18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

16 აპრილი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ადამიანი, რომელიც ამჟამად თქვენ გვერდით იმყოფება, შესაძლოა, რთული ბუნებისაა, მაგრამ სწორედ ის გაგრძნობინებთ თავს საყვარელ და სასურველ ადამიანად, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ მას თქვენი გულის გასაღები ანდოთ. შესაძლოა, მოულოდნელად, მეგობრები გესტუმრონ. თუნდაც სხვა გეგმები გქონდეთ, ნუ მოიწყენთ, საღამო სასიამოვნოდ და მხიარულად ჩაივლის. საერთოდ, ამ დღეს ყველა თქვენთან სიახლოვეს ცდილობს, როცა თქვენ მარტოობისკენ მიილტვით.


კურო
ვარსკვლავები ხვალ ერთ ადგილზე გაჩერებისა და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ. თუ გსურთ, რომ თქვენს ოცნებას გაჰყვეთ, ასეც უნდა მოიქცეთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. დღეს თქვენს გზაზე აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით, ამიტომ სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ.


ტყუპები
სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და რთული დღის გადატანაში გეხმარებათ. სანამ „მარჯვნივ და მარცხნივ“ რჩევებს გასცემდეთ, დაფიქრდით, რაში გჭირდებათ ვინმეს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა? ტყუპებო, ამჟამად რთული დრო გიდგათ, მაგრამ გაიხსენეთ საკუთარი ოცნება და ცრემლები შეიშრეთ.


კირჩხიბი
დღის მეორე ნახევარში „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნებათ და ყველას დაუმტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. გირჩევთ, თანამოაზრესთან ერთად, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება. შეწყვიტეთ ადამიანებისგან იმაზე მეტის მოთხოვნა, რისი მოცემაც შეუძლიათ.


ლომი
სარკეში საკუთარი ბედნიერი სახის დანახვა მთელი დღის ენერგიით აგავსებთ. შესაფერისი დღეა ჯადოსნური სიტყვების, „მაპატიე“ და „მადლობა“, სათქმელად. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი მეგობრობა საიდუმლოს შენახვასაც ითვალისწინებს, ამიტომ აკონტროლეთ, ვისთან რა უნდა თქვათ.


ქალწული
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ ზედმეტი ნივთებისგან ან თავიდან მოიცილოთ ის, რაც არ გჭირდებათ, მაგრამ გადასაგდებად გენანებათ. არ იდარდოთ, მათ გარეშე არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ გაუაზრებელ ქმედებებს და საღამო მშვიდ ატმოსფეროში, მაგალითად, ტელევიზორის წინ ან წიგნის კითხვაში გაატარეთ.


სასწორი
მიმდინარე პრობლემებს წარმატებით გადაწყვეტთ. სასწორები ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რომელშიც „გამეორება - ცოდნის დედაა“. სამწუხაროდ, ხვალ სხვის გასაჭირს გულთან ახლოს არ მიიტანთ.


მორიელი
ამ დღეს მჭევრმეტყველურ ნიჭს გამოავლენთ, ასე რომ, თქვენი მონაყოლით ყველას ყურადღებას მიიპყრობთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ვინმეს მოკვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მის განხორციელებას მაინც ვერ შეძლებთ. მაშინ რა საჭიროა ამდენი ნეგატივი? წარსული სასიყვარულო ურთიერთობის გახსენება სევდიან ხასიათზე დაგაყენებთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს აბსოლუტურად ყველა სტერეოტიპს, სისტემასა და კრედოს დაარღვევთ, თუმცა, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის. ნუ იტყვით უარს სასიამოვნო წვრილმანებზე. არ ღირს ახალი კულინარიული შედევრების ექსპერიმენტირება - ტყუილად ნუ დახარჯავთ პროდუქტებს.


თხის რქა
ხვალ ფანქრების ყველა ფერი თქვენს ხელშია, ამიტომ თავად შეძლებთ საკუთარი დღის გაფერადებას. ნუ დაიჯერებთ დაუფიქრებლად ყველაფერს, რასაც გაიგებთ. საყვარელ ადამიანთან კამათი დიდი ხნით გაანაწყენებს თხის რქებს.


მერწყული
დაკავდით შემოქმედებით ან რომელიმე ნაკეთობაზე მუშაობით, ეს ჰარმონიის შეგრძნებას მოგანიჭებთ. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ სხვის საქმეებს, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, საკუთარი პრობლემები მოაგვაროთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საღამოს სასეირნოდ გასვლას, შესაძლოა, უსიამოვნო ნაცნობობა შეგემთხვათ.


თევზები
თევზებმა აუცილებლად უნდა უთხრათ საკუთარ თავს - „მე შევძლებ“, რადგან რეალურად შეძლებთ. ხვალ განსაკუთრებულად იგრძნობთ არაგულწრფელობას, რომელსაც ვერსად გაექცევით. მთელი დღე ფულზე ფიქრი არ ღირს - ფული არასდროს არავის ჰყოფნის, სცადეთ, დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ!

საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?