28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

27 აპრილი 23:00
1387

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თუ შანსი გაქვთ, რომ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა, არავითარ შემთხვევაში უარი არ თქვათ, რადგან დღეს უალტერნატივო გამარჯვებული ხართ. გარშემო მიმოიხედეთ და ბუნებით დატკბით. ამჟამად ეს თქვენთვის ძალიან სასარგებლოა. მშვიდი დღე, მშვიდ გარემოში, უჩვეულოდ მშვიდი ვერძებისთვის.
 
კურო
გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს. ამდენი ფიქრი საჭირო არაა, რადგან ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ გეჩვენებათ. შესაძლოა, ვიღაცამ ან რაღაცამ თქვენი გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალოს, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. ასე უკეთესი გამოვა.


ტყუპები
მშვენიერი დღე გელით. შეგიძლიათ, ცოტა წაიზარმაცოთ, რადგან ამის გამო არავინ გისაყვედურებთ. ამ დღეს საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოთ.


კირჩხიბი
კირჩხიბებო, თავი შორს დაიჭირეთ ისეთი საუბრებისგან, სადაც ბევრი ჭორია. მიმდინარე პროცესებზე კონტროლი რომ არ დაკარგოთ, მთელი დღის განმავლობაში საკუთარი თავის გაკონტროლება მოგიწევთ. ნუ ელით ადამიანებისგან იმაზე მეტს, ვიდრე მოცემა შეუძლიათ.


ლომი
ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ მთელი დღე შემთხვევითობებით სავსეა, თუმცა ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ამ დღეს სტუმრად წასვლაზე არ უნდა იოცნებოთ. ამჟამად თქვენთვის არავის სცალია. ერიდეთ მკვეთრი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.


ქალწული
ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ თქვენი დაინტერესება მოახერხა, ამიტომ მთელი დღე ოცნებებში გახვეული დადიხართ. რაღაც გინდათ, მაგრამ თავადაც არ იცით, რა. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის გულწრფელი მონდომება ვერ დააფასოთ, რითაც ძალიან გაანაწყენებთ.


სასწორი
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ფულს, გაათამამეთ საკუთარი თავი უკანასკნელი თეთრებით, ზეგინდელი დღე ახალ შემოსავალს გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავიდან მოიშოროთ ცუდი აზრები და შეგრძნებები, სანამ ბოლომდე არ შეუპყრიხართ მათ. ნუ წარმოაჩენთ საკუთარ თავს იმ კუთხით, რაც სინამდვილეში არ ხართ.


მორიელი
მორიელებს ვარსკვლავები ურჩევენ, დიდხანს არ შერჩნენ სამუშაოს და კომპიუტერთან ჯდომას, იქნებ ერთხელ მაინც დაწვეთ ადრე დასაძინებლად. ამ დღეს შესაძლოა, ამაყი ადამიანის ნიღაბი მოირგოთ, რომელიც ახლობლებისა და თანამშრომლებისგან თითქოს თავს იცავს. შესაძლოა, ხვალ ზედმეტად გაღიზიანებული იყოთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები ენერგიის წარმოუდგენელ მოზღვავებას იგრძნობენ. დილას თვალების გახელისთანავე გამოიყენეთ ეს შანსი მაქსიმალურად. მშვილდოსნებო, ნუ დაიწყებთ ჭეშმარიტების ძებნას ღვინოში, სანამ კიდევ გონზე ხართ. ხვალინდელი დღისგან განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ.


თხის რქა
შესანიშნავი დღეა შინაური ცხოველის შესაძენად, რომელიც თქვენ გვერდით მრავალი წელი იცოცხლებს. გაათამამეთ საყვარელი ხალხი. ამ დღეს შესაძლოა, ნივთები ხელებში ჩაგემტვრეთ, ამიტომ მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი სხვადასხვა მოწყობილობებისგან.


მერწყული
გამონახეთ დრო და მისწერეთ მას, ვისაც უკვე დიდი ხანია ჰპირდებით. მერწყულებო, ნუ დაჰპირდებით ხალხს იმას, რასაც ვერ შეუსრულებთ. შესაძლოა, მერწყულებმა უკმაყოფილება გამოთქვან მათ მიმართ, ვისაც კონკრეტულ სიტუაციაში არანაირი კავშირი არ ექნებათ.


თევზები
თევზების ქარიზმა სრული დატვირთვით მუშაობს. შესაძლოა, თქვენ შესახებ უსიამოვნო ამბავი შეიტყოთ, მაგრამ სანამ პასუხს გასცემთ, ვარსკვლავები გირჩევენ, სამჯერ დაფიქრდეთ. თევზებო, დაფიქრდით, ხომ არ აჭარბებთ ფულის მნიშვნელობას? შესაძლოა, სხვა ბედნიერებას, უბრალოდ, ივიწყებთ.