როგორია თბილისის უნიკალურობა ნახევარსაუკუნოვანი რაკურსით?

ერთი რაკურსით

26 ნოემბერი 16:00, 2015 წელი
108

მუხრანის ხიდი შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი იყო ამიერკავკასიაში. ამ ულამაზესი ხიდის სავალი ნაწილის მოსაფენად ავსტრალიიდან სპეციალურად ევკალიპტის ძელაკებიც კი ჩამოუტანიათ...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალური კორპუსი
სსმ 1956 წლიდან ფუნქციონირებს.
მისი ცნობილი მისამართი იყო ლენინის ქუჩა 68, ამჟამად მ. კოსტავას ქ. 68.


 


მ. კოსტავას ქუჩა ტელევიზიის შენობის წინ




სასტუმრო „ივერია“ და სასტუმრო „რედისონი“
1964 წლის 16 იანვარს რუსთაველის პროსპექტისა და ინაშვილის ქუჩის კუთხეში საძირკველი ჩაეყარა ოცდაორსართულიანი სასტუმროს მშენებლობას. იგი დასრულდა 1967 წელს. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1965 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასტუმროს ეწოდა „ივერია“. შენობის მოსაპირკეთებლად გამოიყენეს გრანიტის ახალი ჯიში – რიკოთა, მარმარილო, თეძამის ფირუზისფერი ტუფი, ხის მაგარი ჯიშები, ალუმინის ვიტრაჟები, პოლირებული მინა და სხვ.


 


საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი დარბაზი
აშენდა 1971 წელს, არქიტექტორია ივანე ჩხენკელი, კონსტრუქტორი - შ. გაბაშვილი.


 


მელიკ აზარიანცის სახლი (მარცხნივ)  და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა (მარჯვნივ)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობა 1946 წ. აიგო (არქიტექტორებიმ. ჩხიკვაძე და მ. ჩხეიძე), თავად საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, 1941 წლის თებერვალში დაფუძნდა.
პირველ პრეზიდენტად აირჩიეს აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. იგი 30 წლის მანძილზე (1941-1972) ხელმძღვანელობდა აკადემიას.
1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი იყო ილია ვეკუა, 1978-1986 წლებში - ევგენი ხარაძე, 1986-2005 წლებში - ალბერტ თავხელიძე, 2005 წლიდან - თამაზ გამყრელიძე, 2013 წლიდან აკადემიის პრეზიდენტია გიორგი კვესიტაძე.


 


მუხრანის ხიდი და ბარათშვილის ხიდი
მუხრანის ხიდი შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი იყო ამიერკავკასიაში.
ხიდების მშენებლობაში ცნობილი მეცნიერის და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ევგენი პატონის პროექტით ლითონის ერთმალიანი ხიდი 1911 წელს ხუთ თვეში ააგეს.  ამ ულამაზესი ხიდის სავალი ნაწილის მოსაფენად ავსტრალიიდან სპეციალურად ევკალიპტის ძელაკებიც კი ჩამოუტანიათ. მუხრანის ხიდი (ეს მემკვიდრეობით მიღებული სახელწოდებაა) 1965 წლამდე ფუნქციონირებდა.
როდესაც მის დემონტაჟს იწყებდნენ, გოგლა ლეონიძე ცდილობდა ხიდის გადარჩენას. მაღალ ინსტანციებშიც დადიოდა, ითხოვდა, ხიდი არ დაეშალათ, მაგრამ მაინც დაშალეს. იგი ქართულმა კინომ შემოინახა ფილმებში: „ჩვენი ეზო“ და „სხვისი შვილები”.