9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

8 აპრილი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
გეჩვენებათ, რომ სერიოზულ პრობლემას შეეჯახეთ, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შეხედავთ, მიხვდებით, რამდენად უმნიშვნელო და კომიკურია ის. შეგიძლიათ, მთელი დღე უსაქმურობაში გაატაროთ, ამისთვის პასუხს მაინც არავინ მოგთხოვთ. მოერიდეთ კამათს, რადგან გამორიცხული არაა, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.


კურო
სასიამოვნო ახალი ნაცნობობა გელით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს სამომავლო განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ეცადეთ, არ დაიძაბოთ. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ახლა გგონიათ. 


ტყუპები
სანამ სასარგებლო რჩევების მარჯვნივ და მარცხნივ დარიგებას დაიწყებთ, დაფიქრდით, ვიღაცის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა ნამდვილად გჭირდებათ? ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად დასრულებას. წვრილმანებს თავი დაანებეთ და ყველაზე მნიშვნელოვნით დაკავდით.  


კირჩხიბი
კარგი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ თავს სიგიჟეების კეთების უფლება მისცეთ. ეს უზარმაზარ სიხარულს მოგანიჭებთ და არავის დააზარალებს. ვიღაცაზე საკუთარი ბოღმის გადმონთხევას აპირებთ, მაგრამ ეს არასწორი საქციელი იქნება. გირჩევთ, დღეს ვინმეს კრიტიკისგან თავი შეიკავოთ, რადგან შეიძლება თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ და ის ადამიანი გაგინაწყენდეთ, ვისი კრიტიკაც აზრადაც არ მოგსვლიათ.


ლომი
გირჩევთ, დღევანდელი საღამო წყნარ გარემოში, ტელევიზორის წინ ან წიგნის კითხვაში გაატაროთ. შესაძლოა, დღეს ვიღაცას საქმიანი რჩევა მისცეთ  ან რაღაც პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროთ. ეცადეთ, დღის განრიგი ისე დაგეგმოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოილიოთ.


ქალწული
ხვალ საკუთარი ნიჭის მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ. საკუთარი თავის რწმენა ყველა საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენთვის მოცემული პირობის შესრულება ვერ შეძლოს, რაც ძალიან გაგანაწყენებთ.


სასწორი
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. თუკი ხვალისთვის დაგეგმილი გაქვთ ერთი რამ და ვინმე ან რამე მის შესრულებაში ხელს შეგიშლით, არ ინერვიულოთ, შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. ხვალ  წარსულზე ფიქრი დაგამწუხრებთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჰყვეთ ემოციებს.


მორიელი
მორიელებს ხვალ ვარსკვლავები კარგ დღეს უწინასწარმეტყველებენ. თუკი ვინმე დახმარებით მოგმართავთ, უარი არ უთხრათ. სხვის რჩევებს განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, იცხოვრეთ ისე, როგორც გული და ინტუიცია გიკარნახებთ.


მშვილდოსანი
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა არ ღირს. ხვალ შესაძლოა, სახლის გარეთ ვახშმობის სურვილი გაგიჩნდეთ. ხშირად გაათამამეთ საკუთარი თავი. პრინციპში, ეს რჩევა შეგიძლიათ, ხვალიდანვე გაითვალისწინოთ.


თხის რქა
ნუ მიმართავთ რჩევისთვის მეგობრებს, თავად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. ნუ შეგაშინებთ სწავლის დაწყების სურვილი - ეს გვიან არასდროს არის. ხვალ თხის რქებისთვის არ არის მიზანშეწონილი სამომავლო მოგზაურობების დაგეგმვა.


მერწყული
ხვალ კომპრომისზე წახვალთ, რითიც ოპონენტებს ძალიან გაახარებთ და პრობლემის ამგვარად გადაწყვეტის მეთოდი ძალიან გაგახარებთ. რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, მერწყულებს გადაწყვეტილების მიღება სწრაფად მოუწევთ. იხელმძღვანელეთ გულისა და გონების კარნახით. ხვალ შესაძლოა, მეორე ნახევარს დაშორდეთ, რასაც ძალიან მალე ინანებთ.


თევზები
თევზებს ცეკვის სურვილი გაუჩნდებათ და, ბოლოს და ბოლოს, ამ სურვილს შეისრულებენ. რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, განსაკუთრებულად ნუ გამოხატავთ ემოციებს. თევზებო, თუკი გამოძინება ვერ მოახერხეთ, მაშინ უამრავი საქმე დაგიგროვდებათ.

საკნატუნო ამბები

მამიკოები და მათი პატარები (15 ფოტო)

მამიკოსთან ერთად ფოტო ან ძალიან ემოციური, ან ძალიან სასაცილო გამოდის. ასე არ არის?
საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.