ვერძი
ხვალ იღბალი თქვენს მხარესაა. სავარაუდოდ, ფინანსური დანახარჯი და სერიოზული შენაძენი გელით, თუმცა ეცადეთ, საფულე მთლიანად არ დააცარიელოთ. ამ დღეს რომანტიკულ განწყობაზე ხართ, მაგრამ საეჭვოა, თქვენი მეორე ნახევარიც იმავეს გრძნობდეს.
კურო
ხვალ ნებისმიერი კამპანიის მამოძრავებელი და სულისჩამდგმელი იქნებით, ამიტომ თამამად წადით ყველგან, სადაც მიგიწვევენ. კარგი სინოპტიკოსის მსგავსად, გარშემომყოფი ადამიანებისთვის ამინდისა და განწყობის შექმნა შეგიძლიათ. ამ დღეს შეიძლება პატიოსანმა კუროებმაც კი იცრუონ, რაც თავადვე შეაშინებთ.
ტყუპები
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და მთელი დღე თავს თითქოს ვარდისფერ საბურველში გახვეულად გრძნობთ. უხასიათობას საყვარელი მუსიკის მოსმენით დაძლევთ. დაჟინებით ცდილობთ წარსულში დაბრუნებას და აწმყოს მომხიბვლელობას ვერ ამჩნევთ.
კირჩხიბი
დღეს ვიღაც თქვენს დახმარებას ეცდება. თუ სული „ველად გაჭრას“ გთხოვთ, დაუჯერეთ, თორემ მოგვიანებით ინანებთ. ეცადეთ, აგრესიულობა დაიცხროთ, თორემ კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.
ლომი
ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება - ამ ღამეს სწორედ ამ ფიქრით დაიძინებთ. მთელი დღე „გადარბენაზე“ ხართ და სავარაუდოდ, ყველაფერს მოასწრებთ. ლომებო, თავს ნუ იტყუებთ და საკუთარი პერსონა სამყაროს ცენტრად ნუ მიგაჩნიათ.
ქალწული
გეჩვენებათ, რომ სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო ბრუნავს. თვითგვემას შეეშვით, რადგან ვერაფერს შეცვლით და უბრალოდ, იცხოვრეთ. შესაძლოა, დღეს მოისმინოთ რაღაც, რაც ახალ კომპლექსებს შეგძენთ და საკუთარ ძალებში დაგაეჭვებთ.
სასწორი
გაეცანით ვაკანსიებს და განცხადებებს სამსახურის შესახებ, შესაძლოა, გაგიმართლოთ. ხვალ საათთან იმეგობრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ვერ მოასწროთ მისვლა იმ ადგილას, სადაც გელოდებიან. ხვალ სასწორების განწყობა ფიქრის სიჩქარით შეიცვლება.
მორიელი
ხვალ მორიელებს შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ მთელი სამყარო მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებს. დატკბით! თუკი ხვალ ვინმეს გაიცნობთ, ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო მოკრძალებული. შესაძლოა, თქვენი უკმაყოფილება იმ ადამიანს დააბრალოთ, რომელსაც ამ სიტუაციასთან არანაირი კავშირი არ ექნება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ხვალ მარტო გაერთობიან და ვერც გაიგებენ, როგორ გაივლის დღე. იფიქრეთ იმაზე, რა გსურთ ყველაზე მეტად და შეუდექით მის განხორციელებას. ვარსკვლავები შესანიშნავ დღეს გიწინასწარმეტყველებენ.
თხის რქა
ხვალ ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ აუცილებლად ეწვევით ბედნიერებას. ეს დღე იდეალურია სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. ხვალ საკუთარ თავზე თავად უნდა იფიქროთ.
მერწყული
დაკავდით თქვენთვის საინტერესო საქმით, არავინ გაგინაწყენდებათ, თუკი ცოტა დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. მოიშორეთ სულელური აზრები და ცუდი წინათგრძნობები, სანამ ისინი ჭეშმარიტი გზიდან თქვენს ჩამოშორებას შეძლებენ. საღამოს მოდუნდით და არაფერზე იფიქროთ. პრობლემებს ზეგიდან დაუბრუნდით, მათ მოგვარებას მაინც ვერსად გაექცევით.
თევზები
შესანიშნავი დღეა მაღაზიებში სასიარულოდ, ხარისხიანი ნივთები იდეალურ ფასებში თავისთავად ჩაგივარდებათ ხელებში. რაც არ უნდა მოხდეს, თევზებს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვარსკვლავები არ ურჩევენ. იხელმძღვანელეთ იმით, რასაც გული გიკარნახებთ და არა გონება.