საკნატუნო ამბები

რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთში კოლჰოტებით?

fun time

19:43 შაბ. 2 მაისი

რატომ ბანაობენ
ავსტრალიის ჩრდილოეთში
კოლჰოტებით?

14
დაკოპირებულია

ავსტრალია ტურისტებისთვის საინტერესო და ამოუცნობი ქვეყანაა. აქ ბევრ ისეთ უცნაურობას ნახავთ, რომელიც ტურისტისთვის გაუგებარია,  ადგილობრივებისთვის კი ცხოვრების წესს წარმოადგენს. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თითქმის ყველა დასახლება წყალთან ახლოსაა, ამიტომ ავსტრალიელებს ცურვა ძალიან უყვართ, თუმცა წყალში მხოლოდ საცურაო კოსტიუმით არასდროს შედიან. რატომ?

ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით, ქვინზლენდის შტატში, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი მდებარეობს. წყნარი ოკეანის სანაპიროზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას კოლჰოტებსა და გრძელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები იპყრობენ. სინამდვილეში, ამაში უჩვეულო არაფერია და „მოდურ ტენდენციას“ საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს.

მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ამ ადგილებში უამრავი უბედური შემთხვევა ხდებოდა — ადამიანები საბანაოდ შედიოდნენ და იღუპებოდნენ. მეცნიერები და მაშველები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ადგენდნენ, რის გამოც ამ ადგილებში ბანაობა აიკრძალა.

ერთადერთი, რისი დადგენაც შეძლეს ის იყო, რომ ყველა დაღუპულს გული გაუჩერდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ მსხვერპლი მოულოდნელად მწვავე ტკივილს გრძნობდა, სუნთქვა უძნელდებოდა, გულისცემა უჩქარდებოდა და გონებას კარგავდა. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ნაპირზე დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდა. თუ ვინმე ნავზე ასვლას და გადარჩენას მაინც შეძლებდა, დიდი ხნის მანძილზე ძლიერი სისუსტით და კრუნჩხვებით იტანჯებოდა.

ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ოკეანეში ბევრი საფრთხეა: მტაცებელი თევზები, შხამიანი გველები და მედუზები, თუმცა, მათი ნაკბენით გამოწვეული სიმპტომები არ ჰგავდა იმას, რაც კვინსლენდის სანაპიროებზე ხდებოდა.

აბორიგენებს სჯეროდათ, რომ ოკეანის წყალში ბოროტი სული დასახლდა, რომელიც მცურავებს ტანჯვით კლავდა. სხვები ფიქრობდნენ, რომ ადამიანების სიკვდილში დამნაშავე რომელიღაც დაუდგენელი ზღვის არსება იყო, თუმცა არც ამის მტკიცებულება არსებობდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც უბედური შემთხვევების გახშირებამ კურორტის რეპუტაცია დააზიანა, სერიოზული კვლევები დაიწყო.

ტრაგედიის მიზეზი 1955 წელს გაირკვა, როდესაც ნაპირთან მოთამაშე ბავშვმა მოულოდნელად გონება დაკარგა და გარდაიცვალა. ბიოლოგმა ჰუგო ფლეკერმა ტრაგედიის ადგილის სასწრაფო შემოსაზღვრა და წყლის საგულდაგულოდ დათვალიერება მოითხოვა. მეცნიერის ბადეში წყალმცენარეები, თევზები და რამდენიმე უწყინარი მედუზა მოჰყვა, თუმცა, ბიოლოგმა ერთი უცნაური მედუზაც შენიშნა, რომელიც აქამდე არასდროს ენახა. მალე გაირკვა, რომ სწორედ ეს იყო უხილავი მკვლელი, რომელიც ადამიანებს თავზარს სცემდა. მას კუბომედუზა (Box Jellyfish) უწოდეს, რადგან ჩვეულებრივი ფორმის ნაცვლად, კვადრატული ფორმა ჰქონდა. მედუზას მთავარი თავისებურება აბსოლუტური გამჭვირვალობაა. წყალში ის სრულიად უხილავია და მისი დანახვა მხოლოდ ულტრაიისფერი ლამპით შეიძლება. მეცნიერმა მედუზის საცეცებში ნემატოციტების შემცველი სასიკვდილო შხამი აღმოაჩინა, რომელიც საშინელ დამწვრობას და მყისიერ სიკვდილს იწვევს.

მედუზის ახალ სახეობას „ხირონექსი“ (ბერძ. Chironex) დაარქვეს, რაც ქართულად „სიკვდილის ხელს“ ნიშნავს. მედუზის შხამი იმდენად ძლიერია, რომ წყლის ერთ ბინადარს ერთდროულად 60 ადამიანის მოკვლა შეუძლია. აღმოჩნდა, რომ „ხირონექსსს“ წითელი ფერის განსაკუთრებით ეშინია, ამიტომ პლაჟები წითელი ბადეებით შემოსაზღვრეს, ხოლო იმისთვის, რომ საცეცებთან შემთხვევითი შეხება აირიდონ, ადამიანებმა კოლგოტების ჩაცმა დაიწყეს. საქმე ისაა, რომ მედუზა გრძნობს ეხება თუ არა ცოცხალ არსებას. თუ საცეცსა და კანს შორის ქსოვილის თუნდაც თხელი ფენაა, შხამიანი უჯრედები არ აქტიურდება და ტოქსინი არ გამოიყოფა.

***

რატომ არ ჭამენ ავსტრალიელები გარეულ კურდღელს, რომელიც კონტინენტზე ასობით მილიონია?

ავსტრიელმა მეცნიერებმა 30 ათასზე მეტი უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?