სილამაზე/ჯანმრთელობა

აპრილის მაგნიტური დღეების კალენდარი

fun time

12:00 კვი. 2 აპრილი, 2023 წელი

აპრილის მაგნიტური
დღეების კალენდარი

14
დაკოპირებულია

2023 წლის გაზაფხულის მეორე თვეს რამდენიმე ძლიერი, საშუალო და სუსტი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი გველის, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გაიგეთ, აპრილის რომელ დღეებშია მაგნიტური ქარიშხლები და როგორ უნდა დაიცვათ ჯანმრთელობა ამ დროს.

 

მაგნიტური ქარიშხალი თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს - ზოგი დეპრესიული განწყობით ან შაკიკით იტანჯება, ზოგი ქრონიკული დაავადებების გამწვავებას ებრძვის. მოსალოდნელ პრობლემებს რომ მომზადებული შეხვდეთ ეს დღეები უნდა დაიმახსოვროთ:

  • 1 აპრილი - დაბალი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი.
  • 7 აპრილი - დაბალი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი
  • 10 აპრილი - დაბალი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი.
  • 18 აპრილი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი.
  • 20 აპრილი — საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.

მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
  • მადის დაკარგვა
  • დეპრესიული განწყობა
  • არტერიული წნევის მომატება ან შემცირება
  • ძილის დარღვევა
  • სახსრების ტკივილი
  • სისუსტე ან დაღლილობა
  • ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

როგორ შევამციროთ მაგნიტური დღეების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე:

სიმძლავრის დონის გათვალისწინებით, მაგნიტურმა შტორმმა შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ადამიანზეც კი მოახდინოს გავლენა. სახიფათო დღეებში ჯანმრთელობის დასაცავად ექიმების მარტივი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ:

1. იკვებეთ სწორად და ივარჯიშეთ.

2. გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი დასვენება და ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა.

3. დალიეთ საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი.

4. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და უსარგებლო საკვებს.

5. მოერიდეთ სტრესს.

6. მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები.

გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი

რა არის კაპერსი? - არომატული დელიკა...

რა არის კაპერსი?

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო დ...

რომელი ბრინჯი ჯობია?

აღმოჩენილია ქოლესტერინის დამწევი სა...

ქოლესტერინის დამწევი
სანელებელი

შემწვარი კარტოფილი იმაზე ჯანსაღი და...

როგორ შევწვათ კარტოფილი

ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯან...

დილის ყავა გულის
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

როგორ მოქმედებს ხელსაქმე და ლოცვა ტ...

როგორ მოქმედებს ხელსაქმე
და ლოცვა ტვინის
ჯანმრთელობაზე

შავი ნიორი - რატომ არის ის სიცოცხლი...

შავი ნივრის სასარგებლო
თვისებები

ინტერვალური შიმშილის ყველაზე შედეგი...

ინტერვალური შიმშილის
ყველაზე შედეგიანი რეჟიმი