რატომ უწოდებენ იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას?
16:15 ორშ. 29 სექტემბერი

იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანა პირველად ჩინელებმა უწოდეს - მათთვის მზე იმ მხარეს ამოდიოდა, სადაც იაპონური კუნძულები მდებარეობდა.
იაპონელებს ეს მეტაფორა ძალიან მოეწონათ და თავიანთ ქვეყანას „ნიპონი“ უწოდეს, რაც „მზის დაბადების ადგილს“ ნიშნავს. გეოგრაფიულად, ეს შესაფერისი სახელია - იაპონია მსოფლიო რუკაზე ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობს და იაპონელები მზის ამოსვლას პლანეტაზე ყველაზე ადრე ხვდებიან.
XIII საუკუნის ბოლოს იტალიელმა მოგზაურმა, მარკო პოლომ გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც აზიაში მისი მოგზაურობის შესახებ გვიამბობდა. მის წიგნში მოხსენიებული იყო შორეული კუნძული, რომელსაც ჩინელები „ჩიპინგუს“ უწოდებდნენ ანუ „მიწას, სადაც მზე იბადება“. ეს ლამაზი, პოეტური სახელი შემდგომში ევროპული ენების უმეტესობაში დამკვიდრდა.
„ამომავალი მზის ქვეყანა“ ოფიციალურ დოკუმენტებსა და დიპლომატიურ მიმოწერაში ჯერ კიდევ VII საუკუნის გამოჩნდა. შემდგომში ეს სახელი მტკიცედ დამკვიდრდა და საუკუნეების განმავლობაში იაპონიასთან ასოცირდებოდა, 1868 წელს კი იაპონიის დროშაზე, რომელსაც ნისეეკი (მზის დროშა) ქვია, მზის წითელი დისკი გამოჩნდა.
წითელი წრე ყველა იაპონელისთვის უძველესი და წმინდა გამოსახულებაა, რომელიც ცის, ნაყოფიერების, კეთილდღეობისა და იმპერატორის სიმბოლოა, ამიტომ, მას ხშირად სამურაების ჯავშანსა და დროშებზე გამოსახავდნენ. მზის დისკი ხშირად შინტოისტურ სალოცავებს ან იაპონურ გემებზე აღმართულ დროშებს ამშვენებდა.
ამ დრომდე იაპონურ კულტურაში მზე ბედნიერებას, კეთილდღეობას, აყვავებას, სიმდიდრეს და წარმატებას განასახიერებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან