჩეული მიმართულებით თქვენს წინსვლას ხელს უშლის. ე

ცადეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვანი საუბარი არა ტელეფონით, არამედ პირისპირ აწარმოოთ, რათა შესაძლებლობა გქონდეთ თანამოსაუბრის ემოციურ რეაქციას დააკვირდეთ.

გამორიცხული არ არის სტომატოლოგიური ხასიათის პრობლემები. გირჩევთ თუნდაც უმნიშვნელო კბილის ტკივილი არ უგულებელყოთ და რაც ექიმს შეიძლება ადრე ეწვიოთ.

მერწყული

სავარაუდოს, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც მომავალში მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ განმარტოების სურვილი გაგიჩნდათ, ასეთ იმპულსს ნუ შეეწინააღმდეგებით. მოერიდეთ სხვისი მოვალეობების საკუთარ თავზე აღებას - არასწორმა წარმოდგენებმა ან სიტუაციის მცდარმა შეფასებამ შეიძლება ფულადი დანაკარგები გამოიწვიოს.

არ არის საჭირო წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის მუდმივად საკუთარი თავის დადანაშაულება. რაც იყო, იმის შეცვლა შეუძლებელია, ახლა კი წინსვლაა საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს საათები საკუთარ თავს დაუთმოთ - წინ რთული დღე გელით.

თევზები

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების პერიოდი ახლოვდება. შესაძლებელია შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, რომელიც თქვენს მომავალზე კვალს დატოვებს.

საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით - თავიდან ყველაზე სერიოზული ამოცანები უნდა შეასრულოთ.

წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რათა ყველაფრის თავიდან კეთება არ მოგიწიოთ. დღეს სასარგებლო იქნება ფიზიკური აქტივობა და სპორტი, თუმცა გადაღლამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge