მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ ბროწეულის სოუსი?
14:00 სამ. 14 თებერვალი, 2023 წელი
მაშარაფი ბროწეულის წვენის შესქელების გზით მიღებული საკმაზია. მისი სახელი აზერბაიჯანულიდან ითარგმნება, როგორც "ბროწეულის ღვინო".
მაშარაფის მომზადება
მაშარაფი მწიფე ბროწეულისგან მზადდება.
პირველ რიგში, ბროწეული უნდა გაასუფთაოთ და მარცვლები ქვაბში ჩაყაროთ. ქვაბი ნელ ცეცხლზე დადგით და ხის საჭყლეტის დახმარებით მარცვლებიდან წვენი გამოწურეთ.
ამის შემდეგ ბროწეულის წვენი ოთხად გადაკეცილ დოლბანდში გაწურეთ და მეორე ქვაბში ჩაასხით. გაწურული წვენი ისევ ნელ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ (ამ დროს ხის კოვზით უნდა ურიოთ).
ბროწეულის წვენი მანამდე უნდა ადუღოთ, სანამ თავდაპირველი მოცულობის 20% დარჩება. მაშარაფი ამ დროს თხელი არაჟნის კონსისტენციის იქნება.
დაბალანსებული გემოს მისაღებად მზა საკმაზს მარილი, შაქარი და სანელებლები უნდა დაუმატოთ. ამის შემდეგ მზა მაშარაფი მინის ჭურჭელში უნდა ჩაასხათ, გააგრილოთ და მაცივარში შეინახოთ.
მაშარაფი მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ბროწეული - 1კგ.
- მარილი - გემოვნებით
- დაფქული შავი პილპილი – გემოვნებით
- ხმელი ქინძი - 1 მწიკვი
- დარიჩინი - 1 მწიკვი
- ხმელი რეჰანი - 2 მწიკვი
- შაქარი - გემოვნებით.
მაშარაფის სასარგებლო თვისებები
• ის აძლიერებს იმუნურ სისტემას
• სისხლში ჰემოგლობინის დონეს ზრდის და არტერიულ წნევას აწესრიგებს
• შარდ-სასქესო სისტემაში ანთებით პროცესებს აქრობს
• გულის კუნთს აძლიერებს და სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან ასუფთავებს
• ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს,
• დადებითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე და აფერხებს ასაკობრივი ლაქების გაჩენას
• აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას
• სხეულს ვიტამინებითა ამდიდრებს
• პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს
• დიარეას კურნვს.
რას უხდება მაშარაფი
ამ ბლანტ, მომჟავო-მოტკბო საკმაზს ხორცის, ფრინველის და თევზის კერძებთან ერთად მიირთმევენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან