სილამაზე/ჯანმრთელობა

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივარში შენახვა?

fun time

14:16 ოთხ. 22 ოქტომბერი, 2025 წელი

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?

14
დაკოპირებულია

უმეტესობა ჩვენგანი ყველა მედიკამენტს, მათი განსხვავებული მახასიათებლების მიუხედავად, ერთ ადგილას ვინახავთ, თუმცა მწარმოებლები და ექიმები ყოველ ჯერზე გვაფრთხილებენ, რომ მედიკამენტების არასწორად შენახვამ შეიძლება მათი შენახვის ვადა მნიშვნელოვნად შეამციროს, გვერდითი მოვლენების რისკიც გაზარდოს და ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს.

მაგალითად, ზოგჯერ ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას, აქტიური ინგრედიენტები იშლება და ტოქსიკური დაშლის პროდუქტები წარმოიქმნება, რაც პრეპარატის ეფექტიანობას ამცირებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წამლის შენახვა მაცივარში.

მედიკამენტებს შორის, რომლებიც დაბალ ტემპერატურაზე შენახვას მოითხოვს, არის: ინსულინი, ანტიბიოტიკები, იმუნომოდულატორები, ვაქცინები და შრატები, ჰორმონალური საშუალებები, მზა სუსპენზიები, ნაყენები, სანთლები, თვალისა და ყურის წვეთები და სხვადასხვა მალამო.

მედიკამენტები მაცივარში მხოლოდ შეფუთვის გახსნის შემდეგ უნდა შეინახოთ. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ:

  • მედიკამენტების მაცივრის კარში შენახვა არასასურველია — მაცივრის ხშირად გაღება ტემპერატურის მერყეობას იწვევს. უმჯობესია, მოათავსოთ ისინი თაროზე, ჰერმეტულ კონტეინერში.
  • თავიდან უნდა აიცილოთ კონდენსაცია — წამლები საყინულიდან და ტენის წარმომქმნელი საკვებისგან (ხილი და ბოსტნეული) მოშორებით უნდა შეინახოთ.

ოთახის ტემპერატურაზე წამლის შენახვისას კი:

  • დაიცავით მზის სხივებისგან — მათი ზემოქმედება ქიმიურ რეაქციებს იწვევს, რომლებმაც შეიძლება მედიკამენტს ეფექტი დაუკარგოს, ამიტომ მედიკამენტები აუცილებლად დახურულ კარადაში უნდა შევინახოთ.
  • მოერიდეთ წამლის შენახვას სააბაზანო ოთახის ან სამზარეულოს კარადაში, სადაც მაღალი ტენიანობაა, რადგან მედიკამენტების უმეტესობა სითხეს კარგად იწოვს.

გახსოვდეთ, რომ მწარმოებლის მიერ მითითებული ვარგისობის ვადა ეფექტიანობის გარანტიას მხოლოდ სწორად შენახვის პირობებში იძლევა.

არასწორ ტემპერატურაზე შენახული მედიკამენტების ფერი ან კონსისტენცია შეიძლება შეიცვალოს და ამ შემთხვევაში ისინი აუცილებლად უნდა გადაყაროთ!

ესეც უნდა იცოდეთ:

შეიძლება თუ არა პურის შენახვა მაცივარში?!

რატომ არის საშიში წამლისთვის ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლება?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?

რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?

ხიზილალას სასარგებლო
თვისებები

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს