6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22:00 შაბ. 5 აპრილი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღემ შესაძლოა სწრაფი წარმატების ილუზია შეგიქმნათ. სავარაუდოდ, მაცდურ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს. ამ დღეს სამსახურში მოტყუების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა საბუთი და ინფორმაცია — ცარიელ დაპირებებს ნუ ენდობით.
რჩევა: „არას“ თქმა ამ დღეს პრობლემებს აგაცილებთ. მხოლოდ სანდო წყაროებს ენდეთ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.
კურო
ამ დღეს თქვენს ფინანსურ სტაბილურობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. არსებობს მოულოდნელი ხარჯების, თაღლითობის ან არახელსაყრელი ინვესტიციის რისკი. განსაკუთრებით ფრთხილად ბიზნესმენები უნდა იყვნენ — არაოფიციალურ შეხვედრაზე შეიძლება, ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. ასევე, დიდი ცდუნებაა, რომ ფული ისეთი ნივთის შეძენაზე დახარჯოთ, რაც არაფერში გჭირდებათ.
რჩევა: აკონტროლეთ ხარჯები და თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებისგან. გირჩევთ ნებისმიერი ფინანსური ქმედება რამდენჯერმე გადაამოწმოთ.
ტყუპები
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი რაღაცას გიმალავთ, ან პირიქით –თავად ცდილობთ რაღაც დაუმალოთ. გახსოვდეთ რომ ეს ურთიერთობაში ეჭვებს და კონფლიქტებს გამოიწვევს. მარტოხელა ლომებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ცრუ იმედებია. შესაძლოა, ვიღაც თავს იმად არ გაჩვენებთ, ვინც სინამდვილეშია.
რჩევა: ამ დღეს სიტყვებზე მეტად ქმედებებს უნდა ენდოთ. ეცადეთ სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ. იდეალურ პირობებს ნუ დაელოდებით და პირველი ნაბიჯი გადადგით.
კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება ემოციურად გადაიღალოთ, რასაც შეიძლება შფოთვა, უძილობა ან თავის ტკივილები მოჰყვეს. კარგი იქნება, თუ ჩვეულ საქმეებს ცოტა ხნით დაივიწყებთ და ძალებს ახალ საქმეში მოსინჯავთ. თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე არაჯანსაღმა კვებამ ან ალკოჰოლმა უარყოფითად იმოქმედოს.
რჩევა: ნუ ეცდებით ემოციები მავნე ჩვევებით დაძლიოთ. ამის ნაცვლად, უმჯობესია ივარჯიშოთ ან მედიტაციას მიმართოთ.
ლომი
სამსახურში შეიძლება ინტრიგების მსხვერპლი გახდეთ - რომელიღაც კოლეგა შეეცდება, საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ ან საკუთარი პასუხისმგებლობა გადაგაბაროთ. შესაძლოა, შეფერხება მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებისას. თუ ბოლო დროს აუხსნელ დაღლილობას გრძნობთ, შეეცადეთ გარემო შეცვალოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და ის აკეთოთ, რაც მოგწონთ.
რჩევა: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სხვა ადამიანების კონფლიქტებში ჩართვას მოერიდეთ. გახსოვდეთ, რომ არასწორად ნათქვამი სიტყვა შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.
ქალწული
ქალწულებო, ამ დღემ შეიძლება სიყვარულში იმედგაცრუება მოგიტანოთ. ალბათ გააცნობიერებთ, რომ პარტნიორთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მოლოდინები გქონდათ. შესაძლოა, სასწრაფოდ გეგმების შეცვლა, ახალ პირობებთან შეგუება ან მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. მარტო მყოფი ქალწული შეიძლება ისეთმა ადამიანმა მოხიბლოს, რომლის სიტყვების უკან დიდი სიყალბე იმალება.
რჩევა: დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. მიეცით დროს საშუალება, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს.
სასწორი
ფინანსურად რთული დღეა. იმპულსური გადაწყვეტილების ან ვიღაცის თაღლითობის შედეგად შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. შესაძლოა, სწრაფი მოგების იდეა შემოგთავაზონ, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ თვალის ახვევაა. ფრთხილად იყავით ონლაინშეკვეთებისა და ფულადი გადარიცხვების დროს — შეცდომის ან თაღლითობის ალბათობის რისკი მაღალია.
რჩევა: ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კარგად დაფიქრდით - ნამდვილად გჭირდებათ თუ არა. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურებს და ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ.
მორიელი
შესაძლოა, სასიცოცხლო ენერგიის მკვეთრი ვარდნა იგრძნოთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, წნევის ცვალებადობა ან თავის ტკივილები. საღამოს ემოციური ფონი შესაძლოა არასტაბილური იყოს, ამიტომ უმჯობესია, დაძაბულ საუბრებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. ამ დღეს ინტუიცია თქვენი მთავარი დამხმარეა, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ.
რჩევა: თქვენს სხეულს დასვენება სჭირდება. ნაკლები ინერვიულეთ, მსუბუქად ისადილეთ, სრულფასოვნად იძინეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ფიქრობთ, რომ პარტნიორი რამეს გიმალავთ, ან თავად არ ხართ დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით - მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ნუ დაელოდებით, რომ გარემოებები თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება, უბრალოდ შექმენით სიტუაცია, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ.
რჩევა: ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. ზოგჯერ პასუხებს მაშინ ვპოულობთ, როდესაც აღარ ვეძებთ.
თხის რქა
თხის რქებო, სამსახურში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. შურიანი კოლეგა თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ჯობს, ახალი ვალდებულებების ან საეჭვო წინადადებების მიღებისგან თავი შეიკავოთ - შეცდომა დაგბრალდებათ, რომელიც არ ჩაგიდენიათ. თუ პარტნიორთან ერთად რაიმეს განხილვას ან გრძნობების აღიარებას გეგმავთ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.
რჩევა: თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვისაც არ ენდობით და თქვენი გეგმები დროზე ადრე არ გაამჟღავნოთ. ყურადღება უკვე დაწყებულ საქმეებზე გაამახვილეთ და ახალი საქმე არ წამოიწყოთ.
მერწყული
მერწყულების ფინანსური მდგომარეობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ეს დღე არახელსაყრელია კრედიტის ასაღებად. სავარაუდოდ, სახლთან ან ტექნიკასთან დაკავშირებული მოულოდნელი ხარჯები გელით. სხვა ადამიანების კონფლიქტში ნუ ჩაერევით, თუ ამას არავინ გთხოვთ.
რჩევა: სასურველია, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადოთ. გადაამოწმეთ ბიუჯეტი და ეცადეთ, ზედმეტი არ დახარჯოთ.
თევზები
თევზებო, ამ დღეს შეძლება ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდეთ. ურთიერთობებს იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე სინამდვილეშია. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორიც იმავეს არ გრძნობს, რასაც თქვენ, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევს. ასევე, მოსალოდნელია ემოციური მანიპულაცია თქვენგან ახლობელი ადამიანის მხრიდან.
რჩევა: ნუ დახუჭავთ თვალს საყურადღებო მინიშნებებზე და არავის მისცეთ უფლება, თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან