„უძღები შვილის დაბრუნება“ - უკანასკნელი შედევრი, რომელშიც რემბრანდტმა პირადი ტრაგედია ასახა

ერთი შედევრის ისტორია

19 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

უდიდესი ჰოლანდიელი ფერმწერის რემბრანდტ ვან რეინის შემოქმედებითი გზა მთავრდება შედევრით, რომელიც კიდევ საუკუნეები მონუსხავს კაცობრიობას და რომლის თემაც მუდმივად შეგვახსენებს არსებობის აზრსა და ცხოვრების მთავარ ღირებულებას.

რემბრანდტის მიერ 63-წლიანი მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნახატების უმრავლესობა დღეს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობაა და საუკეთესო მუზეუმებშია განთავსებული. 

„უძღები შვილის დაბრუნება“, რომელსაც ჰოლანდიელი ოსტატის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევენ, რემბრანტმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დახატა და ცნობილი ბიბლიური სიუჟეტით თავისი ცხოვრების ტრაგიკული მოვლენა ასახა.
ტილოს ბიბლიური სიუჟეტი ყველასთვის ცნობილია: მამას ორი ვაჟი ჰყავდა. უფროსი გამრჯე და საქმიანი იყო და მამას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, ხოლო უმცროსი ქარაფშუტა აღმოჩნდა. მან მშობელს მემკვიდრეობიდან წილი მოსთხოვა და გართობისა და თავაშვებული ცხოვრების მორევში გადაეშვა.
როცა ქონება ქარს გაატანა და ხელცარიელი დარჩა, ვაჟი იძულებული გახდა, თავი ღორების მწყემსვითა და მათხოვრობით ერჩინა. დიდხანს იწვალა და ბოლოს მაინც მამის კერას დაუბრუნდა. რემბრანდტის სურათზე იგავის უკანასკნელი ეპიზოდია ასახული, როდესაც დარდისა და შვილის მონატრებისგან წელში გატეხილი მოხუცი მამა მონატრებულ შვილს გულში იკრავს.

უძღები შვილის დაბრუნების ბიბლიური მოტივი არაერთი ცნობილი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა, თუმცა რემბრანდტისა და სხვა მხატვრების მიერ ამავე თემაზე შექმნილ ტილოებს შორის, თვალშისაცემი კონტრასტია. მაგალითად, თავის დროზე, რემბრანდტზე პოპულარული იან სტენისა და ესპანელი მხატვრის მურილიოს ნახატები გაცილებით ოპტიმისტურად გამოიყურება - უძღები შვილის დაბრუნებით გახარებული მსახურები, მისთვის გამოტანილი ახალი სამოსი, დასაკლავად გამზადებული ხბო, წვეულებისთვის მზადება, პატრონის დაბრუნებით გახარებული ძაღლი და ა.შ.

რემბრნადტთან ყველა ზედმეტი ატრიბუტი გამქრალია. მხატვარი მხოლოდ მამა-შვილის ემოციაზეა კონცენტრირებული. მოხუცი მამა ფრთხილად და მზრუნველად ეხება შვილის მხრებს. მის სახეზე სიბრალული და მონატრებაა აღბეჭდილი. სახლის წინ მცირე ზომის ბაქანზე რამდენიმე ადამიანია შეკრებილი. სურათის მარცხენა კუთხეში მამის წინ მუხლმოდრეკილი შვილია გამოსახული. მის სახეზე განცდები არ ჩანს, მაგრამ ვაჟის გადაპარსული თავი, დახეული სამოსი, გაცვეთილი ფეხსაცმელი და  დაკოჟრილი ფეხები ყველაფერზე მეტყველებს. რემბრანდტი, როგორც სჩვევია, მთავარს სინათლით გამოყოფს და ამით იზიდავს მნახველის ყურადღებას.

„უძღები შვილის დაბრუნება“ მხატვარმა თავისი და თავისი საყვარელი ცოლის სასკიას ერთადერთი შვილის ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ დახატა. მხატვრის დანარჩენი სამი შვილი პატარა ასაკში გარდაიცვალა.
მწუხარებისგან განადგურებული მამა გამუდმებით სუიციდზე ფიქრობდა. თვითმკვლელობისგან მხატვარი „უძღები შვილის დაბრუნებაზე“ მუშაობამ იხსნა. რემბრანდტი თითქოს ბიბლიური სიუჟეტის მამაში განსხეულდა, რომელსაც შვილის გულში ჩაკვრის ბედნიერება ეწვია.

სამწუხაროდ, ეს ნახატი რემბრანდტის უკანასკნელი ქმნილებაა. მხატვარი შვილის დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებას შეეწირა და სურათის დამთავრებიდან მალევე, 1669 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ: „ადამის შექმნა“ - გამოწვევა, რომელიც მიქელანჯელომ მიიღო და შედევრად აქცია!

წყარო
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.