10-16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

9 აპრილი 19:40, 2017 წელი

ახალი კვირა უამრავ სასიამოვნო მოულოდნელობას გიმზადებთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, მიხვდებით, რომ სასიყვარულო ურთიერთობას კიდევ უფრო უნდა გაუფრთხილდეთ. თუკი მარტოხელა ხართ, გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც თქვენი რომანი დიდხანს გაგრძელდება.

ვერძი
ვერძებს ვარსკვლავები არ ურჩევენ საკუთარი მზაკვრული ინტერესების წინ წამოწევას. მნიშვნელოვანი ფულადი მოგების მოპოვებისას, შესაძლოა, ახლობელი ადამიანი დაკარგოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე წუთით გაჩერდით და დაფიქრდით შესაძლო შედეგებზე. ეს რჩევა აქტუალურია არა მხოლოდ ფინანსურ სფეროში, არამედ სასიყვარულო ურთიერთობაშიც. ნუ დაახრჩობთ თქვენს სასიყვარულო პარტნიორს (განსაკუთრებით, თუკი მხოლოდ ახლახან დაიწყეთ მასთან ურთიერთობა). წინააღმდეგ შემთხვევაში მას, სავარაუდოდ, დაკარგავთ.


კურო
კუროები საკუთარი გამარჯვებით იამაყებენ. კარიერულ საქმეებში აბსოლუტურად ყველაფერს მოასწრებთ, შედეგად კი თქვენი შემოსავალი ადრინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, თქვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ის, რა მდგომარეობაა თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში. თუკი დიდი ხანია, კონკრეტული ადამიანის გულის მოგებას ცდილობთ, უახლოეს დღეებში მიზანს მიაღწევთ. თუკი მუდმივი მეორე ნახევარი უკვე გყავთ, დასვენების დღეებში მნიშვნელოვან ცვლილებებს გადაწყვეტთ (შესაძლოა, სხვა უბანში გადახვიდეთ ან შვილის გაჩენაზე იფიქროთ).


ტყუპები
ტყუპები მომდევნო კვირაში მომლოდინე პოზიციას დაიკავებენ. „დაელოდებით“, როდის მოგეცემათ კარიერული ოლიმპის „შტურმით“ აღების შანსი და ეს ძალიან მალე მოხდება. სანამ თქვენი კარიერის ნათელ მომავალზე ფიქრობთ, ყველა სხვა საქმე უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ. თქვენს რაციონში მკაცრ შეზღუდვას შეეშვებით და მავნე ჩვევებს დაუბრუნდებით. ნუ დაიდანაშაულებთ თავს, რადგან მკაცრი წესების გათვალისწინება ასეთ რთულ მომენტში ნამდვილად მოგაყენებთ ზიანს. წონაში დაკლებასაც მოასწრებთ და ნეგატიურ განწყობასაც მოიშორებთ.


კირჩხიბი
კირჩხიბებს ვარსკვლავები არ ურჩევენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებების მიღებას. თუკი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავთ, დიდი ალბათობით, თქვენი ჩანაფიქრი წარუმატებელი აღმოჩნდება. ლირიკასთან და რომანტიკასთან დაკავშირებულ  საკითხებს გაცილებით წარმატებით გაართმევთ თავს. თუკი გვერდით გყავთ ადამიანი, რომელსაც ოცნებობთ, მეორე ნახევარი უწოდოთ, ამ კვირაში მიზნის მიღწევის შანსი დიდია. კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. შუა კვირაში კოლეგასთან უთანხმოება შეგემთხვევათ, მაგრამ ეს ინციდენტი თქვენს სიმშვიდეს მაინც ვერ დაარღვევს.


ლომი
ლომებს კვირის განმავლობაში ბევრი რამის სწავლა მოუწევთ. გააცნობიერებთ, რომ ახლობელი ადამიანების განაწყენება ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ხელებით გაითხაროთ ორმო. როგორც კი რამდენიმე მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბებათ, თქვენს ცხოვრებაში არც თუ ისე კარგი ეტაპი დაიწყება და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდით. სამსახურებრივი საქმეები თავზე საყრელად გექნებათ, სანამ მრავალრიცხოვანი შეცდომების გამოსწორებას არ დაიწყებთ. საბოლოოდ, ბოდიშის მოხდა მოგიწევთ ყველა იმ ადამიანთან, რომელთაც უნებლიეთ (ან განზრახ) აწყენინეთ.


ქალწული
კვირის განმავლობაში მცირე გადაადგილებები გელოდებათ. სამუშაო დღეებში, სამსახურებრივ პროექტზე მუშაობის ფარგლებში ან თქვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით ქალაქში იმოძრავებთ. დასვენების დღეებს სახლში ვერ გაატარებთ, რადგან ნათესავები უიქენდის გატარებას ჩვეული გარემოსგან მოშორებით გადაწყვეტთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი „თავშესაფარი“ მეგობრის დაუსრულებელი აგარაკი ან სხვა ნაკლებად კომფორტული ადგილი აღმოჩნდეს.


სასწორი
სასწორები კვირის განმავლობაში ეგოისტურ თვისებებს გამოავლენენ. საკუთარი თავის გარდა, ვერავის შეამჩნევთ და გარშემომყოფებში უკმაყოფილებას გამოიწვევთ. თქვენი კოლეგები გულწრფელად შეშფოთდებიან მათდამი თქვენს ცინიკურ დამოკიდებულებაზე. სახლში კი თქვენი მეორე ნახევრის გაბრაზების ატანა მოგიწევთ. სანამ მხოლოდ საკუთარი თავით ხართ დაკავებული, ის იძულებული იქნება, საკუთარ თავზე აიღოს ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. როდესაც მას მობეზრდება უპრეტენზიო მარიონეტის როლში ყოფნა, დიდი სკანდალი დაიწყება, რომლის გამოსავალი წარმოუდგენელია, რადგან შესაძლოა, ეს სკანდალი განქორწინებით დასრულდეს.


მორიელი
მორიელებს ახლობელი ადამიანი მნიშვნელოვან საჩუქარს მიართმევს (ნათესავი, დიდი ხნის მეგობარი, მეუღლე). კარიერასა და ფინანსურ საკითხებში ნაკლებად წარმატებული დღეები გელოდებათ. გაიგებთ, რომ პრემია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, მოგვიანებით გაიცემა. ამგვარი ინფორმაცია თქვენს განაწყენებას გამოიწვევს და სასწრაფოდ მოგიწევთ დაგეგმილ სიაში ცვლილებების შეტანა და მისგან არასაჭირო საყიდლების გამორიცხვა (მათ შორის ძვირფასი დასვენებისთვის გამოყოფილი თანხების).


მშვილდოსანი
მშვილდოსნები გარშემომყოფებში ნეგატიური მხარეების გამოვლენას შეეცდებიან. სიმპათიური ადამიანი თქვენ მიმართ დიდ ყურადღებას გამოიჩენს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მასთან დაახლოებას. ნუ აღფრთოვანდებით უმიზეზოდ და ნუ დაიჯერებთ, რომ ასეთი მომხიბვლელი ადამიანი თქვენით გულწრფელად დაინტერესდა. ამგვარ უნდობლობას კარიერულ საქმეებშიც გამოავლენთ. საკმაოდ მაცდურ წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელსაც დასთანხმდებით. იჩქარეთ და გაერკვიეთ საკუთარ თავში, სანამ წარმატება სხვასთან წავა.


თხის რქა
თხის რქებს საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. კიდევ ერთხელ გააანალიზებთ თქვენს მიმდინარე შემოსავალს და გადაწყვეტთ, რომ ეს თანხა მორალურ კმაყოფილებას ვერ განიჭებთ. ფინანსურ წარმატებასთან ბრძოლის დროს ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევთ. საღამოს საათებში გართობის ნაცვლად დროს სამსახურში გაატარებთ, რადგან ერთ-ერთი კოლეგის მოვალეობას საკუთარ თავზე აიღებთ ან კიდევ ერთ ვაკანსიას ნახავთ, ოღონდ სხვა დაწესებულებაში. დასვენების დღეებში იგრძნობთ, რომ თქვენმა შრომისმოყვარეობამ ძალიან გადაგღალათ.


მერწყული
მერწყულები სხვების რჩევებზე უარს იტყვიან, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საქმიანი რჩევების გარეშე პრობლემებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. საბოლოოდ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნა დაგაზარალებთ. სამსახურებრივი პროექტი, რომელზეც კოლეგების დაუხმარებლად ცდილობდით მუშაობას, დაუსრულებელი დაგრჩებათ (ასევე, ყველა საოჯახო საქმე, რომელთაც ცდილობდით მხოლოდ საკუთარი ძალებით გამკლავებოდით). მოგიწევთ თქვენი დაღლილობის აღიარება და ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც გულწრფელად გთავაზობდნენ დახმარებას.


თევზები
თევზებს ნაკლებად წარმატებული კვირა ელოდებათ. თქვენი დღის რეჟიმი ერთნაირი სცენარით განვითარდება (სახლი-სამსახური-სახლი-სამსახური). დასვენების პერიოდი იმდენად მოკლე და ერთფეროვანი გექნებათ, რომ კვირის ბოლოს ძალიან მოიწყენთ. თუკი არ ეცდებით საკუთარი განწყობის ამაღლებას, დეპრესია გარდაუვალი იქნება! იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, შეკრიბეთ ახლობელი ადამიანები და მათთან ერთად ქალაქგარეთ გაეშურეთ. ცუდი არ იქნება, თუკი ლაშქრობაში წახვალთ (ჩვეული კომფორტიდან მოწყვეტა ბევრი მნიშვნელოვანი რამის გაგებაში დაგეხმარებათ).

საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?