ჩიყვი - რა დაავადებებია გაერთიანებული ამ ტერმინის ქვეშ?!

ექიმის კონსულტაცია

8 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაავადებებს ხშირად „ჩიყვის“ ტერმინის ქვეშ აერთიანებენ. თუმცა, ამ დაავადებებს განსხვავებული სიმპტომატიკა და მკურნალობის მეთოდები ახასიათებს. გვესაუბრება ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

რა დაავადებაა ჩიყვი?


ჩიყვი კლინიკური ცნებაა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს. (ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია და  მისი ზომები, ქალებში - 10-დან - 183 სმ-ს, ხოლო მამაკაცებში - 10-დან 253 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.)
ჩიყვი შეიძლება იყოს: დიფუზური, კვანძოვანი და დიფუზურ-ტოქსიკური.
დიფუზური ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნადაა გადიდებული და თუ ამ დროს მასში არ აღინიშნება ჰორმონალური ცვლილებები, მკურნალობას არ საჭიროებს;
კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია სტრუქტურული ჩანართების (კვანძების) გამო. კვანძი კი, მოგეხსენებათ, სიმსივნური წარმონაქმნია და  შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი. თუმცა მიუხედავად თავისი თვისებისა, თუ კვანძი 1,5 სმ-ზე დიდი ზომისაა, ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი.
დიფუზურ-ტოქსიკურია ჩიყვი, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და პარალელურად საჭიროზე მეტი რაოდენობით ჰორმონებს გამოიმუშავებს. დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი მოსახლეობაში „შხამიანი ჩიყვის“ სახელით გავრცელებულ ე.წ. ბაზედოვის დაავადებასაც იწვევს, რომელსაც ტოქსიკურად მიმდინარე მძლავრი კლინიკური სურათი ახასიათებს.
გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი, ზომის პათოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, ფუნქციას ინარჩუნებს. ასეთ მდგომარეობას ეუთიროიდული ჩიყვი ეწოდება. ამ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი თავისი მოცულობით გაზრდილია, მაგრამ ფუნქცია არ ეცვლება.


 


რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს?


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
გენეტიკური ფაქტორი;
ორგანიზმში იოდის ნაკლებობა;
სიმსუქნე;
ზედმეტი სიგამხდრე, ანუ კახექსიური მდგომარეობა;
საკვები დანამატები, ანუ ემულგატორები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კვებაში;
რკინისა და მაკრო-მიკროელემენტების დეფიციტი და ა.შ.


 


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ძირითადი სიმპტომები 


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები, ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისა და სიჭარბის მიხედვით განსხვავებულია და ორ ჯგუფად იყოფა.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას ავადმყოფს აღენიშნება:
ძილიანობა;
მეხსიერების დაქვეითება;
ბრადიკარდია (გულისცემის შენელება);
დაბალი არტერიული წნევა ან მისი ხშირი ცვალებადობა;
წონის მატება;
მოძრაობისა და მეტყველების შენელება;
კანის სიმშრალე;
თმის ცვენა;
ფრჩხილების მტვრევადობა.


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებისას კი, პირიქით, აღინიშნება:
მომატებული აგზნებადობა;
ემოციურობა;
გულის ფრიალი;
ხელის თითების კანკალი (ტრემორი);
ჭარბი ოფლიანობა;
არტერიული წნევის მომატება;
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);
თვალების წინ წამოწევა (ეგზოფტალმი);
წონის სწრაფი კლება;
კუჭ-ნაწლავის გახშირებული მოქმედება და ა.შ.


 


დიაგნოსტიკის მეთოდები


ჩიყვის პირველადი დიაგნოსტიკა შესაძლებელია პალპაციით.
თუმცა არსებობს, გარკვეული ტიპის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რომლებიც ამ მეთოდით არ ისინჯება და ასეთ შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად მიმართავენ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას (ექოსკოპიას), რომელიც საფუძვლიანად ახდენს  ჯირკვლის სტრუქტურულ და მოცულობით დათვალიერებას.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად, ასევე, აუცილებელია  სისხლში თირეოიდული ჰორმონების თავისუფალი ფრაქციებისა და თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამოკვლევა.
რაც შეეხება კვანძების ავთვისებიანობის განსაზღვრას, ამისთვის  ფუნქციურ ბიოფსიას იყენებენ. თუმცა,100%-ით სწორი დიაგნოზის გარანტიას ეს მეთოდი ვერ იძლევა, რადგან ზოგ შემთხვევაში კვანძი შეიძლება მხოლოდ სანახევროდ იყოს ავთვისებიანი და ზუსტად იმ ნაწილში ვერ მოხდეს დამიზნება.


 


მკურნალობის გზები


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
თერაპიული მკურნალობა (პროფილაქტიკური (იოდით), ჩანაცვლებითი (თიროქსინით), თირეოსტატიკური საშუალებები და ა.შ.).
ქირურგიული ჩარევა - მიზანშეწონილია: თუ ჩიყვი კვანძოვანია, თუ კვანძის ზომა 1,5 სმ-ს აღემატება (ამ ზომის კვანძი მედიკამენტურ მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარება), თუ ჩიყვი დიფუზურად გადიდებულია, ან თირეოტოქსიკოზის კომპენსაცია  მედიკამენტოზურად ვერ ხერხდება.


 


პრევენცია


საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იოდდეფიციტურ ქვეყნად ითვლება, აქედან გამომდინარე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, პრევენციისთვის კი საჭიროა:
იოდის შემცველი პრეპარატების მიღებით ჩიყვის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკიდან; 
ზღვის აბაზანები - განსაკუთრებით დილის საათებში;
კვების რაციონში დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტებისა და მწვანე ბოსტნეულის ჩართვა (კიტრი, კივი, მწვანე სალათის ფურცლები, კომბოსტო, ბროკოლი და ა.შ.);
იოდიზებული მარილით გამდიდრებული საკვების მიღება.
აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ იოდი არის ნივთიერება, რომელიც ნებისმიერი ტემპერატურული რეაქციისას ორთქლდება. ამიტომ უნდა დავიცვათ იოდიზებული მარილის მოხმარების წესები:
იოდიზებული მარილი უნდა მოვათავსოთ თავდახურულ ქილაში და  შევინახოთ ბნელ და მშრალ ადგილას; ყოველი მოხმარების შემდეგ, მჭიდროდ დავაფაროთ თავსახური; არ გამოვიყენოთ მარილი კერძის მომზადების პროცესში და მოვაყაროთ კერძს მხოლოდ დუღილის დასრულების შემდეგ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?