6-12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

5 თებერვალი 19:30, 2017 წელი

ეს კვირა თანმიმდევრულ და კონსტრუქციულ აზროვნებას მოითხოვს. თუკი ბოლო დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაზე ყოყმანობდით, ახლა ბედისწერა, უბრალოდ, გაიძულებთ ამის გაკეთებას... 

ვერძი
ვერძებს საინტერესო კვირა ელოდებათ. თქვენს გარშემო ადამიანების ჯგუფი მოიყრის თავს, რომელთაც საერთო გატაცება ან პროექტი აერთიანებთ, თქვენ კი მათი ლიდერის როლში იქნებით. ამ ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და თქვენი ერთობლივი წამოწყების წარმატებაზე ზრუნვა მოსვენებას არ მოგცემთ, მაგრამ ის სწრაფი ტემპი, რომელსაც თქვენი ცხოვრება ამ კვირაში შეიძენს, თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს. თვალები აუცილებლად გაგინათდებათ, რაც გამარჯვებით იქნება გამოწვეული და რასაც საპირისპირო სქესის პიროვნება აუცილებლად შეამჩნევს. შემდეგ კი, გსურთ თუ არა, რომანტიკა მაინც შემოიჭრება თქვენს რეალობაში.


 


კურო
კუროებს ახლობელი ადამიანის ბედი ძალიან შეაწუხებთ. თქვენს ნათესავს ფინანსურ სფეროში მთელი რიგი პრობლემები შეექმნება და მის მოგვარებაში მონაწილეობას გადაწყვეტთ, რასაც თქვენს თავისუფალ დროსა და იმ დანაზოგსაც შეწირავთ, რომელსაც ძვირიანი ნივთის შესაძენად აგროვებდით. სხვა დანარჩენ სფეროში ცვლილებები არ შეინიშნება, რაც, რა თქმა უნდა, არცთუ ისე კარგია, იმ შემთხვევაში თუკი ოცნებობთ, რაც შეიძლება მალე განახორციელოთ დასახული მიზანი (მას აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ მოგვიანებით).


 


ტყუპები
ტყუპები კვირის განმავლობაში უამრავ ნათელ ემოციას მიიღებენ. თქვენ განაგრძობთ თქვენი შემოქმედებითი წამოწყების განვითარებას, რომელსაც უამრავი დრო და ძალა დაუთმეთ. თქვენი კარიერა განაგრძობს თანდათანობით ზრდას, ხოლო თქვენს პირად ცხოვრებაში გასაოცარი მოვლენები მოხდება. ინტერნეტის დახმარებით ძალიან ლამაზ რომანს დაიწყებთ, თქვენს ახალ აღმოჩენას არაორდინარულ და მიმზიდველ ადამიანს უწოდებთ. თქვენი მასთან რეალური შეხვედრა დაამტკიცებს, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება წლები გაგრძელდეს, რადგან თქვენ და თქვენი ახალი სიყვარული ზუსტად ერთნაირად აზროვნებთ და ერთნაირად გრძნობთ.


 


კირჩხიბი
კვირის განმავლობაში კირჩხიბები მიზანმიმართულად დაიწყებენ დაუსრულებელი საქმეების მოგვარებას. ამ პროცესში მხოლოდ ერთი მიზანი გექნებათ - გახდეთ მორალურად თავისუფალი, გჯეროდეთ ხვალინდელი დღის და, რა თქმა უნდა, იყოთ ნამდვილად ბედნიერი. რაში გამოიხატება თქვენი რეფორმები? შესაძლოა, უარი თქვათ თქვენი უბედური რომანის გაგრძელებაზე, შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან სრულიად გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ მეგობრებთან, რომლებმაც წარსულში არაერთხელ გაწყენინეს, გიღალატეს ან გაგაღიზიანეს თავიანთი სარკაზმული გულგრილობით.


 


ლომი
ლომები ამ კვირაში თავიანთი ბუნების ყველა საუკეთესო თვისებას გამოავლენენ. დაუზარებლად დაეხმარებით ახალ კოლეგებს, ნათესავებსა და მეგობრებს, მაგრამ, ამასთანავე, არც პირადი ცხოვრების შესახებ დაივიწყებთ. ადამიანი, რომელთანაც სულ ახლახან დაიწყეთ რომანი, თქვენგან უამრავ ყურადღებას მიიღებს. თუკი უკვე ისეთ ურთიერთობაში ხართ, რომ არაერთხელ გაიარეთ ტესტირება სიძლიერეზე, თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის ამ კვირაში სრულიად შეწყდება კონფლიქტები და კამათი. მთელ თავისუფალ დროს დაუთმობთ ყოველდღიურ საქმიანობას, გრძელვადიან დაგეგმარებასა და აუჩქარებელ დასვენებას საყვარელ ადამიანთან ერთად.


 


ქალწული
ქალწულები მომდევნო კვირაში რთული ოჯახური პრობლემის მოგვარებით დაკავდებიან. შეეცდებით, ნათესავები გაათავისუფლოთ ფულადი დეფიციტისგან და ამ მიზნით მეორე სამსახურში მოეწყობით (წამოიწყებთ საკუთარ ბიზნესპროექტს ან რომელიმე სხვა გზით შეეცდებით ფინანსური შემოსავლის გაზრდას). დასვენების დღეებში შესაძლოა, მსუბუქმა გაციებამ შეგაწუხოთ, რომელსაც ხალხური მედიცინის დახმარებით დაამარცხებთ. ამასთანავე, გადაღლა კატეგორიულად აგეკრძალებათ და სწორედ ამიტომ თქვენი დატვირთული ცხოვრების გრაფიკს დროებით დააპაუზებთ.


 


სასწორი
სასწორები მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში შემოქმედებითი საქმიანობისადმი ინტერესს გამოავლენენ. თქვენს შვილებთან ერთად ჩიტების საკვებ ადგილს ააშენებთ, დაეხმარებით მოხუც მეზობელს ან უპატრონოთა თავშესაფარს ესტუმრებით. სამსახურში თქვენი შემოქმედებითი ალტრუიზმი კოლეგების დახმარებაში გამოიხატება, რომლებიც გულიან და კეთილ ადამიანს შეგარქმევენ. ერთადერთი, ვინც თქვენგან საჭირო ყურადღებასა და სიყვარულს ვერ მიიღებს, ეს თქვენი მეორე ნახევარია. მასთან უსაზღვროდ ცივი იქნებით, რადგან გაგიჭირდებათ აპატიოთ ის საქციელი, რომელიც მან ჩაიდინა.


 


მორიელი
მორიელებს ეძლევათ შანსი, თავიანთი ფარული შესაძლებლობები და ნიჭი გამოავლინონ. თქვენთვის სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდებით, რომელიც თქვენგან ჩამოყალიბებულ და არასტანდარტულ აზროვნებას მოითხოვს. არ გამოირიცხება, რომ ერთ-ერთი ნიჭი, რომელსაც თქვენში მოულოდნელად აღმოაჩენთ, თქვენთვის ახალი ჰობი გახდეს. თქვენს პირად ცხოვრებასა და ფინანსურ სფეროში მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ცვლილებები არ შეინიშნება. ძველი ვალებისგან განთავისუფლდებით და დაიწყებთ დანაზოგის მოგროვებას იმ ნივთის შესაძენად, რომელიც ამ ეტაპზე თქვენი მთავარი სურვილია.




მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მომდევნო კვირაში ბევრი ახალი და მრავალმხრივი ნაცნობობა ელოდებათ. ადამიანების ნაწილი, რომელთაც თქვენთან მოუწევთ ურთიერთობა, გულწრფელად აღტაცებულები იქნებიან თქვენი მრავალფეროვანი ნიჭითა და იუმორის გრძნობით. თუმცა, თქვენი ნაცნობობის წრეში შემთხვევით შემოიჭრება ადამიანი, რომელიც თქვენ მიმართ შურს არ დამალავს. მის ბოროტ ზრახვებს თავიდანვე ვერ მიხვდებით და მასთან გულწრფელი ურთიერთობა გექნებათ. საბედნიეროდ, ამ საშიშ პიროვნებასთან კავშირს მალევე გაწყვეტთ (სანამ თქვენი მეტოქე თქვენზე ბინძურ ჭორებს ააგორებს).


 


თხის რქა
თხის რქებისთვის მომდევნო კვირაში რისკზე წასვლა ან აზარტული თამაშებით გატაცება რეკომენდებული არ არის. ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები სირთულეებით ჩაივლის. თუკი საკუთარი კაპიტალის დაკარგვა არ გსურთ, თავი შეიკავეთ ახალი პროექტებისგან, საეჭვო ავანტიურებისგან და ხანგრძლივი ინვესტირებისგან. მატერიალურმა სფერომ შესაძლოა, დაიცადოს კიდეც, ხოლო თქვენი პირადი ცხოვრება მსგავს დამოკიდებულებას ვერ აიტანს. თუკი თქვენს წყვილში რაიმე სახის პრობლემა წარმოიშვება, ნუ ეცდებით მის დამალვას, რადგან შესაძლოა, შეუმჩნევლად განქორწინებამდეც მიხვიდეთ.


 


მერწყული
მერწყულები ოჯახის წევრების მიმართ საკმაოდ დიდ ყურადღებას გამოიჩენენ. საქმეების მოგვარებისას, რომლებიც თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშეც წარმატებით დასრულდებოდა, მთელს თქვენს შინაგან პოტენციალს დახარჯავთ და დასვენების დღეებში თქვენი ენერგია სრულად ამოიწურება. ძალების აღდგენაში  ქალაქგარეთ დასვენება დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუკი პროფილაქტიკურ პროცედურებსაც ჩაიტარებთ, რომელიც იმუნიტეტის გასამაგრებლად იქნება მიმართული ან სულაც თქვენი ჰარმონიული იმიჯის ძიებით დაკავდებით.


 


თევზები
თევზებს მომდევნო კვირაში მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება და შემოსავლის ზრდა ელოდებათ. თქვენს ცხოვრებაში წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდება, რომლის შემდეგაც თქვენი კარიერა მკვეთრად წაიწევს წინ (შესაძლოა, მომგებიანი საწარმო გახსნათ ან წარმატებულ კომპანიაში სამუშაოდ მიგიწვიონ). თქვენს გარშემო მომხდარი ცვლილებებით უდავოდ კმაყოფილი იქნებით, თუმცა, პირად ცხოვრებაში ცოტაოდენი ნერვიულობა გელოდებათ. ადამიანი, რომელთანაც რომანის დაწყება გსურთ, ცოტა ხნით გამგზავრებას გადაწყვეტს, რაზეც ძალიან იდარდებთ. ეს განშორება თქვენი წყვილისთვის დაუძლეველი გამოცდილება გახდება.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.