საკნატუნო ამბები

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს ადამიანის ენა ესმით

fun time

15:21

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

14
დაკოპირებულია

ჟურნალში PLOS ONE გამოქვეყნებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლებს სახეობათაშორისი კომუნიკაცია შეუძლიათ. კალიფორნიის უნივერსიტეტში (University of California) ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელმაც შინაურ ცხოველებს ხმოვანი ღილაკების გამოყენება ასწავლა, მსოფლიოში უდიდესი პროექტის ნაწილი გახდა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ღილაკების გამოყენებას მიჩვეული ძაღლები გარკვეულ სიტყვებს აღიქვამენ და მათზე შესაბამისად რეაგირებენ. იმის მიუხედავად, პატრონი წარმოთქვამდა, უცხო ადამიანი თუ ღილაკი, ძაღლები სწორად რეაგირებდნენ სიტყვებზე: „თამაში“ და „გარეთ“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძაღლები მხოლოდ პატრონის სხეულის ენას კი არ კითხულობენ, არამედ ნამდვილად ესმით სიტყვები და მათ შინაარსს ამუშავებენ.

„ჩვენმა კვლევამ დაასრულა საზოგადოებაში არსებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობის გააზრება. შედეგები აჩვენებს, რომ ძაღლები უშუალოდ სიტყვებზე რეაგირებენ და არა თანმდევ სიგნალებზე“.

კვლევა ორ ურთიერთდაკავშირებულ ექსპერიმენტს მოიცავდა. პირველში 30 ძაღლი და მათი პატრონი მონაწილეობდა, სადაც დამკვირვებლები ძაღლების ღილაკებზე რეაქციას აკვირდებოდნენ, მეორეში კი 29 ძაღლის პატრონი ცდებს დამოუკიდებლად, დისტანციური ინსტრუქციების მიხედვით ატარებდა. კვლევის სანდოობას განსაკუთრებით ის გარემოება ამყარებს, რომ მისი მეთოდოლოგია ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო.

ეს ნაშრომი სრულიად ახალ ჰორიზონტს ხსნის ადამიანისა და შინაური ცხოველის ურთიერთობის შემდგომი კვლევისთვის და ძაღლების შემეცნებითი სამყაროს სიღრმისეულ გააზრებაში გვეხმარება.

***

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გონიერების შესახებ:

ძაღლებს ესმით რას ამბობთ (კონკრეტული სიტყვა) და როგორ ამბობთ (ტონი). მაგალითად, სიტყვა „სეირნობა“ რომ ჩვეულებრივი, მშვიდი ხმით თქვათ, მაინც მიხვდება, რას ნიშნავს.

ის თქვენს ლაპარაკს უწყვეტ ხმაურად კი არ აღიქვამს, არამედ სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევას ახერხებს (დაახლოებით ისე, როგორც პატარა ბავშვი სწავლობს მოსმენას).

ძაღლს საშუალოდ, 100-ზე მეტი სიტყვისა და ფრაზის მნიშვნელობა ესმის.

ცუგა ნამდვილი ფსიქოლოგია: სიტყვების გარდა, შესანიშნავად ხვდება ჩვენს ჟესტებს, გამოხედვასა და ხასიათს.

მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ესაუბრებით, მას ნამდვილად ესმის თქვენი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი