28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 სამ. 27 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს წარმატება თქვენი მეგზურია. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ვარსკვლავების მხარდაჭერით სასურველ შედეგს მიიღებთ. თქვენი საიმედო პარტნიორი ყველაზე რთული, მაგრამ პერსპექტიული იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგ კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია, ამიტომ სხვა დღისთვის უნდა გადაიტანოთ.
კურო
ამ დღეს უამრავი სირთულის და გაუგებრობის დაძლევა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანი უხეშად მოგექცეთ, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ, რომ ასეთი ქცევის უკან რაღაც მიზეზი იმალება. საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცავით და არაკეთილმოსურნეს ღირსეული პასუხი გაეცით. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ შური იძიოთ და წართმეული სიმშვიდე დაიბრუნოთ.
ტყუპები
ეცადეთ, ამპარტავნობა დაიცხროთ და გააცნობიეროთ, რომ ქებას სხვებიც იმსახურებენ. ეს თქვენ ირგვლივ მყოფებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს. შეიძლება, შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც იჩხუბეთ - ეს არის ბოდიშის მოხდისა და ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა. საღამოს გადახედეთ ადამიანების წრეს, ვისაც სახლში ხშირად მასპინძლობთ — სავარაუდოდ, მათ შორის არის ვიღაც, ვინც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს.
კირჩხიბი
სირთულემ, რომელიც ამ დღეს თქვენს გზაზე გაჩნდება, შესაძლოა, დასახული მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. ფიქრობთ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, მაგრამ ჯობია, რომ პრობლემები ახლობლებს გაუზიაროთ. მარტო ყოფნას მოერიდეთ და ეცადეთ, მთელი დღე საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ. უარი თქვით შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა!
ლომი
თავი არ მოიტყუოთ და იმ საქმის კეთება არ დაიწყოთ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. ჯობია, გულახდილად აღიაროთ, რომ ამა თუ იმ ამოცანის შესრულება თქვენს ძალებს აღემატება. ეცადეთ, საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრის დრო გამონახოთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გარშემომყოფთა მოხიბვლა გამოგდით, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
ქალწული
ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მალე ახალი პასუხისმგებლობები დაგაწვებათ. ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად – კარგად იცით, ადამიანები საკუთარი იდეებით როგორ დააინტერესოთ. უფროსი ნათესავის რჩევები ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ უფრო ხშირად უნდა მოუსმინოთ.
სასწორი
შემოქმედებითი პროფესიის სასწორებმა ეს დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ. შემოქმედებით იმპულსებს ნუ წაუყრუებთ და ეცადეთ, რაღაც გრანდიოზული შექმნათ. საღამოს შეიძლება უამრავი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც წარმოსახვის უნარს მოითხოვს. თუ უსიამოვნო სიმპტომები იგრძენით, ექიმთან მისვლა არ გადადოთ.
მორიელი
ეცადეთ, ამ ღამეს ნანახი სიზმარი დაიმახსოვროთ - მან შეიძლება მომავალზე გაცილებით მეტი გითხრათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის, რაც გაშინებთ, შეიძლება დიდი პრობლემების გადალახვაზე მიანიშნებდეს. ვარსკვლავები ახლა თქვენს მხარეს არიან. ასე რომ, ახალი საქმეების წამოწყების არ შეგეშინდეთ.
მშვილდოსანი
ყურადღების მოკრება გიჭირთ, ამიტომ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ ან სხვადასხვა გაუგებრობა წარმოიშვას. თქვენი მცდელობა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, შედეგს ვერ გამოიღებს — ამიტომ ჯობია, დინებას მიჰყვეთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მცირე გაუგებრობას ურთიერთობაში სირთულეები და გაუცხოება მოჰყვება.
თხის რქა
ამ დღეს წინასწარ შედგენილი გეგმების განხორციელებას ადვილად შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება და ბრწყინვალე იდეების გაჩენის იმედი არ უნდა გქონდეთ. საქმიანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. ახლა უმჯობესია, საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებს მოუსმინოთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი და ეცადეთ ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეთ.
მერწყული
პროფესიულ სფეროში დაშვებული ერთი შეცდომაც კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ, ამიტომ ყურადღებით იმუშავეთ როგორც ქაღალდებთან, ისე ადამიანებთან, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. წუთიერმა უყურადღებობამ შეიძლება კარგი კლიენტი ან მოგებიანი შეთავაზება დაგაკარგვინოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.
თევზები
ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მოწმე გახდებით და ეს სასიკეთო ცვლილებებია. თუ ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანს დაუმსახურებლად გული ატკინეთ, მოუბოდიშეთ და რამე გემრიელი აჩუქეთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობისგან და პირად ინფორმაციას ნურავის გაუზიარებთ - თქვენი სიტყვები შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან